“ევროპის შავი ფული” – რა წაიკითხა კალაძემ და მაინც რა არ მოსწონს დასავლეთს იმაში, რასაც ოცნება აბრალებს?

სამარცხვინო ევროპარლამენტარები ასევე მოგვიწოდებენ უარი ვთქვათ გამჭვირვალობის კანონზე, მათი სურვილია ჩვენ ქვეყანაში შემოედინებოდეს შავი ფული, რომელიც შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება. პარადოქსია, მაგრამ ამ ჩანაწერით რეზოლუციის მხარდამჭერი დეპუტატები დგანან გაუმჭვირვალობის, სიბნელის მხარეს, ეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი თავად მიიღებს, ბევრად უფრო მძიმე კანონს უცხოური დაფინანსების შესახებ. რეზოლუციაში ამ ჩანაწერით პირდაპირ გვითხრეს, რომ გვეკრძალება […]
შალვა პაპუაშვილი „ბათუმელების“ რედაქტორს – არ ვიცი, რა ძალაა ისეთი, რომელიც ერთხელ ბოდიშმოხდილ ამბავზე კიდევ წაგიყვანს ადამიანს ცილისწამებაზე, თუ არა ადამიანური ეთიკის ელემენტარულ წესებზე გადაბიჯება

არ ვიცი, რა ძალაა ისეთი, რომელიც ერთხელ ბოდიშმოხდილ ამბავზე კიდევ წაგიყვანს ადამიანს ცილისწამებაზე, თუ არა ადამიანური ეთიკის ელემენტარულ წესებზე გადაბიჯება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც ის აღნიშნავს, “ნეტგაზეთის” და „ბათუმელების“ ასეთი ქცევა, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უალტერნატივოა მედიის დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლის გამჟღავნების წინააღმდეგაც ეს გამოცემა იბრძვის ,,არ ვიცი, რა […]
კელი: კობახიძეს მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ევროკავშირზე გზა ბუდაპეშტზე გადის

ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) პრემიერმინისტრმა კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მთავარ პრიორიტეტად რჩება, მაგრამ, როგორც ჩანს მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ევროკავშირზე გზა ბუდაპეშტზე გადის. თქვენ და თქვენმა მთავრობამ არასწორ გზაზე გადაუხვიეთ, ბატონო პრემიერმინისტრო.
იან კელი – კობახიძე მცდარი შთაბეჭდილების ქვეშაა, რომ ევროკავშირისკენ გზა ბუდაპეშტზე გადის

კობახიძე მცდარი შთაბეჭდილების ქვეშაა, რომ ეს ევროკავშირისკენ გზა ბუდაპეშტზე გადის , – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი სოციალურ ქსელში წერს. ყოფილი ელჩის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ არასწორი გზა აირჩია. “CPAC ბუდაპეშტში, პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უმაღლეს პრიორიტეტად რჩება, მაგრამ მცდარი შთაბეჭდილების ქვეშაა, რომ ევროკავშირისკენ გზა ბუდაპეშტზე გადის. თქვენ და თქვენმა […]
კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას

დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეზოლუციით „ლობიზმში ჩართული დეპუტატები“ შეურაცხყოფას აყენებენ, არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ თავად ევროპულ ინსტიტუტებს. „დღეს, […]
ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს არავითარი ძალა არ აქვს – რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტზე
ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს არავითარი ძალა არ აქვს – რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში აფასებს. იონათამიშვილის თქმით, ევროპარლამენტმა, რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, “გამჭვირვალობის კანონპროექტის” და ოჯახური ღირებულებების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა. დეპუტატის შეფასებით, დღევანდელი ევროპარლამენტი ევროპის სირცხვილია. “ამბავი […]
სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი ინსტიტუცია ევროპაში ისეთ რეზოლუციებს იღებს, რომელსაც მისივე კოლეგა ინსტიტუტები აუქმებენ და აქარწყლებენ
სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი ინსტიტუცია ევროპაში ისეთ რეზოლუციებს იღებს, რომელსაც მისივე კოლეგა ინსტიტუტები აუქმებენ და აქარწყლებენ „ასეთი ტიპის რეზოლუციები გვინახავს. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი თავის რეზოლუციებში უკვე ისეთ შინაარსს დებს, რომელმაც რეალურად ფასი დაკარგა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტმა, დაახლოებით ერთი წლის წინ, მიიღო […]
ოხანაშვილის თქმით, ვისაც კინოცენზურა არ მოეწონება, სასამართლო ეყოლება ეფექტიან მექანიზმად

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 22 აპრილს ქუთაისში ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას თქვა, რომ ფილმები, შესაძლოა, ცენზურას დაექვემდებაროს. ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, ტელევიზიით გაშვებულ ნაწარმოებებს “შესაბამისი სამსახურები” შეისწავლიან და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში იქნება შესაძლებელი. “იქნება, დავუშვათ, ტელევიზიით კონკრეტული ნაწარმოები გაშვებული. აი ეს ნაწარმოები ემსახურება თუ არა პროპაგანდას, ეს […]
“ყველას აქვს პირადი ცხოვრება, მაგრამ…” – რა წაუკითხა კალაძემ “სამარცხვინო” ევროპარლამენტარებს

სამარცხვინო ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართე ასპარეზი უნდა დაუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალ თაობებს. ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად სარწმუნოებისა, სქეისა, ორიენტაციის. ჩვენ არავის პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდებით, არავის […]
“თურმე, უნდა გავანთავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა სიღარიბეში ჩააგდო” – რა წაიკითხა კალაძემ

ევროპარლამენტმა მორიგი, სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას. თურმე, უნდა გავანთავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანის 20 პროცენტი მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბეში ჩააგდო.