საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და დელეგაციის სხვა წევრებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, სტუმრებს მეხანძრე-მაშველთა საქმიანობის შესახებ დეტალური […]
იაგო ხვიჩია – ვახო მეგრელიშვილს უნდოდა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე – თუ მას დანიშნავენ, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამდე, ჩვენ მივხედავდით „ნაცმოძრაობას“

მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ზუსტია. კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ “ნაცმოძრაობაში” პოლიტიკოსი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია და მხოლოდ ის ხვდება, რა არის გასაკეთებელი, – ასე გამოეხმაურა პარტია “გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ერთიანი სიების შექმნასთან დაკავშირებით. ხვიჩიას თქმით, ის მიხეილ სააკაშვილს წარმატებებს უსურვებს ამ საქმეში და მისმა თანაგუნდელებმა […]
გიული ალასანია – დღეს მიღებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია – ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პირველ რიგში მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს

დღეს მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი პირველ რიგში მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს, – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, მიუხედავად ევროპარლამენტარების გადატვირთული დღის წესრიგიდან გამომდინარე, მათ შეძლეს და მიხეილ სააკაშვილთან და […]
სოფელ ზემო თელეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვლილის თანასოფლელი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – ნაცვლად იმისა, რომ ევროპარლამენტარები ახლა საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე ლაპარაკობდნენ, მათ უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს

ნაცვლად იმისა, რომ ევროპარლამენტარები ახლა ლაპარაკობდნენ საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე, როგორ ასრულებს საქართველო ცხრა პუნქტს, რათა მალე გაიხსნას მოლაპარაკებები და საქართველო მალე გახდეს ევროკავშირის წევრი, მათ უწევთ იმ უზარმაზარ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ წარმოშობს ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. ჭიაბერაშვილის განცხადებით, რეზოლუციის მიღებისას […]
შალვა პაპუაშვილი – როცა გვეუბნებოდნენ, დააწესეთ სანქციები და ვეკითხებოდით, გვაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას? გვეუბნებოდნენ – არა – ვეუბნებოდით, ჩვენს სანქციას თუ მოჰყვა ტოტალური ემბარგო, ეკონომიკურად აგვინაზღაურებთ? გვეუბნებოდნენ – არა

როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ დააწესეთ სანქციები და ვეკითხებოდით, გვაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას? გვეუბნებოდნენ – არა. ვეუბნებოდით, ჩვენს სანქციას თუ მოჰყვა ტოტალური ემბარგო, ეკონომიკურად აგვინაზღაურებთ? გვეუბნებოდნენ – არა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბათუმში, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუხედავად დიდი პატივისცემისა და სოლიდარობის სხვა ქვეყნების მიმართ, ისინი უფრთხილდებიან საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს და ქვეყანას ეკონომიკურ […]
„არემჯის“ ჟენევის უნივერსიტეტიდან სტუმრობდნენ

„არემჯის“ ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, რობერტ მორიცი, და ამავე უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერი, შაფაკ სონმეზი სტუმრობდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანიის წამყვან სპეციალისტებთან ერთად, სტუმრებმა კომპანიის საბადოები დაათვალიერეს, საველე სამუშაოები ჩაატარეს და სამეცნიერო კვლევისათვის საჭირო ნიმუშები აიღეს. ვიზიტის ფარგლებში სამეცნიერო სემინარიც გაიმართა, რომელსაც „არემჯი“ ჯგუფის გეოლოგიური დეპარტამენტის თანამშრომლები და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეული სტუდენტები […]
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას

ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ევროდეპუტატები ევროკომისიისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, 29 აპრილის შეკრება ყველაზე მკაფიო […]
ლაზარე გრიგორიადისი გმირად შერაცხეს და მერაბ კოსტავას შეადარეს
ლაზარე გრიგორიადისი გმირად შერაცხეს და მერაბ კოსტავას შეადარეს ლაზარე გრიგორიადისი გმირად შერაცხეს და მერაბ კოსტავას შეადარეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, მისი მიმდევრები წერენ, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავენ. გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ ლაზარე გმირია, ხოლო კომენტარში მას მეერბ კოსტავას ადარებენ.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღის აღსანიშნავი საზეიმო ცერემონიალი ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სერგო ჯანელიძემ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა მიულოცეს. სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის ძალებისთვის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის […]