1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6910 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6910 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6910 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0108 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8756 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8555 ლარს შეადგენდა. […]

ხვალიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება

25 აპრილიდან, იტალიის ქალაქი ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. რის შემდეგაც ვენეცია მსოფლიოში პირველი ქალაქი იქნება, რომელმაც ასეთი გადასახადი შემოიღო. გარკვეულ დღეებში, ქალაქში შესვლა 8:30-დან 16:00 საათამდე 5 ევრო ეღირება. საპილოტე პროექტი 25 აპრილიდან 29 დღე გაგრძელდება – ვენეციის მფარველის წმინდა მარკოზის დღესასწაულიდან 14 ივლისამდე. ვიზიტორებმა ტელეფონში უნდა ჩამოტვირთონ QR კოდი, რომლის შემოწმებასაც ქალაქში ინსპექტორები შეძლებენ. […]

Relevo: “ბარსელონა” ზაფხულში დე იონგს გაყიდის

ესპანური გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” ზაფხულში გუნდის ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის გაყიდვას გეგმავს. “ბლაუგრანას” ბოსებს ამისთვის სამი მიზეზი აქვთ. პირველი ისაა, რომ ნიდერლანდელმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. მას მაღალი ხელფასი აქვს და თანაც ხშირად ტრავმიანობს. პრესაში გავრცელებული ცნობით, დე იონგის დამატებით “ბაიერნი” ინტერესდება.

მღვდელს, რომელმაც ნავალნის პანაშვიდი გადაიხადა, მღვდელმსახურება 3 წლით შეუჩერდა

მღვდელს, რომელმაც ალექსეი ნავალნის პანაშვიდი გადაიხადა, მღვდელმსახურების უფლება სამი წლით შეუჩერდა. ინფორმაციას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის ეპარქია ავრცელებს. ეპარქიას საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არ დაუკონკრეტებია დმიტრი საფრონოვისთვის მღვდელმსახურების შეჩერების მიზეზი. ასევე, საფრონოვს გადაიყვანენ მოსკოვის სხვა ეკლესიაში, სადაც ის ფსალმუნების მკითხველის ფუნქციებს შეასრულებს. ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 1 მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. პოლიტიკოსის პანაშვიდი […]

გრიგორიადისი ხელისუფლების განცხადებებზე: განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს, მიჩვეული ხარ

“განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს, მიჩვეული ხარ საქართველოში ეგეთ რაღაცებს” – ასე უპასუხა ლაზარე გრიგორიადისმა ჟურნალისტის შეკითხვას “როგორ მოქმედებდა თქვენზე ის განცხადებები, რომლებსაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებდნენ?” ამასთან, ლაზარე გრიგორიადისის თქმით, მასზე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. “ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ, დავთანხმდი ყველაფერზე იმიტომ, რომ სხვა გზა არ მქონდა. იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს, მიჩვეული ხარ […]

მედიის ცნობით, შოიგუს მოადგილე სინამდვილეში “სახელმწიფო ღალატის” ბრალდებით დააკავეს

რუსული დამოუკიდებელი მედია Важные истории საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი რეალურად “სახელმწიფო ღალატის” ბრალდებით დააკავეს და ქრთამის აღების ბრალდება საზოგადოებისთვის გააჟღერეს. როგორც მედია წერს, მათ ჟურნალისტებს ღალატის ბრალდების შესახებ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორმა წყარომ ესაუბრა. მათივე მტკიცებით, ორივე წყარო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. “ქრთამი არის საზოგადოებისთვის. ჯერ […]

ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან წელს €23.2 მლნ-ს მიიღებს

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის თაობაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა. ბანკის მიერ, ჯამში, გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი 46,275,000 ევროს ოდენობით. სასესხო შეთანხმებით 2024 წელს გათვალისწინებულია პირველი ტრანშის – 23,137,500 ევროს ჩამორიცხვა, […]

ყოფილ პროკურორს ეჭვი აქვს, რომ მოსამართლე დოკუმენტებს აყალბებს

ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი არ გამორიცხავს, რომ გავლენიანმა მოსამართლემ, გიორგი მიქაუტაძემ ოფიციალური დოკუმენტი გააყალბა. მწარიაშვილმა მოსამართლის დედის შემოსავლებში საეჭვო გარემოებები აღმოაჩინა და გამოძიების დაწყებას ითხოვს. იურისტის მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ მიქაუტაძის დედამ, რომელიც კომპანია “ბახტრიონის” მეწილეა, ორი წლის განმავლობაში იმაზე ბევრად ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე ეს კომპანიის დოკუმენტებშია მითითებული. დღეს მე წარმოგიდგენთ სხვა […]

ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ირანში ჩავიდა მოლაპარაკებების გასამართად

ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია საგარეო ეკონომიკური კავშირების მინისტრის, იუნ ჩონ ჰოს მეთაურობით ჩავიდა ირანში. ამის შესახებ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სატელეგრაფო სააგენტო იტყობინება დეტალების დაუსახელებლად. ჩრდილოეთი კორეა და ირანი დიდი ხანია ეჭვმიტანილი არიან, რომ ისინი ბალისტიკური რაკეტების პროგრამებში თანამშრომლობენ, შესაძლოა ტექნიკური გამოცდილებისა და მათ საწარმოებლად საჭირო კომპონენტების გაცვლის სახით. მიიჩნევა, რომ ფხენიანსა და თეირანს საიდუმლო სამხედრო კავშირები […]

ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 2024 წელს, დაახლოებით, 23.2 მლნ ევროს მიიღებს

ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) 2024 წელს, დაახლოებით, 23.2 მლნ ევროს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე განმარტებით, სასესხო შეთანხმება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის თაობაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა. უწყების განმარტებით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი […]