„ოფშორული კომპანიების სადამფუძნებლო სტრუქტურის შესწავლა იმავე პრაქტიკით მოხდება, რაც აქამდე მოქმედებს“ – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტის მიერ ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათზე განმარტებას აკეთებს. სებ-ის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სოფო ასანიძის განმარტებით, ეს ცვლილება პირდაპირ საბანკო გადარიცხვებს არ ეხება, რადგანაც ეს ოპერაციები ცალკე გადასახადებით ისედაც არ იბეგრება. ამასთან, სოფო ასანიძის განცხადებით ბანკები თითოეულ ოფშორთან მიმართებით იხელმძღვანელებენ იმ პრაქტიკით რაც აქამდეც მოქმედებდა, რაც […]

გვარამია: ამ კანონით საქართველოს ევროპისკენ გზა მოეჭრება, ეს ქვეყნისთვის სრული კატასტროფაა

პარტია ახალის თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპისკენ გზა სრულიად მოეჭრება, ხოლო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელი იქნება. “უპირველესი, რაც უნდა გავარკვიოთ და გვითხრეს ამ რეზოლუციით არის ის, რომ საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ, იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი იქნება მიღებული და სანამ ეს კანონი იმოქმედებს. ამ გზით, საქართველო ვერცერთი […]

ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან

ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც […]

ამერიკამ უკრაინას “ატაკამსები” მიაწოდა, რუსეთი კი ირწმუნება, რომ ეს ომის შედეგებს არ შეცვლის

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა “ატაკამსების” სახელით ცნობილი, შორი რადიუსის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები (ATACMS), რომელთაც უკრაინა სულმოუთქმელად ელოდა, – აღნიშნული განცხადება “ამერიკის ხმასთან” მაიორმა ჩარლი დიცმა გააკეთა, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ინფორმაცია “ამერიკის ხმას” კიდევ ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა. მათი თქმით, უკრაინამ “ატაკამსები” სამშაბათს ღამით უკვე გამოიყენა. სხვა საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ კიევმა […]

მარგველაშვილი ოქროსთვის, ლიპარტელიანი კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს – ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]

დღეს, 25 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, ტატამზე სამი ქართველი წარდგა. -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ტურნირის ფინალში იჭიდავებს. გამოცდილმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ესპანელი ალბერტო გაიტერო დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში თურქ მუჰამედ დემირელს დაუპირისპირდება. -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ნახევარფინალში უკრაინელ დარია ბილოდიდთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. […]

20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის

“უმცრსი ბორჯღალოსნები” მესამე კვირაა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს გადიან. ლადო კილასონიას გაფართოებულ შემადგენლობაში 60-მდე მოთამაშეა, საიდანაც სამხრეთ აფრიკაში 30 გაემგზავრება. ჩემპიონატს სამხრეთი აფრიკა 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს და საქართველო “ბ” ჯგუფში ირლანდიასთან, ავსტრალიასთან და იტალიასთან ითამაშებს, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რომელი ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას “უმცროსი ბორჯღალოსნები”. შეგახსენებთ, შარშან ჩვენს გუნდს […]

მამუკა ხაზარაძე – სრული მობილიზაციაა საჭირო ქვეყნის ისტორიული არჩევანის გადასარჩენად

სრული მობილიზაციაა საჭირო ქვეყნის ისტორიული არჩევანის გადასარჩენად, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძე ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“. „ან ევროკავშირი, ან საქართველო პუტინის რუსეთში – ამ არჩევანის წინაშე დაგვაყენა ბიძინამ. სრული მობილიზაციაა საჭირო ქვეყნის ისტორიული არჩევანის გადასარჩენად“, – წერს […]

World Central Kitchen-ის თანამშრომლებს, რომლებიც ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ, საგანგებო პატივს მიაგებენ ვაშინგტონში

ვაშინგტონის პეტრეს-პავლეს საკათედრო ტაძარში 25 აპრილს იმართება საგანგებო მემორიალი, რომელზეც პატივს მიაგებენ ჰუმანიტარული ორგანიზაციის World Central Kitchen-ის თანამშრომლებს, რომლებიც დაიღუპნენ ღაზის სექტორში 1 აპრილის ისრაელის თავდასხმის შედეგად. განთქმული შეფ-მზარეული და ფილანტროპი, ხოსე ანდრესი, რომელმაც დააარსა ჰაიტიში კატასტროფული მიწისძვრის შემდეგ ეს არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, სიტყვას წარმომთქვამს ცერემონიაზე, ხოლო ცნობილი სახელგანთქმული ვიოლონჩელისტი, იო-იო მა დაუკრავს მემორიალის მონაწილეთა […]

ასლან ბჟანია – არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ აფხაზეთზე რუსეთის გავლენა მხოლოდ დამღუპველ ხასიათს ატარებს და საჭიროა რუსული გავლენის მაგივრად ანგლოსაქსების გავლენის გავრცელება – რატომ არ მუშაობენ იმაზე, რომ საქართველომ გვაღიაროს?

საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში დეტალურად გარკვევა, რუსული გავლენის ანგოსაქსური გავლენით ჩანაცვლება სურთ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. “აფხაზეთის ხელისუფლება” დეტალურად უნდა გაერკვეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, კერძოდ ისეთების, რომლებიც “რუსეთისა და აფხაზეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი” სახელმწიფოების მხრიდან ფინანსდებიან. კერძოდ, მან USAID-ის საქმიანობა დაასახელა. “[ისინი] თვლიან, რომ რუსეთის აფხაზეთზე გავლენა […]

18 სახელმწიფოს ლიდერი „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

18 სახელმწიფოს ლიდერი „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არგენტინის, ავსტრიის, ბრაზილიის, ბულგარეთის, კანადის, კოლუმბიის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სერბეთის, ესპანეთის, ტაილანდისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. „ხაზს ვუსვამთ, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ და ხანგრძლივ შეწყვეტას […]