„მათი დაუღალავი შრომის შედეგია მათ შორის ის, რომ მიმდინარე წელს საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების 6 მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ“ – ირაკლი ქარსელაძე საგზაო მშენებლობის დარგს პროფესიულ დღეს ულოცავს

„მათი დაუღალავი შრომის შედეგია მათ შორის ის, რომ მიმდინარე წელს საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების 6 მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ“ – ირაკლი ქარსელაძე საგზაო მშენებლობის დარგს პროფესიულ დღეს ულოცავს ირაკლი ქარსელაძე საგზაო მშენებლობის დარგს პროფესიულ დღეს ულოცავს. „თითოეულ იმ პროფესიონალს, რომელიც ჩართულია ჩვენი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მინდა მივულოცო პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო დიდი და […]

ევროკავშირი 16 დეკემბერს “დამატებით ზომებს განიხილავს” საქართველოსთან დაკავშირებით

ევროკომისიის თანახმად, 16 დეკემბრის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ “დამატებით ზომებზე” იმსჯელებს. “თითქმის ორი კვირაა, ქართველი ხალხი იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, აწყდება სასტიკ, უკანონო ძალას პოლიციისგან”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 10 დეკემბერს გაავრცელა ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა. განცხადების მიხედვით, ევროკავშირი გმობს “რეპრესიულ ქმედებებს […]

“დაიტოვე” ივანიშვილის ხელისუფლებას 3 მოთხოვნას უყენებს

“დაიტოვე” ივანიშვილის ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს – მოთხოვნათა ჩამონათვალშია როგორც დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება, ისე ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და თვითაღიარებული მთავრობის გადადგომა. მოთხოვნების ჩამონათვალი: · გათავისუფლდეს, აქციის მონაწილე ყველა დაკავებული, საუბარია გაზაფხულიდან მოყოლებული ყველა უკანონო პატიმარზე, რომელიც აქციების გამო დაიჭირეს. · გადადგეს თვითაღიარებული მთავრობა და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. · არჩევნების ჩატარდეს პრეზიდენტის დანიშნული თანამდებობის პირების მიერ

EU “ოცნებას”: წამების ყველა ბრალდება სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება. ევროკავშირი „ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, მოახდინოს საქართველოში არსებული ვითარების დეესკალაცია. განცხადების ავტპრები აქციის მონაწილეების დაკავებებზე, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაზე მიუთითებენ. ევროკავშირი გმობს რეპრესიულ ქმედებებს მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ. EU შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა დაკავებული პირი. მათივე თქმით, წამებისა და არასათანადო […]

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი – 2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა

2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა. მისი განცხადებით, დაგეგმილთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა 2024 წელსაც. როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლოს, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური […]

ლევან მგალობლიშვილი – აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტი ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება და დევნილთა საჭიროებების ეფექტური გადაწყვეტა იქნება

აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტი ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება და დევნილთა კოლექტიური განსახლების ობიექტებში არსებულის საჭიროებების ეფექტური გადაწყვეტა იქნება, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე. „მომავალი წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული […]

2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 32 მილიარდ 400 მილიონი ლარია

2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, 32 მილიარდ 400 მილიონ ლარს შეადგენს, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტით,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობითვე, 2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით: რეალური ეკონომიკური ზრდა 6,0%; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%; საშუალო ინფლაციის […]

XI მოწვევის პარლამენტი 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს იხილავს – მას პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს

XI მოწვევის პარლამენტი 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს იხილავს. მას პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს. 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 32,4 მლრდ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულად ფინანსდება. ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1,2 მლრდ ლარით არის გაზრდილი. ნაერთი ბიუჯეტის […]

“ახლანდელ თაობას როგორ დავუქნიო თითი, როდესაც ჯაბა იოსელიანი პანთეონშია???” – ლატარია

ეკონომისტი, ირაკლი ლატარია: აი, რატომ არ შეიძლება ისტორიაში პრეცედენტების დაშვება და დამნაშავის ბოლომდე არ დასჯა!!! რა ვუთხრა ახლანდელ თაობას და როგორ დავუქნიო თითი, როდესაც ჯაბა იოსელიანი პანთეონშია???!!!.

აქციის შემდეგ დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

პროევროპული აქციების მონაწილეს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს, მოსამართლე ნინო მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიან პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. როგორც პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი განუმარტავდა მოსამართლეს, არსებობდა დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. პროკურორის მტკიცებით, გიორგი ახობაძემ უკანონოდ შეიძინა 3 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება “ალფა პევეპე”. შმაგი გობეჯიშვილს […]