“მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე, სხვა გზა აღარ მქონდა” – რას ჰყვება ლაზარე

განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს მიჩვეული ხარ საქართველოში ეგეთ რაღაცებს – ამბობს ერთწლიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლების პირველი პირების შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომლებსაც ისინი მისი მისამართით აკეთებდნენ. გრიგორიადისმა განაცხადა, რომ მისი ბრალდება პოლიტიკური იყო და განხორციელდა ზეწოლაც – “ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე, რადგან სხვა გზა აღარ მქონდა” – ამბობს ლაზარე. მისი თქმით, […]

შეწყალების მიუხედავად, გაასაჩივრეს განაჩენი, რაც პრეცედენტულია – HRC

“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” წარადგენა ანალიტიკური დოკუმენტი – “შეწყალების მიუხედავად მსჯავრდებულების მიერ სასამართლოებში გაგრძელებული სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები”. ორგანიზაციის განცხადებით, სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდნენ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესებს. ყველა ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა გამოიყენა ექსკლუზიური უფლებამოსილება – შეწყალების მექანიზმი. “მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ განსხვავებით უგულავას და […]

“ხელისუფლებას ამ ომს მოვუგებთ” – ლაზარე

ფოტო: IPN საპატიმროდან გამოსული ლაზარე გრიგორიადისის პირველი ინტერვიუ ჟურნალისტებთან, – “არ ვუჯდებოდი მანქანაში პოლიციას და წინ ვეძახდი ავტობუსში ხალხს, რომ დამხმარებოდნენ” – ამბობს ახალგაზრდა და სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს. დიდი ალბათობით, ხელისუფლებამ მე იმიტომ ამირჩია, რომ წინა საქმე მქონდა სისხლის სამართლის საქმე, ის გააცოცხლეს და ერთიანად რაღაც კრიმინალური ხატი შექმნა მმართველმა პარტიამ. ციხეში ყოფნისას, უფრო მობილიზებული […]

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონს სააგენტოს თანამშრომლებმა 7 ფუთა ტანსაცმელი, 10 ყუთი საკვები და 9 ყუთი ტკბილეული გადასცეს. სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელმა, მღვდელმა, მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს დახმარებისთვის. „პანსიონში, რომელიც 2009 წელს დაარსდა, ცხოვრობენ ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები საქართველოს ყველა რეგიონიდან, ასევე, […]

ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება – პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო!

პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება – პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო! – ასე ეხმაურება გრიგირიადისის გათავისუფლებას “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი. „როგორი განსხვავებული აზრის გამოხატვითაც არ უნდა იყოთ დაკავებული, არ შეიძლება განსხვავებული აზრი “მოლოტოვის კოქტეილში“ გადაიტანოთ, რომელიც საბჭოთა კავშირში გამოგონილი, ტანკების დასაწვავი იარაღია – შენი […]

ადვოკატის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისი რამდენიმე დღეში გადაწყვეტს,გასაჩივრებს თუ არა სასამართლოს მიერ მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. როგორც გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, თუ რა სამართლებრივ მიმართულებას მისცემენ საქმეს, ამას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გადაწყვეტენ. „ეს ლაზარესთან შეუთანხმებლად ვერ მოხდება, დაახლოებით, ორი კვირა გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში […]

რუსთავის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნანა შატბერაშვილმა სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

რუსთავის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნანა შატბერაშვილმა სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. შატბერაშვილის განცხადებით, „საქართველოს რუსული მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს“. „დღეს, როდესაც საქართველოს რუსული მთავრობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩემთვის მიუღებელია ქალაქ რუსთავის საკრებულოში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად თანამდებობების გადანაწილების პროცესში მონაწილეობის მიღება. ვტოვებ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას და […]

„ტრადიციული ფასეულობების დაცვა სუვერენიტეტის განმტიცების პირობაა“ — პუტინი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, „ტრადიციული, სულიერი და მორალური ფასეულობების შენარჩუნება და დაცვა სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების უმნიშვნელოვანესი პირობაა“. ეს განცხადება პუტინმა უსაფრთხოების საკითხების კურატორების XII საერთაშორისო შეხვედრაზე, ვიდეომიმართვაში გააკეთა. „როგორც ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, თანმიმდევრულად და დამოუკიდებლად ვითარდებიან ის ქვეყნები, რომლებიც აფასებენ თავიანთი ხალხების ეროვნულ იდენტობასა და ორიგინალურობას, პატივს სცემენ წინაპრების ხსოვნას და ამავე […]

ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი აშენდება

ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი აშენდება – მასშტაბური პროექტის განხორციელების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო დანგრეული, გაუბედურებული პროექტების სანაცვლოდ აეშენებინა და ბოლომდე მიეყვანა ახალი პროექტები. აშენდა ყველასთვის ნანატრი ბათუმის სტადიონი, რომელმაც არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას და საერთაშორისო აღიარებას მიაღწია და ასევე, ჩვენ […]

Routes Europe 2024-ზე ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ ინტერესი დიდია

დანიის ქალაქ ორჰუსში მიმდინარე საავიაციო ფორუმი Routes Europe 2024 დასასრულს უახლოვდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის ხელმძღვანელობით, ფორუმის ფარგლებში, პარტნიორ აეროპორტებთან და ავიაკომპანიებთან 3 დღის განმავლობაში 30-მდე შეხვედრა გამართა. ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ევროპულ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან, რომლებთანაც საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის დაკავშირება მნიშვნელოვანია. ,,აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თბილისი კიდევ […]