„მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება, ის ინკლუზიურია და პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან” – ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო უძრავი ქონების კვირეულის ოფიციალურ გახსნაში. ლევან დავითაშვილმა საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია”-ში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას დეველოპერული და სამშენებლო სექტორების ზრდა-განვითარების მნიშვნელობასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში მათ როლზე ისაუბრა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორის განვითარება, ის პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან, საკმაოდ ინკლუზიურია და მასში ჩვენი ქვეყნის […]
„ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ – $4 მილიონიანი პროექტი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება

პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალ პროექტს იწყებს. 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება. პროექტის სამიზნე ჯგუფად […]
ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქართულ-ყაზახური ეკონომიკური კავშირების 2006-2023 წლის კრებსითი სტატისტიკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივით თიბისი კაპიტალი უკვე მეოთხე წელია ამზადებს. შეხვედრაზე თიბისი კაპიტალის მკვლევარმა ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ანგარიში წარმოადგინა, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს მოიცავს. პრეზენტაციისას დეტალურად განიხილეს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებები, სადაც გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები. პრეზენტაციაში, ასევე, მიმოხილული […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქართულ-ყაზახური ეკონომიკური კავშირების 2006-2023 წლის კრებსითი სტატისტიკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივით თიბისი კაპიტალი უკვე მეოთხე წელია ამზადებს. შეხვედრაზე თიბისი კაპიტალის მკვლევარმა ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ანგარიში წარმოადგინა, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს მოიცავს. პრეზენტაციისას დეტალურად განიხილეს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებები, სადაც გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები. პრეზენტაციაში, ასევე, მიმოხილული […]
თიბისის მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტრაციები და სხვა. ბილეთის შეძენა და პროგრამის გაცნობა შეგიძლიათ ვებგვერდზე – https://adblacksea.com/attend/agenda. თიბისის სადებეტო Visa ბარათით ბილეთის შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 20% მომენტალურად უკან დაიბრუნდებათ. ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, […]
ირანში რეჟიმის მიმართ კრიტიკულ რეპერს სიკვდილი მიუსაჯეს

ირანის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილ რეპერს, თუმაჯ სალეჰს, ადვოკატის ცნობით, 2022 წლის აქციების ტალღაში მონაწილეობისთვის სიკვდილი მიუსაჯეს. “თუმაჯ სალეჰის სიკვდილით დასჯის ბრძანება იქნა გაცემული”. – დაწერა სალეჰის ადვოკატმა X-ზე. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) განცხადებაში წერია, რომ სალეჰი თავდაპირველად 2022 წელს დააკავეს და 6 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ირანის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ განაჩენი […]
“ამაზე დათანხმება ნიშნავს, რომ მონობაზე ხარ თანახმა” – ლელა გაფრინდაშვილი რუსულ კანონზე

ფილოსოფოსი და სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლელა გაფრინდაშვილი “ქართული ოცნების” მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის დარღვევას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას “წინასაარჩევნო ფანდად” აფასებს. ის ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას სულ ელექტორატის დარწმუნება, რომ “თვითონ არიან პატრიოტები და რაღაც ძალიან მნიშვნელოვან საშინელებას უნდა გადაარჩინონ მოქალაქეები და სახელმწიფო”. თუმცა, სოციოლოგისთვის ცხადია, რომ წინააღმდეგობა, რომელიც […]
„არ ვაპირებთ არაფრის გადახედვას“ – ბჟანია ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“ და არ არსებობს გადაუჭრელი პუნქტები. „შეთანხმებების შესახებ არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, არის მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. ეს ასეა, ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის გადახედვას, არ მიგვაჩნია საჭიროდ. ზოგიერთს ეს არ გაუხარდა. ხალხი ეძებს თემებს, რომ […]
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მიკოლა სოლსკის წინასწარი პატიმრობა კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეეფარდა, რომელიც ფოკუსირებულია ბრალდებებზე, რომ ის დაახლოებით 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონო შეძენაში მონაწილეობდა. ბრალდებები ეხება 2017-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სოლსკის სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშვნამდე მოხდა. მოსამართლემ განაცხადა, […]