ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს სასამართლოში დღეს გამოკითხავენ

ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე გამოკითხვაზე დღეს, 10 დეკემბერს მივა სასამართლოში. ის კრიმინალური პოლიციის მოთხოვნითაა დაბარებული. როგორც ჟურნალისტი „ფეისბუკში“ წერს, მას მოწმის სტატუსით მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ ჯგუფური ძალადობისა და ძალადობის საჯაროდ მოწოდების საქმეზე. ნიკურაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე უნდა მივიდეს. მარიამ ნიკურაძე ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გამართულ […]

„სირცხვილია“ — რატომ აკრიტიკებენ ევროპელი პოლიტიკოსები ჰერჩინსკის

ევროპელი პოლიტიკოსები აკრიტიკებენ ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა მინისტრად ახალდანიშნულ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არის და აშშ და ევროკავშირი სანქციებს აანონსებენ, 9 დეკემბერს პაველ ჰერჩინკიმ შეხვედრა გამართა მაკა ბოჭორიშვილთან. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს […]

2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა – ლაშა ხუციშვილი

2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს. მისი განცხადებით, დაგეგმილთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა 2024 წელსაც. როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლოს, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 85 […]

ევროპის საუკეთესო სარკინიგზო ოპერატორები – T&E-ის რეიტინგი

ევროპაში სარკინიგზო მომსახურება არ აკმაყოფილებს მგზავრების მოლოდინს და ძვირად ღირებული ბილეთები ყოველთვის არ იძლევა მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტიას – „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია ახალ ანგარიშში, რომელიც მომზადდა „ტრანსპორტისა და გარემოს“ (T&E) ჯგუფის მიერ განხორციელებულ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. ანგარიშში შეფასებულია 27 სხვადასხვა სარკინიგზო ოპერატორი კონტინენტის მასშტაბით. თითოეული შესწავლილი იქნა რვა განსხვავებული კრიტერიუმის მიხედვით: ბილეთების ფასები, […]

“ბავშვები ვისაც ეთამაშებიან, იმას ახლა ნამდვილად ბნელი ძალა ჰყავს შემძვრალი”- ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე: ჩემი მოკრძალებული აზრი მინდა გაგიზიაროთ: ბავშვები პერფორმანსს დგამენ, მაგრამ ვისაც ეთამაშებიან, იმას ახლა ნამდვილად ბნელი ძალა ჰყავს შემძვრალი. ამგვარი პერფორმანსი უარყოფით განცდას აღძრავს, რადგან ვინც აქციაზე ვდგავართ, ჩვენს არც ენობრივ აზროვნებაში და არც სურათ-ხატობრივ ცნობიერებაში არ არის – “შენს კუბოს დავდგამ” – ორგანული მეტყველება. ყოველ ათში ცხრა ადამიანს საქართველოში ტრაგიკული პირადი და […]

ვლადიმერ ბოჟაძე აქციაზე ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე: ასეთი მეთოდებით ებრძოდნენ ქრისტიანობას ბოლშევიკები!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, მომიტინგეების მიერ იესო ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვას, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი თქმით, ქრისტიანული ევროპის სახელით დაწვეს ქრისტეს გამოსახულებიანი კუბო, ასეთი მეთოდებით კი ბოლშევიკები იბრძოდნენ. “ქრისტიანული ევროპის სახელით დაწვეს ქრისტეს გამოსახულებიანი კუბო! ასეთი მეთოდებით ებრძოდნენ ქრისტიანობას ბოლშევიკები!” – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე – არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, არ გავალ სასახლიდანო – არასერიოზულია, ფეხებს ხომ არ „გააფიჩინებს“?

არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, არ გავალ სასახლიდანო. რა მოლოდინი უნდა იყოს, არასერიოზულია, ფეხებს ხომ არ „გააფიჩინებს“? -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, „საინტერესო სანახავი იქნება სალომე ზურაბიშვილი სკამს რომ ჩაებღაუჭება“. „ახალი წესია არჩევის, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტს დელეგატები აირჩევენ. შემადგენლობა, […]

მარკო მიხელსონი პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე – სირცხვილია! – ევროკავშირო, გთხოვ, გაიღვიძე!

სირცხვილია, მეტი სათქმელი არაფერია, – ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორაშვილს შორის გამართულ შეხვედრას. „ევროკავშირო, გთხოვ, გაიღვიძე!“ – წერს მარკო მიხელსონი. შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გუშინ შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს […]

„ორი ნაბიჯის“ მეწილე: ივანიშვილმა ბოროტად ისარგებლა ხალხის დიდი ნდობით

საქართველოში სუპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის, „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი ჩხეიძე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ძალაუფლების ერთპიროვნული მმართველია. მისი თქმით, ივანიშვილმა ბოროტად ისარგებლა ხალხის ნდობით. „ძალიან სამწუხაროა, რომ მან ბოროტად ისარგებლა ხალხის დიდი ნდობითა და მხარდაჭერით, ტყუილის, სიყალბის, უღირსობისა და სიძულვილის კორიანტელში გადააგდო ქვეყანა. უღალატა ყველა იმ იდეალსა თუ […]

რუსეთიდან იუწყებიან სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევის შესახებ

რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო. ადგილობრივი დროით 11:24 საათზე სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „შეტევა აღკვეთილია“, ხოლო უპილოტო საფრენი აპარატები „ლიკვიდირებული“. გუბერნატორის წინასწარი მონაცემებით, არაფერი დანგრეულა და არავინ დაშავებულა. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის. ბუსარგინს დრონების სამიზნე აეროდრომი არ დაუკონკრეტებია. სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში […]