აქციის მონაწილეები პარლამენტთან დაბრუნდნენ – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

აქციის მონაწილეები მსვლელობის შემდეგ კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირი დღეს უკვე მეორედ გადაკეტეს. მანამდე ისინი მსვლელობით ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხოლო შემდგომ მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდნენ. “საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ნიუ იორკში ვაინშტაინს გაუპატიურებისთვის მსჯავრდება გაუუქმეს, საქმეს ხელახა მოისმენენ

ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ გაუპატიურების შესახებ საქმეში პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ 2020 წელს გამოტანილი განაჩენი გააუქმა და საქმის ხელახალი მოსმენა მოითხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროდიუსერის საქმე უსამართლოდ ჩატარდა. ვაინშტაინი კვლავ პატიმრობაში რჩება. ნიუ იორკის სასამართლოს განაჩენის გარდა, ის გაუპატიურებაში ლოს ანჯელესშიც დამნაშავედ ცნეს. დაზარალებულთა ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება “ტრაგიკულად” მოიხსენიეს და თქვეს, რომ ეს არის “ნახტომი უკან”. […]
“არა რუსულ კანონს” – აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს

25 აპრილს “აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად მორიგი აქცია იმართება თბილისში. დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომდე, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლეს, სადაც აქცია გრძელდება. “ყველამ ნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ნათლად ეწერა; თუ საქართველოში მიიღებენ ამ კანონს, ჩვენ დავკარგავთ ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ დავკარგავთ იმ ევროპულ ზგას რომლსითვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, აქ მჯდიმი […]
ნარკოტიკის გამო, მეგობარმა მეგობარი მოკლა – სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

ფოტო – ტვ პირველი ტვ პირველის ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის, რომელიც ზემო თელეთში მოხდა, ფიგურანტები ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ნედიის ცნობით, 35 წლის მამაკაცი სახლიდან მოტყუებით ჯერ ერთმა მეგობარმა გაიყვანა, მეორემ კი დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დავით კუბლაშვილი ადგილზე სისხლისგან დაიცალა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლიანი გარჩევის ადგილთან ახლოს ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, ისინი მედიასთან ამბობენ, რომ ვერ დაინახეს […]
“ცოცხლად დაწვა უნდოდაო… სასამართლოზე აცდენილები იყვნენ” – რას ჰყვება ლაზარე

“ცოცხლად დაწვა უნდოდაო, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიეს, გავლენას ახდენდნენ სასამართლოზე წინასწარ, უნდოდათ, რომ დაეჭირათ და დამიჭირეს, – ამ განცხადებას ლაზარე გრიგორიადისი “რეაქციაში” აკეთებს. გრიგორიადისი ამბობს, რომ ის სამიზნეში ამოიღო ხელისუფლებამ და დასაჯა. შაბლონურად ჰქონდა ყველას დაწერილი, სასამართლოზე აცდენილები იყვნენ, ვინც ამას აკეთებს ყველა პოლიტიზირებული პოლიციელები არიან, არ ვიცი რაზე მიდის, რას იცავს, პოლიცია რას ნიშნავს ვერ […]
“შემოეთრა ვიღაც რუსი დედაკაცი, ერთი იყვირა: – “ნაკასუ!” და…” – რა მოხდა კარფურში? – ნინო სტურუა

ჟურნალისტი, ნინო სტურუა: Carrefour Georgia თქვენ მართლა ხო არ უბერავთ??? უკვე მეორედ მითხრეს უარი მომსახურებაზე დილის 09:00 საათზე!!! ადრეა ჯერო და ყავის სმა განაგრძეს, დიალოგით, ვის შაქრით უყვარს და ვის ისე. სამაგიეროდ შემოეთრა ვიღაც რუსი დედაკაცი, ერთი იყვირა: – ნაკასუ! და მენეჯერიც გამოვიდა და მოლარეც რა თქმა უნდა იმას მოემსახურენ და მე ისევ მაწვნებით ხელში […]
რუსეთის არმიავ, წადით სახლში – კობახიძეს უნგრეთში აქციით დახვდნენ

“რუსეთის არმიავ, წადით სახლში” – კობახიძეს უნგრეთში ქართველი ემიგრანტები აქციით დახვდნენ. მოქალაქეებს ტრანსფარენტები ჰქონდათ მიტანილი იმ შენობასთან, სადაც კონფერენცია იმართებოდა და ირაკლი კობახიძე იღებდა მონაწილეობას. პრემიერი კობახიძე ბუდაპეშტშია, სადაც ვიქტორ ორბანს შეხვდა და კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და ევროპელი ლიდერები გააკრიტიკა
მიმართვა Massive Attack-ს: გაეცანით საქართველოში არსებულ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას

მოძრაობა სირცხვილი მიმართავს ბენდ Massive Attack-ს, რომელიც 28 ივლისს ბლექ სი არენაზე კონცერტს გამართავს. მიმართვაში, რომელსაც მოძრაობა ავრცელებს, საუბარია რუსულ კანონზე, ოფშორების კანონზე, ოლიგარქიასა და რეპრესიებზე. ისინი მოუწოდებენ Massive Attack-ს, გაეცნონ საქართველოში არსებულ მდგომარეობას. გთავაზობთ განცხადებას სრულად: “თქვენი კონცერტი მუსიკის ნებისმიერი მოყვარულისთვის გამორჩეული მოვლენაა და ქართველი ფანები განსაკუთრებით ელიან თქვენ ჩამოსვლას საქართველოში. ამ ვითარებაში, სასიცოცხლოდ […]
პაატა ზაქარეიშვილი – უტიფრად უტევენ ევროკავშირს – ეს არის არა პრორუსული, არამედ წმინდა წყლის რუსული პოლიტიკა, ეს მტკიცდება კანონით და ეს ძალიან საშიშია

უტიფრად უტევენ ევროკავშირს, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა. პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ხელისუფლება ნატო-სა და ევროკავშირისგან დისტანცირებას ახდენს, რაც „წმინდა წყლის რუსული პოლიტიკაა“. „ჩვენ არ ვიყენებთ არც ნატო-ს და არც ევროკავშირს და ვახდენთ დისტანცირებას, ჩემთვის […]
აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ – ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც მათ პოლიცია დახვდათ მობილიზებული. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პოლიციასთან არანაირ დაპირისპირებას არ აპირებენ. “ჩვენ პოლიციელების არ გვეშინია. ახალგაზრდებთან დაწყებული ომი არავის არ მოუგია და ვერც თქვენ მოიგებთ. ჩვენ აქციის მონაწილეები, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მცველები, პოლიციასთან არანაირ დაპირისპირებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვიაზრებთ, […]