ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა ბელგიაში გაიმართა

ბელგიის სამეფოს ქალაქ გენტში, გამოფენაზე „HORECA EXPO“, ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა. „HORECA EXPO“ სასტუმრო, რესტორნების და კაფეების ინდუსტრის უდიდესი გამოფენაა. გამოფენა ასევე მოიცავს ვორქშოფებს, კულინარიის კონკურსებს და სემინარებს. „HORECA EXPO“-ს ტრადიციულად ათეულ ათასობით ადამიანი ესწრება. ქართული ღვინო წარდგენილი იყო გამოფენის “Chef’s Place” ნაწილში, სადაც […]

ლანჩხუთში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება – დეტალები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. სამუშაოები ამ დროისთვის ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია ,,პალადა“ ასრულებს. სამუშაოები გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 182 636 ლარით ფინანსდება. სოფელ ჯურუყვეთში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა. (R)

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 15:00 საათისთვის 2.7809 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7809 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7848 კურსით დაიწყო. რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, 10 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: · 1 აშშ დოლარი – 2.7938 ლარი. · 1 ევრო – 2.9564 ლარი. · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5694 ლარი. · 1 თურქული ლირა […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ამ მომენტს რვა წელი ველოდი, რათა სიმართლე მეთქვა

ამ მომენტს რვა წელი ველოდი, რათა სიმართლე მეთქვა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციისა და თაღლითობის საქმეზე მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა. „მაგრამ მე, ასევე, პრემიერ-მინისტრი ვარ. ქვეყანას შვიდ ფრონტზე მიმდინარე ომში ვმართავ და ვფიქრობ, რომ ამ ორი ამოცანის პარალელურად გადაჭრა შესაძლებელია“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციის საქმეზე სასამართლოს მოწმის […]

რამდენით გაეზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს და მანდატურებს ხელფასები?

რამდენით გაეზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს და მანდატურებს ხელფასები? ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით გათვალისწინებულია 3 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჯამური ბიუჯეტის 12%-ზე მეტია. 2025 წელს საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად […]

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდ ფასად უჯდება – ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდ ფასად უჯდება – ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს სოლიდარობას უცხადებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ამასთან, ანიტა ჰიპერი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, […]

Geo Team: თბილისის “დინამო” მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

თბილისის “დინამო” მთავარმა მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა დატოვა, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ავსტრიელი სპეციალისტი ბელგიურ სერკლ “ბრიუგეს” მწვრთნელი გახდება, ხოლო მასსა და თბილისურ კლუბს შორის ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდება. შეგახსენებთ, “დინამომ” ეროვნულ ლიგაში მე-7 ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის პლეი-აუტის ზონას 1 ქულით აცდა. ახლა ვთხოვოთ შოთა არველაძეს ან თემურ ქეცბაიას ან ჩისკო […]

„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებული ორგანიზებული ძალადობის და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების ფონზე აღინიშნება

„დემოკრატიის კვლევის ცენტრმა“ დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამა. ორგანიზაციის ცნობით, 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულმა უკიდურესად დამძიმებულმა მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. მათი შეფასებით, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული სისტემური ძალადობა ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს და შეუძლებელს ხდის ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში. „ბოლო […]

ლაშა ხუციშვილი – 2025 წელს ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულ დაფინანსებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მოცულობა 3 მილიარდ 125,0 მლნ ლარია. ლაშა ხუციშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ჯამში 1 მილიარდ 590 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 900 მილიონ ლარზე მეტი. როგორც მან […]

ომბუდსმენი – შევხვდით აქციაზე დაკავებულ 327 ადამიანს, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები – დაუშვებელია, ეს საქმეები არ იქნას გამოძიებული

ჩვენ შევხვდით აქციაზე დაკავებულ 327 ადამიანს, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მე პირადად ვნახე ეს ადამიანები და პირადად მქონდა საუბარი. კიდევე ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ყველა ეს საქმე ძალიან ეფექტურად და დროულად გამოიძიოს და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან […]