ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე „ელისო“ ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიაზე „ელისო“, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა, ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ტარდება. დაჯილდოება 14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდება. ნატო ვაჩნაძის ფონდის მთავარი პარტნიორები არიან „თეგეტა“, „თეგეტა ქარსი“, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე […]

ბადრი ჯაფარიძე – სასამართლო გახდა „ქართული ოცნების“ ფილიალი

„ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე მშვიდობიან მომიტინგეთა შორის იყო. ის შეგნებულად იქნა შერჩეული, როგორც პოლიტიკური ლიდერი და ახლა ჩვენ ვხედავთ სადამსჯელო ღონისძიებას, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც კუპრაძის დაკავების საქმეზე პროცესი გაიმართა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, საზოგადოება ხედავს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ სადამსჯელო ოპერაციას, რასაც ფორმალურად სასამართლო სხდომა ჰქვია. […]

თორნიკე რიჟვაძე – მომდევნო თვიდან „ოცნების ქალაქში“ ახალაშენებული ბინების გადაცემა დაიწყება – საცხოვრებლით 582 ოჯახი დაკმაყოფილდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მომდევნო თვიდან „ოცნების ქალაქში” ახალაშენებული ბინების გადაცემა დაიწყება. მისი თქმით, „ოცნების ქალაქში” 582 ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება. „დასკვნით ეტაპზეა და მომდევნო თვიდან უკვე დაიწყება ფიზიკურად გადაცემა „ოცნების ქალაქში” აშენებული ახალი ბინების, 582 ოჯახი დაკმაყოფილდება. ძალიან მახარებს, რომ ეს პატარები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ ამ პროექტის განხორციელებას უკვე მართლა აიხდენენ მათ […]

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა თორნიკე ართმელაძემ განაცხადა, ირაკლი კუპრაძეს, მათ შორის ედავებოდნენ პოლიციელის კორდონის გარღვევას, თუმცა კადრებში ჩანს, რომ ირაკლი კუპრაძე ხელებაწეული დგას. „შეუძლებელია, რომ ირაკლი კუპრაძის ქმედებაში, ვინმეს რაიმე კანონდარღვევა […]

ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთში, მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება. მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში გაემგზავრა. დაგეგმილია საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის გახსნით სესიაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის […]

ევროკომისიამ უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გადასცა

ევროკომისიამ უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ტრანში გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. „დღეს, ჩვენ Ukraine Facility-ის 50 მილიარდი ევროს ოდენობის პროგრამის ფარგლებში დამატებით 1,5 მილიარდ ევროს გამოვყოფთ. ეს უკრაინის სახელმწიფოსა და სერვისების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სანამ იგი აგრესორს ებრძვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. […]

წარმატება სამართლის საერთაშორისო კონკურსზე – ილიაუნის სტუდენტების შედეგები ვაშინგტონიდან

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის გუნდმა პირველად მიიღო მონაწილეობა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესში, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში ჩატარდა. მათივე ცნობით, ჯესაპი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსია საერთაშორისო საჯარო სამართალში, სადაც ეროვნულ და საერთაშორისო ეტაპებზე 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონკურსის სპეციფიკა საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს […]

თორნიკე რიჟვაძე – ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საეჭვო და ხშირ შემთხვევაში შავი ფულით დაფინანსებულმა და გაურკვეველი ორიენტაციის სუბიექტებმა ქართველი ხალხის ბედი ხელში ჩაიგონ

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საეჭვო და ხშირ შემთხვევაში შავი ფულით დაფინანსებულმა და გაურკვეველი ორიენტაციის სუბიექტებმა ხელში ჩაიგონ ქართველი ხალხის ბედი, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რიჟვაძე თბილისში 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ სახალხო შეკრებას გამოეხმაურა და მოქალაქეებს მოუწოდა, აღნიშნულ შეკრებას დაესწრონ. „მოგეხსენებათ, რომ 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო […]

თორნიკე რიჟვაძე – წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ტურისტულ სეზონთან მიმართებაში დადებით დინამიკას ელოდება. შესაბამისი განცხადება მან მთავრობის სახლში გამართულ სხდომაზე გააკეთა. “ძალიან მალე აქტიური საზაფხულო სეზონი დაიწყება. უკვე გვაქვს პირველი კვარტლის მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში იყო არა ერთი მცდელობა, მომხდარიყო საზაფხულო და მთლიანად ტურისტული სეზონის მიმართ გარკვეული “ფეიკ” კამპანიები, დისკრედიტაციის მიზნით გორდებოდა სხვადასხვა კამპანია ჩვენი […]

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლებს

25 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას 40-ზე მეტი ორგანიზაცია იღებს, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორიდან. „მონაწილე ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის პროგრამების სტუდენტები, KIU-ს ტრენინგ პროგრამების კურსდამთავრებულები, წარადგინონ თავიანთი კომპანია და მათ კომპანიაში არსებული დასაქმებისა და სტაჟირების […]