წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 8700-ზე მეტი თავისუფალი ადგილი გვაქვს – მარიამ ჩეკურიშვილი

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 აპრილს დაიწყო და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“, პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახურის პროფესიული განათლების მიმართულების მენეჯერმა მარიამ ჩეკურიშვილმა განაცხადა, 2 დღეა, რაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და უკვე 3 000 აპლიკანტია რეგისტრირებული. მისივე თქმით, წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 60-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებას […]

ფოტიგას და კუბილიუსის სანქციები ვერ შემაშინებს, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას დავთანხმდე

“უსამართლობა, არც ევროკავშირიდან არის ასატანი და არც სხვა რომელიმე ქვეყნიდან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია “ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარების სანქციები, მას არ შეაშინებს და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე უარს ვერ ათქმევინებს. „როდესაც ვსაუბრობთ უსამართლობაზე, ვგულისხმობთ იმ ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ ჩვენს კოლეგას, რომლებიც პატივს არ სცემენ ევროპულ ინსტიტუციებსაც კი. ასეთია ევროპის საერთაშორისო […]

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა აკრძალულია, თუ ამას აქციის მონაწილეების რაოდენობა არ მოითხოვს, შესაძლოა, დღევანდელ პროტესტს გარკვეული პროვოკაციები მოჰყვეს. ახალგაზრდების თქმით, აქცია გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს არ გასცდება და იმედი აქვთ, რომ პოლიციაც ასე მოიქცევა. “ადამიანების შეკრებას […]

“ხო ხართ ღირსი გუდაურის 45 ლარიანი ხაჭაპური გადაგაწეპოთ სახეზე” – ლიკლიკაძე

ვიღაც 500 ლარად ყიდის თბილისში პასკებს და იყიდება გრიალ-გრიალითო. ვინც მე მლანძღავდით ამასწინ, ხო ხართ ღირსი გუდაურის 45 ლარიანი ხაჭაპური გადაგაწეპოთ სახეზე.

“ხელისუფლება მთლიანად მტრის მხარესაა – გამონაკლისის გარეშე” – სანაია

როგორი ხელისუფლება არ ჰყოლია საქართველოს : ჰყოლია ეროვნული მოძრაობის ნიადაგზე მოსული ხელისუფლება, ხალხთან ერთად დამოუკიდებლობის მომტანი, შეცდომებითა და გამოუცდელობით, რომელსაც ძირს უთხრიდნენ რუსეთზე მომუშავე ძალები და დაამხეს კიდეც რუსის იარაღით. ჰყოლია ხელისუფლება, გატენილი რუსეთის აგენტებით, კორუმპირებული, კრიმინალური, დამნაშავეებითა და მკვლელებით სავსე, რომლებიც აშკარად პრორუსები იყვნენ, მაგრამ იმ ხელისუფლებაში იყო მეორე, არსით ოპოზიციური ფლანგიც – პროდასავლელების. […]

მეუფე ზენონი რუსულ კანონზე: ეკლესიის სტიგმატიზების საფრთხესაც ქმნის

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი რუსულ კანონთან დაკავშირებით ვრცელ Facebook-პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ამასთან, ეკლესიის ინსტიტუციური სტიგმატიზირების საფრთხესაც ქმნის. მეუფე ზენონი აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რატომაა საჭირო გამჭვირვალობისთვის დამატებით ისეთი კანონის მიღება, რაც მოქალაქეებს უბიძგებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” დარეგისტრირდეს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა […]

Nokia-ს ახალი მოდელი საუკეთესო ტელეფონი იქნება ბავშვებისა და ბებია-ბაბუებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ HMD Nokia-ს ბრენდის ეტაპობრივად გაუქმებაზე მუშაობს, კომპანია Nokia-ს ბრენდის ქვეშ კვლავ უშვებს ზოგიერთ ბრენდს, მათ შორის Nokia 225 4G, რომლის გამოშვებას დღე-დღეზე ელიან. Onleaks-ის წყალობით, შეგვიძლია უფრო მეტი გავიგოთ Nokia 225 4G 2024-ის შესახებ. ის ხელმისაწვდომი იქნება ორ ფერში: ვარდისფერსა და მუქი მომწვანო-ლურჯში. გასულ წელს გამოშვებული Nokia 225-ის მსგავსად, ის ისევ „მდუმარე“ […]

რუმინეთში საჰარის უდაბნოდან წამოსული მტვრის გამო ტალახიანი წვიმა მოვიდა

რუმინეთში საჰარის უდაბნოდან წამოსული მტვრის გამო ტალახიანი წვიმა მოვიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც დაბინძურებული მანქანები, ხეები, ფანჯრები და ქუჩები ჩანს. ხელისუფლებამ მოქალაქეებს, რომელთაც რესპირატორული დაავადებები აქვთ, მოუწოდა, რომ 24 საათის განმავლობაში სახლებიდან გასვლას მოერიდონ. ეროვნულ მეტეოროლოგიურ სააგენტოს ინფორმაციით, რუმინეთის თავზე საჰარის მტვრით ჰაერის მასები ოთხშაბათამდე დარჩება, შემდეგ კი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლებს. […]

დიდი ბრიტანეთის პრემიერი სუნაკი ბერლინში შოლცთან ერთად ევროპის უსაფრთხოებას და უკრაინას განიხილავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან 24 აპრილს შეხვედრას მართავს. ის 18 თვის წინ თანამდებობის დაკავების შემდეგ ბერლინში პირველად გაემგზავრება. მოსალოდნელია, რომ დისკუსია ფოკუსირებული იქნება უკრაინაზე, თავდაცვის ხარჯების დონეზე და გერმანიის მიერ ნატოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხზე. ”მსოფლიოსთვის ამ სახიფათო მომენტში, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ერთად დგანან, […]

პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის ახალ დახმარებას ითვალისწინებს. მიმომხილველთა შეფასებით, ეს პრეზიდენტ ბაიდენისთვის, რომელიც მეორე ვადით არჩევისთვის იბრძვის, იშვიათი ორპარტიული გამარჯვებაა. „ეს [კანონპროექტი] სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას გაუწევს ამერიკის პარტნიორებს იმისთვის, რომ შეძლონ, თავიანთი სუვერენიტეტი საფრთხეებისგან დაიცვან“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა და თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღის ნაკადის გაგზავნა უახლოეს საათებში დაიწყება. […]