აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლე 2200 ლარით დააჯარიმეს

სანდრო ჯოხაძეს, 18 წლის მეთორმეტე კლასელ მოსწავლეს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 16 აპრილს დააკავეს, სასამართლომ 2200-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება, როგორც “ლელო საქართველოსთვის” დაკავებული ლიდერის, ირაკლი კუპრაძის შემთხვევაში, აქაც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სანდროს უფროსი ძმის, გიგა ჯოხაძის სასამართლო პროცესი. ძმების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ჯანო ჭკადუა იცავს. ძმებს […]
მდინარაძე: ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში თაღლითობა, ცარიელი შანტაჟია

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის შესახებ ჩანაწერის გაჩენა “თაღლითობა და ცარიელი შანტაჟია.” სოციალურ ქსელში იგი ასევე წერს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ბოროტებასა და გამჭვირვალობას უჭერს მხარს და აქედან გამომდინარე, მას ევროპასთან საერთო ნაკლებად აქვს. “ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), ჭირდება კონსენსუსი, ანუ […]
ხაბეიშვილი რეზოლუციაზე: ივანიშვილი იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს მძიმე ნაბიჯები გადადგან

უკიდურესად მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისთვის. განცხადებების შემდეგ უკვე ოფიციალურად 480 – დან 425 ევროპარლამენტარის გადაწყვეტილებით რუსული კანონის მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს … უკიდურესად მძიმე და სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის … ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან… ეს ნიშნავს ეკონომიკურ ბლოკადას, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების შეცვლას – ევროპული […]
მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი დაიღუპა

მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვან ბავშვს მანქანა ერთ-ერთ დასახლებაში დაეჯახა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ იყო, ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აპრილს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ოძისი, ახმაჯი, ლამისყანა, ჭაშა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, არმაზი, ძეგვი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 […]
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ საქართველოს პროკურატურას და ევროპულ საგამოძიებო გუნდს წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ საქართველოს პროკურატურას და ევროპულ საგამოძიებო გუნდს ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობას გიხდით გენერალურ პროკურატურას და მის ყველა თანამშრომელს ამ პრეზენტაციისთვის, შედეგებისთვის, მობილიზებისთვის, წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის, ასევე განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოვხატავთ ევროპული საგამოძიებო გუნდის წევრების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისძიებაში, – […]
ლელო: ოცნებას საშუალება არ უნდა მივცეთ, ქართველ ხალხს ისტორიული შანსი წაართვას

ლელოში ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ქართული ოცნება ცდილობს, ქართველ ხალხს ისტორიული შანსი წაართვას. “დღეს ევროპარლამენტმა რუსულ კანონთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლის სათაურში პირდაპირ წერია – ეს კანონი გამიზნულია იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდოს. ასევე, იქ მკაფიოდ წერია, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას ეწინააღმდეგება, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და […]
ბჟანია: ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმება მიღწეულია

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით “შეთანხმება მიღწეულია”. “არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, არსებობს საკანონმდებლო შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. არაფრის გადახედვას არ ვაპირებთ, საჭიროდ არ მიგვაჩნია”. – აღნიშნა მარიონეტმა. ე.წ. პრეზიდენტის აზრით, სახელმწიფო აგარაკის თემას იმისთვის იყენებენ, რომ “მოახლოებული [საპრეზიდენტო] არჩევნების წინ სიტუაცია დაიძაბოს”. “[სახელმწიფო აგარაკის […]
პარიზში მულენ რუჟის ცნობილი კაბარეს წითელი ფრთები ჩამოვარდა – DW

პარიზში ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა და ლენდმარკი დაზიანდა. როგორც DW წერს, მულენ რუჟის ცნობილი წითელი ფრთები ჩამოვარდა. შემთხვევა 25 აპრილის ღამის 2-დან 3 საათამდე მოხდა. როგორც ფრანგულია მედია წერს, პარიზში მულენ რუჟის ფრთების ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია. მულენ რუჟის კაბარეს შენობა პარიზში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. მსგავსი ინციდენტი მულენ რუჟში პირველად მოხდა. კაბარე პარიზის ცენტრში, […]
“კარგად დააკვირდით კადრებს, ეს არის სკოლის მოსწავლე…” – რა ვიდეოს ავრცელებს ნაზიბროლა რეხვიაშვილი

ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი: ეს არის სკოლის მოსწავლე, რომელსაც სახელმწიფომ ბრალად წაუყენა პოლიციის კორდონის გარღვევა. ჰოდა ახლა კარგად დააკვირდით კადრებს, მერე ამ მდგომარეობაში წარმოიდგინეთ საკუთარი შვილები, რომლებსაც მონური მორჩილება არ შეუძლიათ და შესაძლოა, რაღაცას არ დაეთანხმონ, იქნება ეს არაკეთილსინდისიერად ჩატარებული კონკურსი, გასაუბრება, დისკრიმინაცია ან სხვა ნებისმიერი ფაქტი, გააპროტესტონ, ხმა ამოიღონ… და მიხვდებით, რა შეუძლია ავტორიტარულ რეჟიმს, […]