El Pais: ესპანეთი უკრაინას Patriot-ის რაკეტებს გაუგზავნის

გაზეთი El Pais-ის ინფორმაციით, ესპანეთი უკრაინაში მცირე რაოდენობის Patriot-ის რაკეტებს გაგზავნის. გამოცემის თქმით, ესპანეთს Patriot-ის სისტემის სამი ბატარეა აქვს, რომელიც გერმანიისგან 2004 და 2014 წლებში შეიძინა. 25 აპრილს, ესპანურმა დიპლომატიურმა წყარომ რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა, რომ “ჩვენ უკრაინის მიმართ ვალდებულება გვაქვს გასაზრდელი”. მანამდე, ესპანეთში უკრაინისთვის საზენიტო საშუალებების გადაცემა გამორიცხეს, თუმცა განაცხადეს, რომ ჭურვებს მიაწოდებდნენ. აპრილის დასაწყისში […]
POG: როინ შავაძის უკანონო დაკავების ფაქტზე სამართლებრივი დევნა კიდევ 1 პირის მიმართ დაიწყო

პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს-ს უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო. “პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები, ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, თითქოსდა […]
დანია უკრაინის დახმარების ფონდისთვის $630 მილიონს გამოყოფს

დღეს, პარასკევს დაგეგმილი “რამშტაინის” ფორმატის მორიგი შეხვედრის წინ, დანიამ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების ფონდს 4,4 მილიარდ კრონს (630 მილიონი აშშ დოლარი) გადასცემს. ფონდი შეიქმნა დანიის მიერ 2023-2028 წლებში უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად და მისმა მთლიანმა მოცულობამ ახლა მიაღწია 64,8 მილიარდ კრონს (დაახლოებით 9,3 მილიარდი დოლარი). “ომის დასაწყისიდანვე დანია იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დონორი ქვეყანა. ჩვენ […]
შაილოსთან დაძაბულობის შემდეგ ანჯელინას ფავორიტი 15 წლის ვივიენია? – ოსკაროსანი მსახიობი პრემიერაზე 15 წლის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა – Marao

ანჯელინა ჯოლი წითელ ხალიჩაზე 15 წლის ქალიშვილთან ვივიენთან ერთად გამოჩნდა. დედა-შვილი ბროდვეის ახალი მიუზიკლის “The Outsiders” პრემიერას დაესწრო. როგორც ცნობილია, ანჯელინა ახალ პროექტზე შვილთან ერთად მუშაობდა. ჯოლი მიუზიკლის ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერია. მსახიობმა ისიც განაცხადა, რომ სცენარზე მუშაობა სწორედ ქალიშვილის თხოვნით დაიწყო. ვივიენი პროექტზე დედის თანაშემწე იყო. აღსანიშნავია, რომ ეს შოუბიზნესში მისი პირველ სამუშაოა. ცოტა ხნის […]
ჩინეთის საგარეო მინისტრი ენტონი ბლინკენს – აშშ-ჩინეთის ურთიერთობები, შესაძლოა, დაღმავალ სპირალს დაუბრუნდეს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი შეერთებული შტატებს აფრთხილებს, რომ ბოლო დროს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებას საფრთხეს უქმნის შეფერხებებს, რამაც შეიძლება ისინი „დაღმავალი სპირალისკენ“ დააბრუნოს, რომელიც გამოიწვევს მეტოქეობას, დაპირისპირებას და კონფლიქტსაც კი. „ნეგატიური ფაქტორები ურთიერთობაში კვლავ იზრდება და ურთიერთობა შეფერხებების წინაშე დგება. ჩინეთის ლეგიტიმური განვითარების უფლებები დაუსაბუთებლად იქნა ჩახშობილი და ჩვენი ძირითადი ინტერესები გამოწვევების წინაშე […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – სახეზეა საშიში და საგანგაშო ტენდენცია – მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახეზეა საშიში და საგანგაშო ტენდენცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს GRECO-ს შეფასების ანგარიში. „საქართველოს მთავრობამ პირველად განაცხადა უარი ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებაზე. […]
მამარდაშვილი “ბარსას” წინააღმდეგ, “ვალენსიასა” და “ნაპოლის” ბრძოლა ევროპისთვის და მიქაუტაძის – გადარჩენისთვის…

ევროპული ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” კი რთულად, მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, ევროზონაში შევიდეს. უახლოესი მეტოქე “რომაა”, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად პოზიციების შენარჩუნება სჭირდება, მითუმეტეს, გასულ უქმეებზე მარცხის შემდეგ. შეხვედრა “დიეგო მარადონაზე” კვირას, 28 აპრილს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება. ნეაპოლური კლუბი წინა მატჩში ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა და კალცონამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ეს […]
მიწის ნაკვეთი პაპაშვილი-ივანიშვილის მეზობლად – აბასთუმანში საბავშვო ბაღის შენობა აუქციონზე მესამედ გამოიტანეს

დაბა აბასთუმანში, ასათიანის ასათიანის ქN2-ში მდებარე 6168 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საბავშვო ბაღის შენობასთან ერთად იყიდება. საწყისი ფასი 3 131 236 ლარია. აუქციონი აღნიშნულ ობიექტზე უკვე მესამედ ტარდება. წინა ორი აუქციონის პირობებში მითითებული იყო, რომ საპრივატიზაციოდ წარმოდგენილ შენობა-ნაგებობაში განთავსებული იყო საბავშვო ბაღი და მის ფუნქციონირებას მაისის ბოლომდე პრობლემა არ უნდა შეჰქმნოდა, თუმცა აუქციონის ახალ […]
Wolt Ads-ი – Wolt-ის ინოვაციური პროდუქტი პარტნიორი ბიზნესებისთვის გაყიდვების ზრდის ხელშესაწყობად

Wolt-ი პარტნიორებს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის ახალ პროდუქტს – Wolt Ads-ს სთავაზობს. ახალი სარეკლამო სერვისი, რომელიც ვოლტმა 27 ბაზარზე დანერგა, მიზნად ისახავს, სავაჭრო პარტნიორების ხელშეწყობას, გაზარდონ ცნობადობა, რაც მათ გაყიდვების ზრდისა და ბიზნესის გაფართოების საშუალებას მისცემს. „მოხარულები ვართ, წარვუდგინოთ Wolt Ads-ი ჩვენს პარტნიორებს. ბოლო თვეების განმავლობაში დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ჩვენს პარტნიორებს გაყიდვები მნიშვნელოვნად გაეზარდათ, სარეკლამო […]
ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია, ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ზაგრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას 15-კაციანი გუნდით – 9 კაცით და 6 ქალით შეუდგა და პირველი მედლებიც მოიპოვა. ჩემპიონატის პირველ დღეს ჯილდოებისთვის ბრძოლას კაცებში -60 და -66, ქალებში კი -48, -52 და -57 კილოგრამ წონით კატეგორიის ძიუდოისტები შეუდგნენ. ჩვენთვის საყურადღებო კაცთა -66 და ქალთა -57 კილოგრამ წონითი კატეგორიები იყო, რადგან დანარჩენ შემთხვევაში წარმომადგენელი […]