ლევან ხაბეიშვილი „ქართული ოცნების“ შეკრებაზე – ვერ დავიჯერებ, რომ ახალგაზრდების წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ხალხს უნდა, ეს ხალხი მოჰყავთ ძალით და ხელების გადაგრეხით

ვერ დავიჯერებ, რომ ახალგაზრდების წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა უნდა ხალხს, სამწუხაროდ, ეს ხალხი მოჰყავთ ძალით და ხელების გადაგრეხით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „კონტრაქციის ჩატარების იდეა“ აჩვენებს „ქართლი ოცნების“ ძალიან მძიმე მდგომარეობას. „წარმოუდგენელია, ხელისუფლება ახალგაზრდების წინააღმდეგ ატარებს აქციას. ხალხი ემიგრაციაში გარბის, […]

მდინარაძე: მოკლედ, ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება!

ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), ჭირდება კონსესუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი! იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი ჭირდება და ეს საფუძველი შეკვეთილი და ათასგზის გაუფასურებული რეზოლუცია ვერ […]

“კვარაცხელია “ნაპოლიში” ბედნიერი არაა” – ნეაპოლური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი

„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა რაფაელე ამეტრანომ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელები უკმაყოფილოები არიან და თამაშის სურვილი არ აქვთ: „ვფიქრობ, ყოველთვის უკეთესია ევროტურნირებზე მონაწილეობის მიღება, თუნდაც ისეთ უმნიშვნელოში, როგორიც კონფერენს ლიგაა, ვინაიდან თუ გინდათ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გყავდეთ, სერია A-სთან ერთად საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობაა საჭირო. კონფერენს ლიგა ის არაა, სადაც ყველა ფეხბურთელს […]

126 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაცია – ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს – მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე

126 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაცია საზოგადოებას მოუწოდებს 28 აპრილს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ. როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, „რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას“. „ხელმომწერი ორგანიზაციები: · ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ არ გაიხმობს; · ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში; · მოვუწოდებთ ყველას, 28 […]

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) დასაქმების პირველ ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა 40-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, მონაწილე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის პროგრამების სტუდენტებს, KIU-ს ტრენინგ პროგრამების კურსდამთავრებულებს, თავის მხრივ წარედგინათ საკუთარი კომპანია და გაეცნოთ მათ კომპანიაში არსებული დასაქმებისა და […]

რუსეთში პაზოლინის შესახებ წიგნი გამოსცეს, რომელშიც ათობით გვერდი შავად შეღებეს

რუსეთში პოეტისა და რეჟისორის პიერ პაოლო პაზოლინის დაცენზურებული წიგნი გამოიცა. გამომცემლობა ACT-მ რობერტ კარნერის წიგნში ათეულობით გვერდზე სტრიქონები უბრალოდ შავად შეღება. გადაღებილი წიგნის ფოტო ჟურნალისტმა ივან დავიდოვმა გაავრცელა. ტელეგრამ არხი “Ostorozhno Novosty” წერს, რომ ცენზურას თითქმის წიგნის ერთი მეხუთედი დაექვემდებარა. შავ ფერად შეღებეს ცალკეული წინადადებები, მათ შორის დეტალები ბიოგრაფიიდან, ნაწყვეტები ინტერვიუებიდან და ასევე სქოლიოები. ზოგიერთ […]

BOG-ის მხარდაჭერით მცირერესურსიანი ენების AI-ის განვითარების კონფერენცია ჩატარდება (რ)

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია GAIA-ს პარტნიორობით, მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია, 27 აპრილს, ფაბრიკაში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების მიზანი ქართული და სხვა მცირე რესურსის ენებზე მომუშავე მკვლევარებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, გამოწვევებისა და მისი გადაჭრის გზების ძიებაა. კონფერენცია ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი ქართული ენის მოდელების განვითარების საჭიროებაზე, გამოცდილებასა და […]

„არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში“ – NGO-ების და მედიაორგანიზაციების განცხადება

საზოგადოებრივმა და მედიაორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისში წაიკითხეს. ისინი. ე.წ. „აგენტების კანონის“ გაწვევამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. „1. ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; 2. ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში; 3. მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, […]

გაზრდილი CashBack – ის ახალი აქცია იწყება

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack ახალ აქციას იწყებს ტანსაცმლის, პარფიუმერიისა და აქსესუარების მოყვარულებისთვის. 26-დან 28 აპრილის ჩათვლით, ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელები მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 40%-მდე შერჩეულ მეგობარ ობიექტებში. მომხმარებლებს, ვინც ჯერ არ არის ლიბერთის მომხმარებელი და სურს CashBack-ით სარგებლობა, უკვე შეუძლიათ მარტივად გახსნან ლიბერთის ანგარიში ონლაინ, ერთი ხელის მოსმით: https://bit.ly/3wF6LjG აქციაში მონაწილე ობიექტებია:

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებენ და მოქალაქეებს 28 აპრილს აქციისკენ მოუწოდებენ

ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში; მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიეზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „სიტყვის გატეხითა და რუსული […]