შალვა პაპუაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციაში აფხაზეთი იყო ყირგიზეთთან მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო – ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა

„არის ხოლმე მითითება, რომ ევროპარლამენტის კომპეტენციები არის ერთი საკითხი, ევროკომისიის კომპეტენცია არის სხვა საკითხი. ევროპარლამენტის კომპეტენციას არ წარმოადგენს არც კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არც მოლაპარაკებების გახსნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აჭარაში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის დიდი დატვირთვა ვერ ექნება ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული. […]

სებ-ი – „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება – მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან

საქართველოს ეროვნული ბანკი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება. მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს […]

შალვა პაპუაშვილი – გაქვთ უფლება იცოდეთ, რაშია არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ინტერესები, საიდან და ვისგან ფინანსდებიან – ასეთია რეალობის ორუელისეული ამობრუნება, როცა გარწმუნებენ, რომ ბედნიერება თქვენს არცოდნაშია

მოქალაქეებს გაქვთ უფლება იცოდეთ, რაშია არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ინტერესები, საიდან და ვისგან ფინანსდებიან – სინამდვილეში უნდათ, რომ ეს უფლება წაგართვან და გითხრან, რომ არცოდნა თქვენი სიძლიერეა და რაც უფრო ნაკლები გეცოდინებათ, უფრო ბედნიერი იქნებით! ასეთია რეალობის ორუელისეული ამობრუნება, როცა გარწმუნებენ, რომ თქვენი ბედნიერება თქვენს არცოდნაშია, – ეს განცხადება ბათუმში, რეგიონულ მედიებთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა […]

ანდრიუს კალინდრა – იმედი გვაქვს, საქართველო გამოიყენებს ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას გაფართოების პროცესთან დაკავშირებით

საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის კადიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ შესრულდება და განორციელდება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი და ახლა საქართველო ისე ახლოსაა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, რონდელის ფონდის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან და არ შეესაბამება […]

“საუკეთესო ხარ ყველგან და ყოველთვის” – თიკა ფაცაცია მალდივებიდან ფოტოებს გვიზიარებს – Marao

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მეგობრებთან ერთად მალდივებზე ისვენებს და გამომწერებს მოგზაურობის კადრებს უზიარებს: თიკა ფაცაციას უფროსი შვილის წარმატება – ტელეწამყვანი ფოტოებს ჟალგირის არენიდან აქვეყნებს “საქართველოს ორი მშვენება” – ლიკა კვარაცხელიასა და თიკა ფაცაციას შთამბეჭდავი ფოტოები 1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს, თიკამ ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს […]

პარიზის ოლიმპიადის ყველა ლიცენზიანტი ამ მომენტისთვის (ჭიდაობა)

ჭიდაობაში, თითოეულ წონით კატეგორიაში, პარიზის ოლიმპიური თამაშების 13-13 ლიცენზიაა გათამაშებული. სალიცენზიო მარათონის დასრულებამდე ერთადერთი ტურნირი რჩება – 9-12 მაისს, სტამბოლში, სადაც ლიცენზიებს თითოეული წონითი კატეგორიის ფინალისტები და თითო (საუკეთესო) მესამეადგილოსანი მოიპოვებენ. ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში სალიცენზიო ნორმატივის შესრულება ძალიან გართულებულია. ოლიმპიური თამაშების კვოტა შეამცირეს – თითო წონაში მხოლოდ 16 მოჭიდავე. ამასთან, მათი შერჩევის წესმა კიდევ […]

Le Figaro – „საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა“

პოპულარული ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა მეთიუ როსმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. მეთიუ როსი სვანეთში ფრი-რაიდის მსოფლიო ტურს დაესწრო და საქართველოს სამთო კურორტები დაათვალიერა. „კავკასიაში მდებარე ამ პატარა ქვეყანას პოპულარულ სათხილამურო მიმართულებად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს. ქართველები სტუმართმოყვარეები არიან, ფასები ხელმისაწვდომია და მთები კიდევ შესანიშნავი. […]

საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი 65%-ით შემცირდა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან აზერბაიჯანში 48.457 მილიონი დოლარის ღირებულების 2601 ავტომობილი ექსპორტირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში აღინიშნა, რომ აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულება 2024 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 51.226 მლნ აშშ დოლარით ანუ 51,3%-ით შემცირდა, რაოდენობა კი 4747 ერთეულით, ანუ 64.6%-ით. 2023 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში საქართველოდან აზერბაიჯანში […]

ტაილანდში წელს სიცხის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

ტაილანდში წელს სიცხის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას france24-ი ავრცელებს. ბანგკოკის საქალაქო ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი ექსტრემალური სიცხის ( 52 გრადუს ცელსიუსი) შესახებ გააფრთხილა. ტაილანდის დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურამ ოთხშაბათს 40.1 გრადუსს მიაღწია და მსგავსი ტემპერატურაა ნავარაუდევი დღესაც.

სებ-ი „ოფშორების კანონზე“ განცხადებას ავრცელებს

უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების-საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა-გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება, – ამის შესახებ სებ-ის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ის „ოფშორების კანონს“ და ფულის გათეთრებასა და სანქციების რეჟიმისთვის თავის შესაძლო არიდების გაზრდილ რისკებს ეხმაურება. სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ: „გვსურს […]