ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე „ელისო“ ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა, ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ტარდება. დაჯილდოება 14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდება. ნატო ვაჩნაძის ფონდის მთავარი პარტნიორები არიან ‘’თეგეტა’’, ‘’თეგეტა ქარსი’’, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე […]

ლაზარე გრიგორიადისი – ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა მიჭირდა – რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებული ლაზარე გრიგორიადისი აცხადებს, რომ დაკავებისას მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. ამის შესახებ მან გლდანის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „როგორც ვთქვი უკვე, მაშინ ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ. ყველაფერზე დავთანხმდი იმიტომ, რომ სხვა გზა აღარ მქონდა. აღიარებით ჩვენებაზე ზუსტად ასეთი მუქარა იყო“, – განაცხადა გრიგორიადისმა. კითხვაზე, […]

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტის მხრიდან პერსონალური სანქციების განხილვის დაწყება გასაკვირი ვერ იქნება, რადგან ცდილობენ საქართველოს ევროპული მომავალი გადაარჩინონ

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროპარლამენტის მხრიდან მკაცრი ოფციების განხილვა და პერსონალური სანქციების განხილვის დაწყება გასაკვირი ვერ იქნება, რადგან „ქართველ ხალხთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც მხარდამხარ ყოველდღე რუსთაველზე დგანან, საქართველოს ევროპელი მეგობრები ცდილობენ, გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი“. ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს ყველა საერთაშორისო მეგობარი, ძალიან ცხადად ამბობენ, რომ ე.წ რუსული კანონი […]

ირაკლი ქადაგიშვილი – საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევა ლატვიის საგარეო უწყების გადასაწყვეტი საკითხია – საზოგადოებას შევახსენებ, რომ ლატვიამ რუსეთიდან ხორბლის შეძენა განსაკუთრებით გაზარდა და რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველი გახდა

საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტი საკითხია – საზოგადოებას ერთ რამესაც შევახსენებ, რომ ლატვიამ რუსეთიდან ხორბლის შეძენა განსაკუთრებით გაზარდა და რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველი გახდა, – ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ლატვიის მიერ დეპუტატ ბექა ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა. ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, […]

იტალიაში ემომალი რაჰმონის ვიზიტის დროს რომში დააკავეს ტაჯიკური ოპოზიციის რვა აქტივისტი

ტაჯიკეთის ოპოზიციური მოძრაობა „ჯგუფი 24“-ის აქტივისტებმა 24 აპრილს გაავრცელეს განცხადება, რომ სამშაბათს იტალიაში პოლიციამ დააკავა მოძრაობის რვა წევრი. „ჯგუფი 24“-ის თანახმად, რომში თავი მოიყარეს ტაჯიკმა ოპოზიციონერმა აქტივისტებმა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ რომში ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ვიზიტის დროს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში. რაჰმონი 22 აპრილს ჩავიდა იტალიაში ოფიციალური ვიზიტით. ის შეხვდა იტალიის პრემიერ-მინისტრს […]

“ბრძოლა გრძელდება”– ლაზარეს პირველი კომენტარი

“ბრძოლა გრძელდება, აქციებია, აქციებზე შევხვდებით” – ეს არის ლაზარეს პირველი კომენტარი, რომელიც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან გააკეთა. მან პრეზიდენტს შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა. ლაზარე გრიგორიადისმა აღნიშნა, რომ დღესვე შეუერთდება ახალგაზრდების პროტესტს რუსული კანონის წინააღდმდეგ.

დღეს მეტნი გამოვალთ, არ გვეშინია… ამ კანონის მომხრე მონის მონაა – სტუდენტების პასუხი შსს–ს

სტუდენტები, რომლებიც მეცხრე დღეა რუსულ კანონს პერმანენტულ რეჟიმში აპროტესტებენ, შს სამინისტროს განცხადებას პასუხობენ და ამბობენ, რომ შსს–ს უნდა ისინი დაჭერებით დააშინონ. ამტკიცებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების უკან შიში იკითხება. ხელოვნურად გადაკეტვა რა არის, არავინ არ იცის. ქუჩა ყოველ დღე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იკეტებოდა, რადგან ვიყავით ძალიან ბევრი. დღეს გამოვალთ უფრო მეტი და ვაჩვენებთ […]

უკრაინულმა დრონებმა “როსნეფტის“ 2 ბაზა გაანადგურეს, სადაც 26 ათასი ტონა ნავთობი ინახებოდა

უკრაინულმა დრონებმა ღამით რუსეთის სმოლენსკის ოლქში საწვავ-საპოხი მასალების ორი ბაზა გაანადგურეს, სადაც 26 ტონა საწვავი ინახებოდა. ამის შესახებ “უნიანი“ იუწყება. “შეტევის შემდეგ ბაზებზე ხანძარი გაჩნდა და იქიდან პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა“, – აცნობეს “უნიანს“ უკრაინის უშიშროების სამსახურში. დრონებით შეტევები ვორონეჟის და ლიპეცკის ოლქებზეც იყო მიტანილი. ვორონეჟში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაიწვა. როგორც უკრაინელმა ექსპერტმა ოლეგ ბელოკოლოსმა განაცხადა, უკრაინის […]

ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა – „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი პროექტ- „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერია. „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ნათია სართანიასა და ჯაბა შავიშვილის მიერ შექმნილი პროექტია, რომლის მიზანი ადრეული 90-იანი და 2000-იანი წლების მუსიკის ხელახლა აღმოჩენა, ფირფიტებზე გადატანა და მათთვის ახალი სიცოცხლის შეძენაა. პროექტის ავტორებმა უკვე მოახერხეს მნიშვნელოვანი ქართველი არტისტების შემოქმედების […]

სესმა 10 000-მდე კონტროლი განახორციელა და 971 დარღვევა გამოავლინა – I კვარტალის მონაცემები

2024 წლის I კვარტალში სეს-მა სურსათის უვნებლობის სფეროში 10 000-მდე კონტროლი განახორციელა სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირება განხორციელდა საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში, ხორცისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო, ასევე, ნედლი რძის თერმული დამუშავების ობიექტებში, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ა.შ. აღინიშნა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე; ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირების […]