თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს, რომლის საზეიმო ცერემონიალი ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სერგო ჯანელიძემ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა მიულოცეს. „სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის ძალებისთვის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონდამრღვევად ცნო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონდამრღვევად ცნო. მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, სანდრო ჯოხაძესა და გიგა ბერაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2200-2200-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. აღნიშნული პირების სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდა, სადაც ჩვენებები სამართალდამცავებმაც მისცეს. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი მიწისქვეშა წყაროების მარაგების ოპტიმალური განაწილების მეთოდიკას იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის, საგანმანათლებლო პროგრამის – მშენებლობა, დოქტორანტი ნიკოლოზ კახიძე, პროფესორ ზურაბ გვიშიანის ხელმძღვანელობით, თემაზე – „დასახლებული პუნქტებისთვის მიწისქვეშა წყაროების მარაგების ოპტიმალური განაწილების მეთოდიკა“ მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის მიზანია წყალმომარაგების მიმართულებით ქვეყანაში არსებული პრობლემების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით, ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება. […]
იაგო ხვიჩია – კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული? – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ხვიჩიას თქმით, ყველაზე მთავარი, რაც ამ რეზოლუციამ გვაჩვენა, არის დისკუსიის დამთავრება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი რუსული. „ყველაზე მთავარი, რაც ამ რეზოლუციამ გვაჩვენა, […]
რა საინვესტიციო ვალდებულებით გადასცემს სახელმწიფო “კურორტ საირმეს” 1 368 ჰა მიწას 49 წლით?

,,კურორტ საირმეს” ვანსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 49 წლიანი იჯარით, წელიწადში 1 000 ლარად 13 687 749 კვ.მ მიწის ფართობს გადასცემს. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის განკარგულებაში გამოქვეყნდა. 609-ე განკარგულებაში საუბარია, 65 სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო ფართებზე და საძოვრებზე. კომპანიამ 8 წლის განმავლობაში 750-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს და განავითაროს სარეკრეაციო სივრცე, მოაწყოს სათხილამურო ტერასები და ტრასები. […]
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს

უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას pravda ავრცელებს. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, ამ დოკუმენტის მიღება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ ორგანოში ან საიმიგრაციო სამსახურში იქნება შესაძლეებლი. ახალი წესები არ ვრცელდება 18-60 წლამდე იმ მამაკაცებზე, რომელთაც საომარი მდგომარეობის პირობებში საზღვრის კვეთის უფლება აქვთ.
პაპუაშვილი რუსულ კანონზე: ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება

ჩვენი მიდგომა არის მარტივი, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება. საზოგადოება ითხოვს, რომ ჰქონდეთ ინფორმაცია მეტი მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, ამ ინტერესით ვმოქმედებთ და თქვენ ხედავთ, მათ შორის, საზოგადოების მხარდაჭერა ამ მხრივ როგორი არის, ამ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი გეგმავს რომ მიიღოს ეს კანონი.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სააკაშვილის გათავისუფლებაა მოთხოვნილი

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბარი იყო ორი ჯგუფის მიერ წარდგენილ რეზოლუციის შესწორებაში. ერთი რეზოლუციის შესწორების ავტორი არის პოლიტიკური ჯგუფი “განაახლე”, მეორესი კი “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები”, რომლის წარმომადგენელიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა. ორივე ჯგუფი იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი […]
როგორ უყურებს ზვიად კირტავა (სოლომონ თერნალელი) მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს

ნეტგაზეთი გთავაზობთ ინტერვიუს ზვიად კირტავასთან, მედიცინის აკადემიურ დოქტორთან. კირტავა 2008-2013 წლებში სოლომონ თერნალელის ფსევდონიმით მიმდინარე საზოგადობერივ-პოლიტიკური პროცესების ცნობილი და აქტიური კომენტატორი იყო სოციალურ ქსელებში. იგი იმ პერიოდში გამოირჩეოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით. · Netgazeti: თქვენი აზრით, რატომ არის საფრთხის შემცველი მთავრობის მიერ წარმოდგენილი ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის“ კანონი, რომელსაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი […]
თინა ბოკუჩავა – სანქციების მოთხოვნა ძალიან მძიმე განაჩენია ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის – მე როგორც ვიცი, ივანიშვილი თვის ბოლოს გაფრთხილებას მიიღებს ევროკავშირისგანაც და ეს იქნება ბოლო გაფრთხილება

საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და განსაკუთრებით ევროკავშირი ძალიან მკაცრად აფრთხილებენ ივანიშვილის პარტიას და პირადად ივანიშვილს, რომ “რუსული კანონის” რეინიცირება საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმ რეზოლუციით, რომელიც დღეს ევროპარლამენტმა მიიღო. როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ეს ძალიან მძიმე განაცხადი […]