საქსტატი: საქართველოს მოსახლეობა 1.1 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრისთვის წინა წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 1.1 პროცენტით შემცირდა და 3 684 600 ადამიანი შეადგინა. საქსტატი აღნიშნავს, რომ განახლებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და ასევე უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207) დაფიქსირდა. სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.0 […]

შემაძრწუნებელია, რომ მთავრობა ასე თავხედურად უტევს ქართველი ხალხის ნებას — ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და მაღალი რანგის წარმომადგენელმა სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, გაიწვიოს „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტი“ და უარი თქვას დესტრუქციულ გზაზე. „დამოუკიდებლობის აღდგენიდან ათწლეულის ბრძოლის შემდეგ, რუსული გავლენა საქართველოში ბრუნდება. სამარცხვინოა, რომ საქართველოს მმართველი პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს და მისი უახლოესი მეგობრების რჩევას, […]

“ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ჩამიტარებია თუ არა კონცერტი რუსეთში, მიმღერია თუ არა რუსებისთვის გეტყვიან “არა-ს”! 1982 წლის შემდეგ ფეხი არ დამიდგამს მათ სცენაზე” – თამრიკო ჭოხონელიძე

“ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ჩამიტარებია თუ არა კონცერტი რუსეთში, მიმღერია თუ არა რუსებისთვის გეტყვიან “არა-ს”! 1982 წლის შემდეგ ფეხი არ დამიდგამს მათ სცენაზე” – თამრიკო ჭოხონელიძე მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ის წლე­ბის წინ რუ­სეთ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია მის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია. მი­სი­ვე თქმით, 1982 წლის […]

პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო

პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის […]

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, დედისა და ბიძის მიმართ, პროკურატურას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს – მხარეები დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედის, ეგანა მაგარამოვასა და ბიძის, ნატიკ მაგარამოვის საქმეზე პროკურატურას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. საქმის პროკურორის, ხატია წერეთლის განმარტებით, საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მტკიცებულებები არსებობს. […]

ბანკების აქტივები მილიარდით გაიზარდა – სისტემაში პეივბანკი ჩაერთო

ბანკების აქტივები მარტში 1 მილიარდით 81 მლრდ ლარამდე გაიზარდა. პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15- საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. სებ-ის სტატისტიკურ ანგარიშგებაში, ბაზარზე ახლად შესული ციფრული ბანკებიდან, პეისერასთან ერთად უკვე მონაწილეობს „პეივიც”, 5.6 მლნ ლარამდე აქტივით. სისტემაში ჯერ არ არის „ჰეში”. თუმცა სამივე, სატესტო რეჟიმში ყოფნის სტატუსს […]

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპლექსი დაპროექტებულია ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით სადაც ყველა დეტალზე ნაფიქრია. საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, საკვები ობიექტები, მაღაზიები, საერთო სამუშაო სივრცეები და იზოლირებული ეზო მცხოვრებლებისათვის, სადაც გათვალისწინებულია როგორც სპორტული მოედანი, ასევე ბავშვთა გასართობი სივრცე, ყოველდღიური ცხოვრებისთვის, მუშაობისა და […]

TI: მთავრობა GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს თქმით, საქართველოს მთავრობა პირველად აცხადებს უარს ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებაზე. აქამდე 2024 წლის 18-22 მარტს, სტრასბურგში, GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში, რომელმაც შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები. […]

პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე: თავს ესხმიან ქართველ ხალხს, რაც აზიანებს თავად ევროკავშირს

რაც შეეხება რეზოლუციას, მგონი, ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია, რომ არის გარკვეული ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელიც ვხედავთ, რომ კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდა თავისთან ოთახებში და წაახალისა მისი შემოპარვა საქართველოში, ფაქტობრივად, გაწირა ქართველი ხალხი დაპირისპირებისთვის. ზუსტად იმ ევროპარლამენტარებმა, რომელთაც ვხედავთ ხოლმე ტელეეკრანებზე, ეს ის ევროპარლამენტარები არიან, რომლებსაც ამერიკაში ლობისტების სიაში აღმოჩნდნენ, ამერიკელი ლობისტები უმზადებენ […]

2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია. რაც შეეხება იმიგრანტებს, მათი რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცია. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს […]