გერმანიის საგარეო: საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია, განზრახ არ შეაფერხოს გზა ევროპისკენ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, “განზრახ” არ შეაფერხოს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს. “ათასობით ადამიანი საქართველოში ყოველ ღამე აპროტესტებს სიტყვის თავისუფლების და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული […]

საქართველოში რუსეთის გავლენა ბრუნდება – აშშ-ის “ჰელსინკის კომისია”

შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელსაც უმეტესად “ჰელსინკის კომისიის” სახელით იცნობენ, საქართველოში ე.წ. “უცხოეთის აგენტის” კანონპროექტის ინიციირებას ეხმაურება. 25 აპრილით დათარიღებულ ამერიკელ კონგრესმენთა განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა კვლავ ბრუნდება. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს, რომელიც სათაურით – “ჰელსინკის კომისიის წარმომადგენელთა პალატის ლიდერთა განცხადება, საქართველოში უცხოეთის აგენტის კანონპროექტის ინიციირებასთან დაკავშირებით” – […]

გოგოლაშვილი: არასწორია, თითქოსდა უვიზოს გაუქმებას EU-ს წევრების კონსენსუსი ესაჭიროება

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც გოგოლაშვილი ფეისბუქზე წერს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უბრალო უმრავლესობის მიმართვაა საკმარისი. “რაც შეეხება ევროკავშირის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის […]

მატჩი 72-ე წუთიდან გაგრძელდა – “რომამ” “უდინეზეს” მოუგო

როგორც იცით, 14 აპრილს სერია A-ს 32-ე ტურის მატჩი “უდინეზესა” და “რომას” შორის 72-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, იმის გამო შეწყდა, რომ სტუმართა გუნდის მცველი ევან ნ’დიკა გაზონზე დაეცა, მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავი უკეთ იგრძნო. შეხვედრა დღეს განახლდა და “ჯალოროსის” კომპენსირებულ დროში გამარჯვება ბრაიან კრისტანტემ მოუპოვა. “რომა” 58 ქულით მეხუთე […]

პოლიციამ ახალგაზრდებს, რომელთაც რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი, გზის სავალი ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც ხმაური მოჰყვა

აქციის ორგანიზატორებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილის “ხელოვნურად გადაკეტვა შეეწყვიტათ” და პარლამენტთან, ტროტუარზე გადაენაცვლათ. სამართალდამცავების განცხადებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის შემთხვევაში აქციის ორგანიზატორებისთვის ჯარიმა 5000 ლარია. ასევე, მათი თქმით, იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ეცდებიან და მათთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. “მოგიწოდებთ გადაბრძანდეთ გზის […]

შალვა პაპუაშვილი – „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად აცდენილია იგი რეალობას, ასევე, რა წარმოდგენა აქვთ საქართველოს, საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ

საქართველოს გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით “ევროპის სახალხო პარტიის” მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად ნაკლოვანია ეს რეზოლუცია და როგორ არის იგი რეალობას აცდენილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, აფხაზეთის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღნიშვნა ისეთივე მცდარია, როგორც გამჭვირვალობის კანონპროექტისთვის “რუსული კანონის” დარქმევა, ან თითქოს იგი “ღალატობს” […]

“ამ დღეებში ევროპის დედაქალაქი თბილისია” – მიხაელ როთი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მადლობას უხდის

“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ამ დღეებში ევროპის დედაქალაქი არის არა ბრიუსელი, არა პარიზი, არა მადრიდი, არამედ თბილისი, სადაც ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული, რათა დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი ერთობლივი ევროპული ფასეულობები”, – ამბობს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ტელეკომპანია “მთავართან” ინტერვიუში. მიხაელ როთი მორიგჯერ აღნიშნავს, რომ კანონი, რომელსაც “უცხოური […]

“კონცერტამდე გაეცანით საქართველოში არსებულ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას” – მიმართვა Massive Attack-ს

მოძრაობა “სირცხვილია” ქართველი ხალხის სახელით მიმართვას ავრცელებს და მუსიკალურ ჯგუფ Massive Attack-ს მოუწოდებს, საქართველოში კონცერტის გამართვამდე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ “საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას” და განსჯის საფუძველზე გადადგან საპასუხო ნაბიჯი. “ვიცით, რომ ჯგუფი Massive Attack სამართლიანობის, გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და უმცირესობათა უფლებების მხარდამჭერია… სულ მცირე, ვიმედოვნებთ, რომ ამ ანტიდემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ სცენიდან თქვენს პოზიციას დააფიქსირებთ. გვჯერა, […]

უზენაესი სასამართლოს წევრები, ტრამპის საქმეზე იმუნიტეტის გარკვეული დონის სასარგებლოდ იხრებიან

ხუთშაბათს, ტრამპის მიერ საპრეზიდენტო იმუნიტეტის მოთხოვნის თაობაზე არგუმენტების მოსმენისას, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს კონსერვატორმა წევრებმა, მხარდაჭერა გამოთქვეს იმ არგუმენტის მიმართ, რომ პრეზიდენტებს აქვთ გარკვეული იმუნიტეტი კრიმინალური ბრალდებების წინააღმდეგ, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას გარკვეულ ქმედებებს უკავშირდება. ტრამპი ითხოვს იმუნიტეტს კრიმინალური ბრალდებისგან, რომელიც 2020 წლის არჩევნებში დამარცხების შეცვლის მცდელობას ეხება. არგუმენტების მოსმენის დროს დასმული კითხვები ეხებოდა პრეზიდენტების ისეთ ჰიპოთეტურ […]