Spotify-მ რეკორდული კვარტალური მოგება მიიღო

მუსიკალური სტრიმინგ-სერვისის შვედურმა კომპანია Spotify-მ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეკორდული მოგება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ 23 აპრილს გაავრცელა. Spotify რეკორდულ მოგებაზე დაახლოებით ერთი წლის, ხარჯების შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯების შემდეგ გავიდა. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი კი კადრების გათავისუფლება იყო. აღსანიშნავია, რომ შემოსავლებისა და მოგების გასაზრდელად Spotify-ის მსგავსი გადაწყვეტილება არაერთმა კომპანიამ მიიღო. რაც შეეხება კომპანიის მიერ 2024 […]
“ჭავჭავაძის ცენტრის” აქციაზე დაკავებული მკვლევარი 2500 ლარით დააჯარიმეს

“ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარ გიგა ჯოხაძეს, რომელიც 16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სკოლის მოსწავლე ძმასთან, სანდრო ჯოხაძესთან ერთად დააკავეს, სასამართლომ 25 აპრილს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამდენიმე საათით ადრე დასრულდა სანდრო ჯოხაძის პროცესიც, სადაც მეთორმეტე კლასელს 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ძმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ასევე, 166-ე მუხლს […]
იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის

ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC), პრემიერმინისტრმა კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მთავარ პრიორიტეტად რჩება, მაგრამ, როგორც ჩანს, შეცდომით ჰგონია, რომ ევროკავშირისკენ გზა ბუდაპეშტზე გადის. თქვენ და თქვენმა მთავრობამ არასწორ გზაზე გადაუხვიეთ, ბატონო პრემიერმინისტრო.
ზელენსკი დასავლეთს რუსეთზე დაწესებული სანქციების გამკაცრებას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს სთხოვს, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის გამო, რუსეთზე დაკისრებული სანქციები გაამკაცროს. ზელენსკიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 25 აპრილს, კიევში, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრ ჯერემი ჰანტს შეხვდა. მხარეებმა, უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. “განსაკუთრებული ყურადღება დავითმეთ სანქციების პოლიტიკას”,- დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე. „მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების გახანგრძლივება და იმის […]
,,ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმება მიღწეულია”-

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით “შეთანხმება მიღწეულია”. “არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, არსებობს საკანონმდებლო შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. არაფრის გადახედვას არ ვაპირებთ, საჭიროდ არ მიგვაჩნია”. – აღნიშნა მარიონეტმა. ე.წ. პრეზიდენტის აზრით, სახელმწიფო აგარაკის თემას იმისთვის იყენებენ, რომ “მოახლოებული [საპრეზიდენტო] არჩევნების წინ სიტუაცია დაიძაბოს”. “[სახელმწიფო აგარაკის […]
“ეს უბრალოდ ტყუილი და სისულელეც არაა, ეს არის მავნებლური ტყუილი” – დავით ზურაბიშვილი

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მუშაობს სახელისუფლო პროპაგანდა, შევარჩიე ჩემი აზრით ასეთი პროპაგანდის ერთი ტიპიური ნიმუში. ბრჭყალებში მომყავს ციტატა ნიმუშიდან. ავტორისგან ნებართვა არ ამიღია, მაგრამ საქმის კურსში ჩავაყენე, რომ მის ნააზრეევს გამოვიყენებდი. რატომ მივიჩნიე ეს სტატუსი საყურადღებოდ? იმიტომ, რომ მსგავს მოსაზრებებს ძალიან ხშირად ვაწყდები შედარებით ზომიერ ქოცებში. თუ ვივარაუდებთ, რომ ასეთები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ალტინფოიდი […]
პაატა დავითაია – ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს

ევროპარლამენტის მიერ მიღებული მწვავე რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ მიღებული იქნება ტექნიკური გადაწყვეტილება, რაც შეაფერხებს უვიზო რეჟიმს და ქვეყნის ევროპულ მომავალს , – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ვიზალიბერალიზაციას არ დაემუქრება საფრთხე, არის სიცრუე. „მმართველი პარტია მოქმედებს არასწორი მიმართულებით, კანონპროექტის […]
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მშენებლობა 27 აგვისტოს დასრულდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მშენებლობა 27 აგვისტოს დასრულდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა. თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება. 27 აგვისტოს საბოლოოდ სრულად უნდა დასრულდეს შენობა და ჩაბარდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამის შემდეგ დაიწყება გადასვლის პროცესი, რისთვისაც ყველანი ვემზადებით. ახალ შენობაში გადასვლა […]
მოსკოვში თავყრილობის „თითქმის შიშველი“ ორგანიზატორი რუსი ბლოგერი რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის დააჯარიმეს

რუსეთის დედაქალაქის სასამართლომ 25 აპრილს 50 ათასი რუბლით (535 დოლარი) დააჯარიმა ანასტასია ივლეევა, დეკემბერში გამართული, სკანდალური „თითქმის შიშველის“ სახელით ცნობილი წვეულების ორგანიზატორი. ბლოგერს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში დასდეს ბრალი. ბრალდება ეფუძნებოდა 2022 წლის მარტში ივლეევას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ეჭვის ქვეშ აყენებდა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას უკრაინაში ომის დაწყების შესახებ. წვეულებამ „თითქმის შიშველი,“ რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ […]
ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ რუსულ კანონს არ გაიხმობს – 125 ორგანიზაცია

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებენ – მათ ამის შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელსაც ხელს 125 ორგანიზაცია აწერს და ხელმოწერები კიდევ გრძელდება. ორგანიზაციები კვირას, 28 აპრილს, 19:00 საათზე მოქალაქეებს რესპუბლიკის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ გთავაზობთ განცხადებას უცვლელად: 1. ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; 2. ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი […]