მოსკოვში თავყრილობის „თითქმის შიშველი“ ორგანიზატორი რუსი ბლოგერი რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის დააჯარიმეს

რუსეთის დედაქალაქის სასამართლომ 25 აპრილს 50 ათასი რუბლით (535 დოლარი) დააჯარიმა ანასტასია ივლეევა, დეკემბერში გამართული, სკანდალური „თითქმის შიშველის“ სახელით ცნობილი წვეულების ორგანიზატორი.
ბლოგერს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში დასდეს ბრალი.
ბრალდება ეფუძნებოდა 2022 წლის მარტში ივლეევას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ეჭვის ქვეშ აყენებდა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას უკრაინაში ომის დაწყების შესახებ.
წვეულებამ „თითქმის შიშველი,“ რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ ღამის კლუბში შარშან გაიმართა, აღაშფოთა კანონმდებლები და კრემლის მომხრეები.
ივლეევამ და სხვა ცნობილმა პირმა საჯაროდ ბოდიში მოიხადეს საყოველთაო კრიტიკის ტალღის ფონზე, რადგან წვეულების დროს დაირღვა „ოჯახური ფასეულობები.“
რეპერს, რომელიც ამ საღამოზე მივიდა მხოლოდ ერთი წინდით, რომელიც სასქესო ორგანოს უფარავდა, ხულიგნობა დაჰბრალდა და მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან