გერმანიის საგარეო უწყება – საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ, – ასე ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირების გამო ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. უწყების განცხადებით, საქართველოში ათასობით ადამიანი ყოველ ღამით მართავს საპროტესტო აქციას სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად.
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ნაკრებისთვის ₾30 მლნ-ს ჯილდოს დაპირება, რეპუტაციის გათეთრებაა – სანდრო ქევხიშვილი

ბიძინა ივანიშვილის “ქართუს” მიერ, ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოდ დაწესებული 30 მლნ ლარი, რეალურად რეპუტაციის გათეთრების მცდელობაა – ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემაში “ანალიტიკა” TI ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ქევხიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილი ზოგადად ამ ტაქტიკით მოქმედებს და მაგალითად ხელოვანებისთვის წლების განმავლობაში გადახდილი ხელფასი მოჰყავს, რომელსაც ქევხიშვილის შეფასებით, არავითარი საერთო არ აქვს ქველმოქმედებასთან. ” ოლიგარქებთან დაკავშირებით, […]
ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია – თეა წულუკიანი

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის” ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის შესახებ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, რეზოლუციის ავტორები არ იღებენ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების ან გაუქმების შესახებ. „რაც არ უნდა იყოს ეს ტექსტი, ის მიღებულია და კენჭნაყარია ევროპარლამენტარების მიერ, რომლებიც არ არიან […]
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში, ჯამში გასაღებულ იქნა 21 400 აშშ დოლარის ოდენობის 100 დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები. გამოძიების პროცესში აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა […]
დღეს სამშობლოსათვის წამებული წმიდა დიმიტრის (ყიფიანი) ხსენების დღეა

წმიდა დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 (27) აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში ივანე ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. დიმიტრი ტფილისში აღზარდეს ნათესავებმა, მარიამ ყიფიანმა და ნიკიფორე ფიოდოროვმა. 1830 წელს დიმიტრი ყიფიანმა ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელი დაამთავრა და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. ჭაბუკი დიმიტრი მონაწილეობდა 1820-1830-იანი წლების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული კულტურის გამოცოცხლებასა და აღორძინებას. […]
საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ – გერმანიის საგარეო უწყება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ინიციირებულ „აგენტების კანონს“. გერმანიის საგარეო უწყება პლატფორმა X-ზე წერს, რომ ათასობით ადამიანი საქართველოში ყოველ ღამე საპროტესტო აქციას მართავს სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად. “ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის […]
ფარხატ მამედოვი – სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ლიხმა ალიევის მოსკოვში ვიზიტის შედეგებზე, აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების პრობლემურ საკითხებზე, ასევე იმაზე, რეალურად რა ხდება დღეს ზანგეზურის კორიდორში, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ერევნის მტკიცება, რომ ამ კორიდორის თემა აღმოჩნდა ის საკვანძო საკითხი, რის გამოც აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობები დრო და დრო რთულდება, ასევე იმაზე, ახლა რა ვითარებაა ყარაბაღში, „ინტერპრესნიუსი“ სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორს, ფარხატ მამედოვს ესაუბრა. – […]
აშშ-მა, ბრიტანეთმა და კანადამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვეს

შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ, ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. შემაკავებელი ზომების სამიზნე, უპირველეს ყოვლისა, დრონებით ვაჭრობა და მათი წარმოებაა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასანქცირდა 16 კომპანია, 8 ფიზიკური პირი, ხუთი ხომალდი და ერთი თვითმფრინავი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანული დრონების წარმოებაში მონაწილეობისთვის სანქცირებულია ოთხი კომპანია […]
როგორი იქნება ₾50 მილიონიანი DoubleTree by Hilton ბრენდის სასტუმროს და ვილების პროექტი ვეჯინის ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში DoubleTree by Hilton ბრენდის სასტუმროს გაიხსნა იგეგმება. ვეჯინში ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე, 12 ჰა მიწის ფართობზე, სასტუმროსთან ერთად 67 ვილა აშენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ჯამში 50 მლნ ლარია. გურჯაანში პროექტი სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობით შენდება და თანადაფინანსების მოცულობა 6 მლნ ლარს შეადგენს. სასტუმრო პროექტის მმართველი კომპანია GVG + -ია, რომელიც არსებულ […]
დენი გაითიშება! – გადაამოწმეთ მისამართები

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება. შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს: ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ხუდადოვის, ჩხიკვაძის, მესხის, არგვეთის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, ზაქარაიას, მანჯგალაძის, ქურდიანის, ჩერნიშევსკის, ჯავახიშვილის, არჩილ და გია ქურდიანების, ჩიქობავას, ნეკრასოვის, აბასთუმნის, სამღერეთის, გოგოლის, ჩუბინაშვილის, […]