Calciomercato: “ნაპოლის” მომავალი ტრანსფერები ოსიმენიდან “კვარამდე” და დი ლორენცომდე – რამდენი შეიძლება გამოიმუშაოს დე ლაურენტისმა?”

Calciomercato ზაფხულში „ნაპოლიში“ რევოლუციურ ცვლილებებს აანონსებს: „ნაპოლის“ ყველა ტრანსფერი ოსიმენიდან „კვარამდე“ და დი ლორენცომდე – რამდენი შეიძლება გამოიმუშაოს დე ლაურენტისმა? „ეს დიდი სატრანსფერო ცვლილებების ზაფხული იქნება, რომელშიც წინა პლანზე „ნაპოლი“ გამოვა. ბევრი აუცილებლობის გამო წავა, რათა იმედგამაცრუებელი სეზონი უკან მოიტოვონ; ზოგიერთს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება. რამდენიმე თვის წინ არსებული ვითარება შეიცვალა და როგორც ჩანს, ხელშეუხებელი აღარავინაა. […]

საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის

მკაცრ რეზოლუციას საქართველოსთან მიმართებით ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის. “უცხოური აგენტების შესახებ კანონის” ხელახლა წარდგენისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობა” – ასეთი სათაური აქვს დოკუმენტს, რომელზე ხმის მიცემის პროცესიც დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს სადავო კანონპროექტს, რადგან ის აწესებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ამასთან აღნიშნულია, რომ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის […]

ვის გაეთიშება დღეს დენი – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება. შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გოგიძის, […]

დღეს ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს – გაფრთხილება ამინდის შესახებ

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, საზოგადოებას ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით აფრთხილებს! „ტემპერატურის მატება გაგრძელდება! ზოგადი მდგომარეობა – მეტეოროლოგიური შეფასებების მიხედვით; ჰაერის ტემპერატურა, რომელიც სეზონურ ნორმებს აღემატება ჩვენს ქვეყანაში, მატულობს და დღეს მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს; ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში სეზონურ ნორმას 3-5 გრადუსით გადააჭარბებს, ხოლო სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობზე 8-10 გრადუსით მაღალი იქნება. როგორც ვხედავთ ტემპერატურის მკვეთრი მომატება ძირითადად […]

პოლონეთი მზადაა უკრაინას სამობილიზაციო ასაკის კაცების დაბრუნებაში დაეხმაროს – თავდაცვის მინისტრი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთი მზადაა დაეხმაროს უკრაინას საზღვარგარეთ გაქცეული სამხედრო ასაკის მამაკაცების „იდენტიფიცირებაში“. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ტელეარხ PolSat-თან ინტერვიუში თქვა, რომ ვარშავა დიდი ხანია სთავაზობს კიევს დახმარებას სამობილიზაციო ასაკის უკრაინელი ლტოლვილებისა და იმიგრანტების იდენტიფიცირებაში. მინისტრის სიტყვებით ამ დახმარების კონკრეტული ფორმები, უკრაინული მხარის სურვილზეა დამოკიდებული. „ვფიქრობ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე უკმაყოფილოა, კაფეებში […]

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყეს

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის სამიზნეები მოიცავდა ტერორისტების ინფრასტრუქტურას, სათვალთვალო პუნქტს და „ჰეზბოლას“ კუთვნილ შენობა-ნაგებობებს. ამასთან, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მათმა არტილერიამ გუშინ, ლიბანის საზღვრის გასწვრივ საფრთხის აღმოსაფხვრელად რამდენჯერმე იმოქმედა.

დღეს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება

ხვალ, 25 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გოგიძის, […]

აშშ-ის უნივერსიტეტებში, პალესტინის მხარდამჭერ აქციებზე ათობით მომიტინგე დააკავეს

პოლიციამ აშშ-ის უნივერსიტეტებში მიმდინარე პალესტინის მხარდამჭერ აქციებზე ათობით მომიტინგე დააკავა. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სულ მცირე 34 ადამიანი ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მინიმუმ 50 კი – სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. დაკავებები აშშ-ის მასშტაბით კამპუსებში მიმდინარე დემონსტრაციების ტალღის ფონზე განხორციელდა, რომელიც გასულ კვირას დაიწყო მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბანაკები მოაწყვეს და უნივერსიტეტს […]

ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10 / Lexus 10-ის გარანტია?

ტოიოტამ და ლექსუსმა 2022 წლის 1 იანვრიდან განახლებული საგარანტიო პროგრამა წარადგინეს, რომელიც ცნობილია როგორც Toyota 10 / Lexus 10. ეს პროგრამა ავტომობილის მფლობელებს დამატებით სიმშვიდეს ჰპირდება და სრული გეგმური ტექ-მომსახურების ჩატარებისას სთავაზობს 1 წლით ან 10,000 კილომეტრამდე გარბენით გარანტიის გახანგრძლივებას. ყოველი ვიზიტისას ტოიოტასა და ლექსუსის ავტორიზებულ სერვისცენტრში გარანტია იგივე პერიოდით ხანგრძლივდება. აღსანიშნავია, რომ ეს გაფართოებული […]

საფრანგეთის სასამართლომ ძალაში დატოვა ყოფილი პრემიერის ფრანსუა ფიიონის განაჩენი

24 აპრილს საფრანგეთის საკასაციო სასამარლომ საბოლოოდ დაადასტურა ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ფრანსუა ფიიონის ბრალეულობა საზოგადოებრივი სახსრების გაფლანგვასა და ცოლის, პენელოპა ფიიონის ფიქტიურ დასაქმებაში. მანამდე, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვა მოითხოვა განაჩენის დასადასტურებლად, იტყობინება RFI. ამ ხმაურიანმა საქმემ ფრანსუა ფიიონს 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი წაართვა, არჩვენებში ის მემარჯვენე „რესპუბლიკელების“ პარტიის კანდიდატი იყო. საკასაციო […]