გარდაბანში თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. “ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა […]
წყალტუბოში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს

იმერეთში, ქალაქ წყალტუბოს ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს. ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ბათუმში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბათუმში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა TV25-მა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მცირეწლოვანს მანქანა დაეჯახა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტაბულა დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ახმეტელის თეატრი ესპანეთში, საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლს წარმოადგენს

რამდენიმე საათში ესპანეთში, ქალაქ სანტანდერში ოფიციალურად გაიხსნება მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი მსოფლიო პრემიერით “ვიღაც სხვა”. პრემიერას თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი წარმოადგენს. პიესის ავტორი – ანჟელინა როშკა; დადგმის ხელმძღვანელი – ირაკლი გოგია, რეჟისორი – გიორგი ყაულაშვილი, მსახიობი – ჯორჯი დვალიშვილი. სპექტაკლის შესახებ: დაფუძნებულია რეალურ ამბავზე ეს არის ამბავი ოჯახურ სითბოს მოკლებული ფრედერიკ პიერ ბურდინის შესახებ, სხვადასხვა […]
თქვენ პირადად ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული – ჟურნალისტი პაპუაშვილს და პაპუაშვილის არაფრისმთქმელი პასუხი

თქვენ პირადად ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული – ჟურნალისტი პაპუაშვილს და პაპუაშვილის არაფრისმთქმელი პასუხი ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებელმა ეთერ თურაძემ შალვა პაპუაშვილს ბათუმში მიმდინარე პრესკონფერენციაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივი მედიის შეკითხვებს პასუხობს, მიმართა და უთხრა: “თქვენ თქვენი ამ კანონით, ცდილობთ გვიწოდოთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა თუ ქართულ განმარტებით ლექსიკონს აიღებთ და […]
სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე – ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე – ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე 425 მომხრე – 25 წინააღმდეგი – რამდენიმე წუთის წინ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 5-ვე ჩასწორებით მიიღო. მათ შორის ამ დოკუმენტით ევროდეპუტატები ევროკომისიისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ, ასევე დაყენებულია პოლიტიკური პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. ასევე, დეპუტატები ევროკომისიისგან მოითხოვს […]
ეს არის პოლიტიკური დეკლარაციაა და მას არავითარი სამართლებრივი ძალა არ აქვს – შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ეს რეზოლუცია არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ აქვს. მისი ფარატინა ქაღალდობა არაერთხელ დამტკიცდა საქართველოსთან მიმართებით, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი. პაპუაშვილის განცხადებით, ეს და წინა მსგავსი შინაარსის რეზოლუციები სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივებში. „ახლა განსაკუთრებით ხაზი გაესვა […]
ზარქუა: როგორც კი დაფინანსება გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან

· 173 · · როგორც კი დაფინანსება ღია და გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან. რატომ? იმიტომ, რომ ჩაენაცვლებიან ღირსეული, პატიოსანი ადამიანები, ვინც ქართულ საქმეს აკეთებენ, ხოლო ვინც შავ საქმეს აკეთებს, ბუნებრივია, დონორი აღარ დააფინანსებს. ამიტომაც სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. კიდევ ერთხელ, ღიაობა და გამჭვირვალობა არის ევროპულობა, შავი საქმეების კეთება არის რუსული. თქვა ოცნების დეპუტატმა, ირაკლი […]
შალვა პაპუაშვილი – რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით – აქ გადამწყვეტია, არა როდის დაიწყება რაღაც პროცესი, არამედ როდის დასრულდება

რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ [ევროკავშირში] გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით, ეს ისედაც ჭეშმარიტებაა – რაც შეეხება პროცესს, როდის რა მოხდება, სინამდვილეში აქ გადამწყვეტია, არა თუ როდის დაიწყება რაღაც პროცესი, არამედ როდის დასრულება, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, მედიასთან შეხვედრაზე “ინტერპრესნიუსის” კითხვას, რომელიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას […]
პაატა მანჯგალაძე – მინდა იცოდეს ყველამ, ვინც 29 აპრილის აქციაზე მისვლას აპირებს, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება გზაში მწვადის საჭმელად, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა

მინდა იცოდეს ყველამ, ვინც 29 აპრილის აქციაზე მისვლას აპირებს, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება გზაში მწვადის საჭმელად, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა, რომლის ჩადენაც ივანიშვილმა განიზრახა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლა ნიშნავს თანხმობას საკუთარი შვილების უკეთესი მომავლის მოსპობაზე. “ევროპული რეზოლუციის მიღების შემდეგ, სადაც […]