კახა კალაძე ოპოზიციას – თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოსვლა?

როგორ შეიძლება დღეს, 2024 წელს, ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო და გამოიყვანო? ეს წლები ხომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ და დავასრულეთ. შესაბამისად, იძულებითი წესით ადამიანების გამოყვანა ვერ იქნება, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა 29 აპრილს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე საჯარო მოხელეების დასწრების საკითხს. თბილისის მერის თქმით, აქციის გამართვის დროს სამუშაო […]

სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის 29-30-31-32 კორპუსებსა და ძმები ოცხელების 25-25 ა-ს მიმდებარედ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „ე.წ. ზეემკას დასახლებაში, დაახლოებით 4 ჰექტარზე მოეწყობა პარკი. ეს არის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცე, სადაც ძირითადად […]

კახა კალაძე არსენალის მთის პროექტზე – 2011 წლიდან აღნიშნულ კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან 2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდების საპასუხოდ ისაუბრა. კითხვაზე, რატომ არავინ სთხოვს კომპანია „არსენალი დეველოპმენტს“ დავალიანების გადახდას, კახა კალაძე პასუხობს, სახელმწიფო დავალიანების გადახდას ვერავის მოსთხოვს, რადგან პროექტის ვერ განხორციელებას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები და ასევე, […]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „აჭარა კოლექტივი“ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს – რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „აჭარა კოლექტივი“ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს – რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონ დოლარამდეა, ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10 მილიონი დოლარია, რომელიც შენობის რეკონსტრუქციასა და მოწყობას მოხმარდება. „რადიო ქალაქი „აჭარა კოლექტივის“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და ის 16 ჰა. ტერიტორიაზე ინოვაციური […]

“წამოიყვანეთ შვილიშვილები, მეზობლებსაც უთხარით, საახლობლოსაც” – კალაძე

სხვაგანაც შეუძლიათ აქცია გამართონ, ხელს არავინ არ შეუშლით. რაც შეეხება 29-ის შეკრებას, მთავარი სათქმელი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა. აქცია არის 8 საათზე, სამუშაო საათები მთავრდება 7 საათზე, შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ არის, ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოვიდნენ. თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ დათრგუნოთ ეს ადამიანები და მე მინდა ყველას მოგიწოდოთ მეგობრებო, არ მოუსმინოთ, იმოქმედეთ, როგორც თქვენი გული […]

დიდი მოჭადრაკე კობახიძე – რას ამბობს ორბანი

მინდა, მივესალმო ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერმინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში მიიჩნევა დიდ მოჭადრაკედ, ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში. ეროვნული იდენტობის და კულტურის შენარჩუნება ნამდვილად არის ჭადრაკის დიდოსტატის უნარი. ბატონო პრემიერო, მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წარმატებას გისურვებთ. თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანობისა და ქრისტიანული […]

ქვეყნები, საიდანაც წელს ყველაზე მეტი უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს – რეადმისიის სტატისტიკა

წელს უცხოეთიდან რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 1 015 მოქალაქე დააბრუნეს – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებში. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი – 611 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, საფრანგეთიდან – 165; ხოლო შვეიცარიიდან – 34. ათეულის დანარჩენი ქვეყნების მონაცემები ასე გამოიყურება: · საბერძნეთი – 32 · პოლონეთი […]

„საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა“ – Le Figaro

პოპულარული ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა მეთიუ როსმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. მეთიუ როსი სვანეთში ფრი-რაიდის მსოფლიო ტურს დაესწრო და საქართველოს სამთო კურორტები დაათვალიერა. „კავკასიაში მდებარე ამ პატარა ქვეყანას პოპულარულ სათხილამურო მიმართულებად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს. ქართველები სტუმართმოყვარეები არიან, ფასები ხელმისაწვდომია და მთები კიდევ შესანიშნავი. […]

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოველთვიური სხდომები შესაძლოა, სავალდებულო გახდეს – „ევროოპტიმისტების“ ინიციატივა

კანონით სავალდებულო გახდება ეროვნული ბანკის საბჭოს ყოველთვიური სხდომის მოწვევა, ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული. ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში უნდა იყოს აღმასრულებელი წევრი ანუ წევრი, რომელიც იკავებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. ასევე არააღმასრულებელი წევრი ანუ პირი, რომელიც არ იკავებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. „კანონპროექტი გამიზნულია […]

„ე.წ. ლიბერალები რისკის ქვეშ აყენებენ ერების იდენტობას“ – კობახიძე უნგრეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე“ (CPAC-ზე) შეთქმულების თეორია გაავრცელა და განაცხადა, რომ „ე.წ. ლიბერალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აყენებენ რისკის ქვეშ ქვეყნებისა და ერების იდენტობას“ – მათ შორის, საქართველოშიც. „ე.წ ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბოლშევიკები რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად უროს იყენებდნენ, ე.წ. ლიბერალები კი ქრისტიანობას ებრძვიან პროპაგანდით, […]