“დედაბუდიანად ყველა მანდ ვართ” – კასპის ერთ-ერთი ბაღის დირექტორი ოცნების აქციაზე

კასპის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორი და ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი აღიარებენ, რომ 29 აპრილს დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე თანამშრომლების თბილისში წამოყვანა აქვთ დავალებული. დირექტორსა და პედაგოგს მთავარი არხის ჟურნალისტი დაუკავშირდა და მათ უთხრა, რომ ის ქართული ოცნების ოფისიდან ურეკავდა. “დედაბუდიანად ყველა მანდ ვართ. მე, ჩემი დები, დისშვილები, დისშვილიშვილები. ვიცი, რომ ტრანსპორტის ამბავიც მოგვარებულია. ჩემი ბაღიდან […]
შალვა პაპუაშვილი – ქედმაღლური ზემოდან დახედვა, რომ ევროპარლამენტია ევროპა და საქართველო არ არის ევროპა, ჩვენთვის მიუღებელია – ევროპარლამენტის რეზოლუცია სამწუხარო განმეორებაა იმ სერიისა, რომელიც ცილისწამებით იყო გაჯერებული

ეს არის სამწუხარო განმეორება იმ რეზოლუციების სერიისა, რომელიც გაჯერებული იყო ცილისწამებით საქართველოს მიმართ, გარკვეული პირების მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დასავლეთში მოქმედ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ევროპარლამენტარებმა არ იციან, როგორი რუსული პროპაგანდა ჩადეს რეზოლუციის პროექტში. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპარლამენტი […]
შალვა პაპუაშვილი – ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ – ორუელისეული მიდგომების პირდაპირი რეალიზაციაა ჩვენს თანამედროვეობაში, როდესაც არცოდნა არის ძალა და როდესაც მორჩილება ითვლება თავისუფლებად

ევროპის და თავისუფლების სახელით მსჯელობას კრძალავენ – ორუელისეული მიდგომების პირდაპირი რეალიზაციაა ჩვენს თანამედროვეობაში, როდესაც არცოდნა არის ძალა და როდესაც მორჩილება ითვლება თავისუფლებად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აჭარაში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი, საქართველოსაც ეთქმის სიტყვა. „რასაც ვატყობთ, ბოლო პერიოდია, მცდელობაა, აკრძალონ დისკუსია. ხომ პარადოქსია? თავისუფლების სახელით კრძალავენ […]
გიორგი ამილახვარმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ჟვანიას სკოლის ახლად რეაბილიტირებული სასწავლო ცენტრი გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მარნეულში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახლად რეაბილიტირებული რეგიონული ცენტრი გახსნა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუბრისას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და […]
კახა კალაძე – აფხაზეთი საქართველოა, ეს ყველამ კარგად იცის – ამის შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს მითუმეტეს იმ ადამიანებს, ვინც ვითომ მეგობრებად გვევლინებიან

აფხაზეთი საქართველოა! ეს ყველამ კარგად იცის. ამის შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს მითუმეტეს იმ ადამიანებს, ვინც ვითომ მეგობრებად გვევლინებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რეზოლუციის პროექტში ყირგიზეთთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთია მოხსენიებული. კალაძის თქმით, შესაძლოა, ეს ყველაფერი მიზანმიმართული პროვოკაცია იყოს. „აფხაზეთი საქართველოა! ეს ყველამ კარგად იცის. ამის […]
მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე დაიკითხა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესზე დაიკითხა, ბიუჯეტით გათვალისწინებულ ნებისმიერ თანხაზე, შესაბამისი მხარჯავი ორგანოა პასუხისმგებელი. ჩვენების მიცემის დასრულების შემდეგ, მან სასამართლოში დასმულ კითხვებსა და მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე ისაუბრა. „კითხვები შინაარსობრივად პროცედურულ საკითხებს უკავშირდებოდა, თუ როგორ ხდება ფინანსთა სამინისტროში სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების შესაბამისი უწყებებისთვის ასახვა, ამ […]
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა

„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 8 აპრილს დაამტკიცა და ძალაში 22 აპრილიდან შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილე საქართველოში მოქმედ მეღვინეობის ასოციაციების წარმომადგენლებს პროგრამის მიზანი და პირობები გააცნო. „პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე. პროგრამის ფარგლებში […]
ნიგერიაში ციხიდან 118 პატიმარი გაიქცა

ნიგერიაში ციხიდან 118 პატიმარი გაიქცა. Reuters-ის ინფორმაციით, შემთხვევა დედაქალაქთან ახლოს, სულეიას საპატიმროში მოხდა. როგორც მედიასაშუალება წერს, ძლიერმა წვიმებმა ციხის შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა, რის შედეგადაც პატიმრებმა გაქცევა შეძლეს. პოლიციის განცხადებით, ისინი გაქცეულ პატიმრებს ეძებენ, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 10 მათგანის დაკავება შეძლეს.
“კვარაცხელიას მარადონასთან შედარება ნაჩქარევი იყო” – “ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მიმართა

“ნაპოლის” ყოფილმა ფორვარდმა ანტონიო ფლორო ფლორესმა, რომელსაც “პარტენოპეის” ფორმა 62 შეხვედრაში მოურგია, განაცხადა, რომ კვარაცხელიას მარადონასთან, ხოლო ოსიმენის ვან ბასტენთან შედარება ნაჩქარევი იყო. “სწორია, რომ გულშემატკივრები სტადიონზე კვლავ დადიან და თავისი საყვარელი “ნაპოლი” არ მიატოვეს. გუნდს ამ მომენტში ძალიან სჭირდება ფანების მხარდაჭერა. ვფიქრობ, მომავალში უნდა მოვერიდოთ ზოგიერთ მოთამაშეზე ძალიან მიჯაჭვულობას. სკუდეტოს მოგების შემდეგ ჩვენ ნაჩქარევად […]
რუსეთმა და უკრაინამ დოჰაში მოლაპარაკება გამართეს ბავშვების დაბრუნების თაობაზე

რუსეთმა და უკრაინამ პირველად გამართეს ომის შედეგად დევნილი ბავშვების საკითხზე პირისპირ მოლაპარაკებები. შეხვედრა დოჰაში კატარის შუამავლობით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელმა და ბავშვთა უფლებების ომბუდსმენმა, მარია ლვოვა-ბელოვამ კომისარმა განაცხადა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან უკრაინაში 29 ბავშვს ჩაიყვანენ, უკრაინიდან რუსეთში კი 19 ბავშვს. კიევში ირწმუნება, რომ ოკუპანტებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთსა […]