“ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია” – სახდეპის პრესპიკერი

ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია – ამ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ვედანტ პატელი აკეთებს. პატელი რუსული კანონის რეინიცირებას ეხმაურება და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მსგავსი შინაარსის კანონი მოქმედებს იმ ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციებს ებრძვიან და დევნიან. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ “კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროკავშირის მიზნებთან”. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ვსაუბრობთ ამ კანონპროექტზე და მე […]

პოლიცია პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების დასაჯარიმებლად სასამართლოს მიმართავს

პოლიცია პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების დაჯარიმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ პოლიციელმა გოგა მემანიშვილმა აქციიდან მედიასთან ისაუბრა. მემანიშვილის თქმით, რუსთაველზე არ არის გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის საჭირო ადამიანთა რაოდენობა, შესაბამისად, მოხდება აქციის ყველა მონაწილის იდენტიფიცირება, ვინც გაფრთხილების მიუხედავად გზას გადაკეტავს და პოლიცია მათი დაჯარიმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. “შეკრება მანიფესტაციის შესახებ მე-11 პრიმამუხლის […]

რუსულმა რაკეტამ უკრაინის ჩერკასის რეგიონში სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დააზიანა

25 აპრილს, უკრაინაში, ცენტრალურ ჩერკასის რეგიონში, რუსულმა რაკეტამ კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზანა. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა. თავდასხმა სამოქალაქო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე ქალაქ სმილაში მოხდა, განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, ილია იევლაშმა. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმისას, რუსულმა ძალებმა, ისკანდერ-K ტიპის რაკეტა გამოყენა, ევლაშმა. აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა, ასევე დააზიანა 47 კერძო საცხოვრებელი სახლი, […]

იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ჯორჯია მელონის მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებენ და პროტესტის ნიშნად გაფიცვას გეგმავენ

იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები 6 მაისს გაფიცვას გეგმავენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, რეპორტიორების პროფკავშირებში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მთავრობა ცდილობს, საზოგადოებრივი მაუწყებელი „რაი“ „მთავრობის რუპორად“ გადააქციოს. გარდა ამისა, 6 მაისს დანიშნული 24-საათიანი გაფიცვის მონაწილეები მაუწყებელში პერსონალის დანაკლისს და ბონუსების გაუქმებას გააპროტესტებენ. როგორც „როიტერი“ წერს, იტალიურ საზოგადოებრივ მაუწყებელ „რაი“-ზე პოლიტიკური ზეწოლა, დიდი ხანია, პრობლემას წარმოადგენს. […]

მიმართვა Massive Attack-ს: გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას

“გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას” – ამ მიმართვას Massive Attack-ის მიმართ ორგანიზაცია „სირცხვილია“ ავრცელებს. ინლისური ტრიპ-ჰოპ კოლექტივი Massive Attack 28 ივლისს სამთავრობო პროგრამა Staring georgia-ს ფარგლებში შეკვეთილში კონცერტს გამართავს. ქართველი ხალხის სახელით გავრცელებულ მიმართვაში საუბარია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტზე: რუსულ კანონზე, ჰომოფობიურ კანონპროექტზე, ოფშორების კანონზე, დემონსტრაციების დროს აქტივისტების მიმართ ძალადობაზე და სხვა. თქვენი […]

იენს სტოლტენბერგი – უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ გვიანი არ არის, დიდი დახმარება გზაშია

უკრაინისთვის დახმარება გზაშია, გამარჯვებისთვის გვიანი ჯერ არ არის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. “ახლა ჩვენი მოვალეობაა – [უკრაინის წინაშე] ეს ვალდებულებები იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალურ მიწოდებებად ვაქციოთ – და სწრაფად გავაკეთოთ ეს” , – განაცხადა სტოლტენბერგმა. მან აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში “ნატოს წევრებმა არ გაუწიეს ის მხარდაჭერა, […]

Massive Attack საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის და “შესაბამისად იმოქმედებს”

ბრიტანული ჯგუფის, Massive Attack-ის ერთ-ერთი წევრის თქმით, მისი მენეჯერი შეისწავლის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აქედან გამომდინარე, ჯგუფი “შესაბამისად იმოქმედებს”. ჯგუფის კონცერტი 28 ივლისს Black Sea Arena-ზე არის დაგეგმილი. საქართველოს მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში ჯგუფს თხოვნით მიმართეს, სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც რუსული და ანტი-LGBTQ კანონპროექტების წინააღმდეგ იბრძვის. “მადლობა რომ დაგვიკავშირდით. თქვენი მოწერილი მენეჯერს გავუგზავნე და […]

„ყველა გადარიცხვა-გადმორიცხვაზე, რაც ხორციელდება, დამატებითი დოკუმენტები იქნება მოთხოვნილი“

„საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ თუ საქართველო საერთაშორისო საფინანსო სისტემის მიერ ჩათვლილი იქნება როგორც მომატებული საფრთხის ქვეყანა, მაშინ ყველა გადარიცხვა გადამოწმდება გამადიდებელი შუშის ქვეშ, მათ შორის თითოეული ჩვენგანის“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ოფშორებიდან საქართველოში ბიზნესის/ქონების გადმოტანის შემთხვევაში მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას გამოეხმაურა. […]

“რეზოლუცია ღიად უჭერს მხარს ბოროტებას” – მაინც რა არ მოსწონს ევროკავშირს ოცნების ბრალდებებში?

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე: ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), ჭირდება კონსესუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი! იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი ჭირდება და ეს საფუძველი […]

“ყელში ამოხვედით” – რუსთაველი ისევ გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა

“არა რუსულ კანონს” – აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ისინი სამანქანო გზაზე დასხდნენ და ასე აპროტესტებენ რუსულ კანონს. ყელში ამოგვივიდა ქართული ოცნება, ყელში ამოგვივიდა ქართული ოცნების რუსული პოლიტიკა, გაიწვიონ ის კანონი უკან, ჩვენ სახლებში არ წავალთ,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მანამდე აქტივისტები იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან და დაბრუნდენ პარლამენტთან.