გასულ წელს ემიგრაციაში საქართველოს 163 480 მოქალაქე წავიდა, რუსეთიდან კი 52 627 იმიგრანტი შემოვიდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს […]
ოთარ შამუგიამ და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი

სოფლის მეურნეობის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის, სურსათის წარმოების გაძლიერების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ფერმერების ცოდნის ამაღლების, ამავდროულად, სოფლად სიღარიბის შემსუბუქების, დარგში გენდერული და სოციალური ბალანსის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის […]
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207). 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.0 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა […]
ჩვენი სამზარეულოს ძირითადი მომხმარებელი ლონდონში მცხოვრები ქართველები არიან – Visiting Georgia

ლონდონში ქართულ რესტორან Shoti-ში მუშაობის შემდეგ, ბექა აბაშიძემ „სტუმრად ქართველებთან“ – Visiting Georgia შექმნა და ქართული კერძების გაყიდვა, ლონდონის მასშტაბით, ონლაინ დაიწყო. ის და მისი მეუღლე ახლა მიტანის სერვისის გამართვაზე მუშაობენ და სამომავლოდ პატარა რესტორნის გახსნა სურთ. „2 წელია, რაც ლონდონში ვცხოვრობ. ჯერ ქართულ რესტორან Shoti-ში დავიწყე მუშაობა. მერე გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმე წამომეწყო, რაშიც […]
თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპლექსი დაპროექტებულია ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით სადაც ყველა დეტალზე ნაფიქრია. საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, საკვები ობიექტები, მაღაზიები, საერთო სამუშაო სივრცეები და იზოლირებული ეზო მაცხოვრებლებისათვის, სადაც გათვალისწინებულია როგორც სპორტული მოედანი, ასევე ბავშვთა გასართობი სივრცე, ყოველდღიური ცხოვრებისთვის, მუშაობისა და […]
„საქსტატი“ – 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 48% კაცია, ხოლო 52% ქალი

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 48% კაცია, ხოლო 52% ქალი. სტატისტიკის თანახმადვე, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3%-ს შეადგენს. „2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან […]
„საქსტატი“ – 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს. „2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ […]
გრუნი-ს პრორექტორი საკუთარ როლს ეროვნული ბანკისა და სავალუტო ფონდის ურთიერთობების აღდგენაში ხედავს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 28 განაცხადი შევიდა, მათ შორის შერჩეული 8 კანდიდატიდან ერთ-ერთი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაიაა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ვახტანგ ჭარაიას ამბიცია, გახდეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გამყარებულია მრავალწლიანი და მრავალფეროვანი […]
ამდენი ხნის განმავლობაში მიღწეული წარმატება პოლიტიკური რყევების გამო არ უნდა დავკარგოთ – ზურაბ ერისთავი

RENTALS-სა და Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი, ზურაბ ერისთავი აცხადებს, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის პოლიტიკური არასტაბილურობა ცუდი სიგნალია. BMG-ის კითხვაზე, რამდენადაა მიმზიდველი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უცხოელი ინვესტორებისთვის, ზურაბ ერისთავი აღნიშნავს, რომ ინტერესი არის, რასაც მათ შორის ისიც მოწმობს, რომ მზარდია უძრავი ქონების კვირეულზე უცხოელი სტუმრების რაოდენობა. თუმცა მისივე თქმით, მეტი ინვესტორის მოსაზიდად, სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური […]
შვეიცარიის საპარლამენტო კომიტეტმა უკრაინის 5 მილიარდი ფრანკით დახმარების გეგმა დაამტკიცა

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატის უსაფრთხოების კომიტეტმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ფრანკის ღირებულების დახმარების გამოყოფას 8 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. დახმარების პაკეტი უფრო ფართო, 10.1 მილიარდი ფრანკის ღირებულების პაკეტის ნაწილს შეადგენს, რომელიც შვეიცარიის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად. ფინანსურმა კანონპროექტმა პარლამენტში კიდევ უნდა გაიაროს რამდენიმე ეტაპი, სანამ კანონად დამტკიცდება. პარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსხვილი პაკეტი ჩაფიქრებულია, როგორც […]