პუტინს არ აქვს იმანუელ კანტის ციტირების უფლება – გერმანიის კანცლერი შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუელ კანტის დაბადებიდან 300 წლის იუბილეზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კანტის ციტირება „აუკრძალა“. ამის შესახებ გერმანული „დოიჩე ველე“ იუწყება. ცერემონია ბერლინ-ბრანდენბურგის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა. ეს სამეცნიერო დაწესებულება პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის მემკვიდრეა, რომელმაც ცნობილი ფილოსოფოსი თავის წევრად 1786 წელს მიიღო. შოლცმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „მოსაზრებები გერმანელი ფილოსოფოსის, კანტის ტრაქტატზე […]
„არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში“ – NGO-ების და მედიაორგანიზაციების განცხადება

საზოგადოებრივმა და მედიაორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისში წაიკითხეს. ისინი „აგენტების კანონის“ გაწვევამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. „1. ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; 2. ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში; 3. მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, […]
“ვირიშვილო, სადა ბანაობ?”; “ბა, თუ ასე შეგტკივა გული…” – რას წერს ზურა ყიფშიძე შვილიშვილს და რას პასუხობს ნატალია

მსახიობი, ზურა ყიფშიძე, შვილიშვილის, ნატალია ყიფშიძის, რომელიც რუსულ კანონს ეწინააღმდეგება, გვერდზე, სოციალურ ქსელში, საჯარო პოსტის ქვეშ, აკომენტარებს და წერს: ზურა ყიფშიძე: ვაი მე ! სადა ბანაობ ? შვილო ! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა, გაერკვიეთ ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები !? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული !? საოცარია ? ასე, ვინ […]
“ჩემი სახელით, ყალბი ანგარიშით აშავებენ ძალიან კარგ ბიჭს, წარწერისთვის “ქოცებო, თქვე ნაცებო” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: ჩემი სახელით მოქმედი ყალბი TIK-TOK ანგარიში ძალიან კარგ ბიჭს, იაკობ ჯანგავაძეს იმისათვის აშავებს, რომ მას აცვია მაისური წარწერით “ქოცებო თქვე ნაცებო”. რაც არ უნდა ჩაიცვან, ეს ახალგაზრდები ისტორიულ საქმეს აკეთებენ და მათზე თავდასხმა ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ისე ცნობისათვის, არაფერი ისე არ განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” […]
ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, „მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს პარტნიორობის განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგები.“ „ყურადღება დაეთმო სექტორული კავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტების როლს ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერ […]
“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” LSG Solutions-ს მესტიის აეროპორტის კონკურსში, მისი არქიტექტორების შექმნილი კონცეფციის გამარჯვებას ულოცავს

მესტიის აეროპორტის ახალ ტერმინალზე გამოცხადებულ კონკურსში, 18 პრეტენდენტს შორის, კომპანია Green Studio-მ საუკეთესო პროექტი წარმოადგინა და გაიმარჯვა. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” ავრცელებს. მათივე ცნობით, კონკურსში გამარჯვებული პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე სწორედ LSG Solutions-ის გუნდის არქიტექტორებმა, ნინო გრიგოლაშვილმა და თეონა გოგოლაძემ იმუშავეს. “ახალი ტერმინალის კონცეფცია წარმოადგენს თანამედროვე შენობას, რომლის იდეა არის კავშირი დაამყაროს […]
იგორ ნარმანია – მთავარი ბრძოლა არის წინ – უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და გავიმარჯვოთ

მთავარი ბრძოლა არის წინ და ჩვენ ყველამ, ვისაც სურს ევროპული მომავალი, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის სახელმწიფოების, ვისაც სჯერა, რომ არ უნდა დაიკარგოს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მთავარი მონაპოვარი, ვისაც სჯერა, რომ ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დასავლური მომავალი, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ განაცხადა. […]
ანა წითლიძე – “რუსულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის

“რუსულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, არ დაიღლებიან, ვიდრე საქართველო არ გაიმარჯვებს. „ყველას, ვისაც ხელში გიჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშა, მინდა გთხოვოთ, რომ აწიოთ ძალიან მაღლა – ასე უნდა იფრიალოს ორივე დროშამ, უნდა იფრიალოს ამაყად […]
შალვა პაპუაშვილი – “ნეტგაზეთის” და „ბათუმელების“ ასეთი ქცევა, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უალტერნატივოა მედიის დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლის გამჟღავნების წინააღმდეგაც ეს გამოცემა იბრძვის

არ ვიცი, რა ძალაა ისეთი, რომელიც ერთხელ ბოდიშმოხდილ ამბავზე კიდევ წაგიყვანს ადამიანს ცილისწამებაზე, თუ არა ადამიანური ეთიკის ელემენტარულ წესებზე გადაბიჯება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც ის აღნიშნავს, “ნეტგაზეთის” და „ბათუმელების“ ასეთი ქცევა, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უალტერნატივოა მედიის დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლის გამჟღავნების წინააღმდეგაც ეს გამოცემა იბრძვის ,,არ ვიცი, რა […]
მედიის ცნობით, საფრანგეთში დააკავეს 16 წლის მოზარდი, რომელიც პარიზში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიადაზე, სავარაუდოდ, ტერაქტს ამზადებდა

საფრანგეთში დააკავეს 16 წლის მოზარდი, რომელიც პარიზში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიადაზე, სავარაუდოდ, ტერაქტს ამზადებდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მოზარდი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „შაჰიდის ქამრის“ დამზადებას აპირებს, რათა ოლიმპიადაზე „ისლამური სახალიფოსთვის მოწამეობრივი სიკვდილით მოკვდეს“. ანონიმური წყაროს ცნობით, მოზარდი ტერაქტს „დეფანსის“ სტადიონზე გეგმავდა. საქმის გამოძიებას საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურტურა აწარმოებს. ამჟამად დაკავებული […]