ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, კომპანიის „ჯეო აგრო ისთეით“ ბაღში იმყოფებოდა. მინისტრმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა. ახლად გაშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაღში კომპანიას „ჯეო აგრო ისთეით“ ამ ეტაპზე 100 ადგილობრივი, სეზონზე კი, 200 პირი ჰყავს დასაქმებული. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის […]

რა უფლებებით სარგებლობენ არასრულწლოვნები გამოკითხვის, დაკითხვის და ჩხრეკის დროს – გვანცა ჟორჟოლიანის განმარტება

იურისტმა, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა და ბიზნესმრჩეველმა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტის” რუბრიკაში „შენი უფლებები გვანცა ჟორჟოლიანთან ერთად” არასრულწლოვანი მოქალაქის გამოკითხვის, დაკითხვის და ჩხრეკის წესებზე ისაუბრა. იურისტმა ის უფლებები განმარტა, რომლითაც არასრულწლოვანი პირები ამ საგამოძიებო მოქმედებების დროს სარგებლობენ. „დაუშვებელია არასრულწლოვანის ან ბავშვის გამოკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მშობლის თანდასწრების გარეშე. მათ ასევე აქვთ უფლება მოითხოვონ ადვოკატის დასწრება. […]

რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს კოსმოსში იარაღის განთავსების აკრძალვის შესახებ ვეტო დაადო

გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან ცამეტმა მხარი დაუჭირა იაპონიისა და შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ჩინეთმა თავი შეიკავა, წინააღმდეგი კი მხოლოდ რუსეთი წავიდა. გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დოკუმენტის პროექტზე ვეტოს დადება, შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ მოსკოვი რაღაცას მალავს.

ლონდონში ქართულ რესტორანი Geamos გაფართოებას გეგმავს – მისი სტუმრების 80% ლონდონელები არიან

ანა მირონოვა თბილისიდან დიდ ბრიტანეთში 20 წლის წინ წავიდა. ჯერ ინგლისის „ქეითერინგ“ ბიზნესში მოხვდა, 10 წლის წინ ლონდონში საკუთარი „ქეითერინგ“ კომპანია Walnut & Spice შექმნა, 2019 წელს კი ქართული რესტორანი Geamos დააფუძნა. „კომერსანტთან“ საუბრისას ანა ამბობს, რომ Geamos-ს სტუმრების 80% ადგილობრივები – ინგლისელები, პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები და ტურისტები არიან, მხოლოდ 10-15%-ს შეადგენენ იქ მცხოვრები ქართველები. […]

რეზოლუციის შესწორებაში ივანიშვილის სანქცირების, უვიზო რეჟიმის საკითხებიცაა ნახსენები

რუსული კანონის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტთან ერთად, ევროპელი დეპუტატები კიდევ ორ შესწორებას უყრიან კენჭს – ერთი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, მეორე კი უვიზო რეჟიმს უკავშირდება. კენჭისყრა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. ერთ-ერთი შესწორების ავტორი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი არის პოლიტიკური ჯგუფი “განაახლე”, მეორესი კი “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები”, რომლის წარმომადგენელიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა. ანა ფოტიგას მიერ […]

ჯულია რობერტსისა და მეთიუ პერის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია – Marao

90-იანი წლების საკულტო სერიალი Friends -ი არაერთ ადამიანს დაეხმარა რთული პერიოდის გადატანაში. მასში გადმოცემული მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების, თანადგომისა თუ უბრალოდ ადამიანური ურთიერთობების გავლენა იმდენად დიდია, რომ პერსონაჟები რეალურად იქცნენ გულშემატკივართა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. მსახიობი მეთიუ პერი, რომელმაც მაყურებელს ჩენდლერ ბინგის სახით ყველაზე მხიარული და სარკასტული პერსონაჟი აჩუქა, 28 ოქტომბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. პერის გარდაცვალებამ […]

“მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია” – ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

მოსკოვის “სპარტაკში” ჯანო ანანიძის ყოფილმა თანაგუნდელმა გეორგი ტიგიევმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ იხუმრა. “ჩემი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ზედმეტ კილოგრამებს ძალიან მალე ვიღებ. ყოველთვის მშურდა იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ ბევრი ჭამა და წონაში არ იმატებენ. გამიკვირდა, როდესაც “სპარტაკში” ჯანო ანანიძის ულუფა ვნახე. მას თეფზე მაკარონის და ხორცის მთები ჰქონდა და წონაში არ იმატებდა. მისნაირი ადამიანებისთვის […]

ბჟანია სანქციებს მოელის კომპანიებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში იფრენენ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმში იფრენენ. როგორც მან აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, სოხუმის აეროპორტის აღდგენის პროექტს ბლოკავენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), საქართველო და ევროკავშირის ქვეყნები. „არის ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO, ორგანიზაცია, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოებს შორის საჰაერო მიმოსვლას. შეიმუშავებს გარკვეულ საერთო წესებს და […]

ხათუნა ბურკაძე – ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია

შესავალი დღეს თანამედროვე საქართველო მისი განვითარების იმ გადამწყვეტ ფაზაშია, რომელმაც უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ადგილი ახალ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში. ჩვენი წინაპრები და ჩვენ ვიბრძვით საქართველოს ევროპული, უკეთესი მომავლისათვის. ამ დიდ იდეას არაერთი მამაცი ქართველი ჯარისკაცი შეეწირა როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისას. წლების წინ საქართველო საბჭოთა მარწუხებიდან გათავისუფლდა და პოლიტიკური […]

დავით მათიკაშვილი – რუსული კანონი არის რუსეთში – საქართველოში არის ქართული კანონი, რომელიც რუსული არ არის

რუსული კანონი არ არსებობს, რუსული კანონი არის რუსეთში. საქართველოში არის ქართული კანონი, რომელიც რუსული არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ამ კანონპროექტს გააჩნია ერთადერთი მიზანი, “ეს არის გამჭვირვალობა და მეტი არაფერი”. “გამჭვირვალობის განხორციელების აუცილებლობაც დაგვანახა ჩვენმა დღევანდელობამ, ეს არის […]