მთავრობამ „მომავლის ენერგიას“ დმანისში ჰესის ასაშენებლად მიწა 49 წლით გადასცა – განკარგულება

საქართველოს მთავრობამ კომპანია „მომავლის ენერგიას“ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 4.8 ჰა-ის ფართობის 4 მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით 49 წლით გადასცა. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრემიერის 575-ე განკარგულების მიხედვით, მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპანიამ 49 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 15 366 ლარი უნდა გაიდაიხადოს. ამასთან, განკარგულებით გადაცემული უძრავი ქონება „მომავლის ენერგიამ“ 2022 წლის 9 მარტს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით […]
TI: მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს. ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში, რომელმაც შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები. შეფასებას თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შესახებ ანგარიში […]
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში, ჯამში გასაღებულ იქნა 21 400 აშშ დოლარის ოდენობის 100 დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები. გამოძიების პროცესში აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად […]
ანა ბუჩუკური – ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ „ოცნების“ პირობებში ქვეყანა ევროპისკენ ვეღარ წავა – ივანიშვილმა და ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს

“ოცნება” ანადგურებს, სრულად ხაზს უსვამს ყველა იმ მონაპოვარს, რომლისთვისაც თავად მიუღწევია, ერთადერთი მიზნით, რომ ნებისმიერ ფასად, რამენაირად, ძალაუფლება გაიხანგრძლივოს – ივანიშვილის პირობებში, “ოცნება” ევროპისკენ ვეღარ და აღარ წაგვიყვანს, ეს გზა თავად ჩაკეტეს, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რეზოლუციის თითოეული ჩანაწერი საქართველოს აზიანებს და […]
სალომე სამადაშვილი – უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო – ეს შესაძლებელია, თუ წევრი ქვეყნების ნაწილიც დაუჭერს მხარს

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ საქართველოს შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდეს. როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არ სჭირდება და ქვეყნების ნაწილის მხრიდან ხმის მიცემაც საკმარისი იქნება. “ბევრი ადამიანი მეკითხება, რამდენად რეალურია გაუქმდეს შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმი? 1. ტექნიკურად შესაძლებელია, […]
მიხეილ სააკაშვილი – ვიზალიბერალიზაცია დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ამათმა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც უკუღმა წაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა, ქვეყნის ვიზალიბერალიზაცია „უკუღმა წაიყვანა“. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. „ვიზალიბერალიზაცია დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ამათმა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც უკუღმა წაიყვანეს“,- წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა გუშინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც მათ შორის უვიზო რეჟიმის გადახედვაზეა საუბარი.
იენს სტოლტენბერგი – ჩვენ დავუშვით შეცდომა, როდესაც დამოკიდებული გავხდით რუსულ ნავთობსა და გაზზე – ეს შეცდომა ჩინეთთან არ უნდა გავიმეოროთ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთმა არ უნდა დაუშვას ჩინურ რესურსებზე დამოკიდებულება, როგორც ეს ადრე რუსეთის ნავთობისა და გაზის შემთხვევაში იყო. „წარსულში ჩვენ დავუშვით შეცდომა, გავხდით რა დამოკიდებულები რუსულ ნავთობსა და გაზზე. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ეს შეცდომა ჩინეთთან. მის ფულზე, ნედლეულზე, ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება დაუცველებს გვხდის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს […]
პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლით (უკანონო დაკავებაში დახმარება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან […]
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი გადაამზადა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტრენინგებს აგრძელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „პირველი დახმარება“- სასწავლო კურსი ტურიზმის სექტორის 250-მე წარმომადგენლისათვის გაიმართა. ინფორმაციის მიხედვით, ტრენინგში გიდები, ტუროპერატორები, სასტუმროების თანამშრომლები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები მონაწილეობდნენ. სასწავლო კურსი თბილისში, გორში, კასპში, ქუთაისში, ყვარელში, ამბროლაურში, ზუგდიდში, ახალციხესა და მესტიაში ჩატარდა. ტრენინგის ყველა მონაწილეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სერტიფიკატი […]
გერმანია: საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ განზრახ არ შეაფერხოს ევროპული გზა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ: „ათასობით ადამიანი საქართველოში ყოველ ღამით პროტესტში იღებს მონაწილეობას სიტყვის თავისუფლებისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ“ — […]