ირაკლი ზარქუა – ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას, რომელიც დგას უსამართლობაზე და არის მწვალებელთა პარტიის მეგობრების მიერ შექმნილი – ჩვენ მორიგ ჯერზე ვართ მომსწრე, როგორ ხდება ევროპული ღირებულებების დევალვაცია

ჩალის ფასი აქვს ასეთ რეზოლუციას, რომელიც დგას უსამართლობაზე, უბრალოდ არის მწვალებელთა პარტიის მეგობრების მიერ შექმნილი – ჩვენ მორიგ ჯერზე ვართ მომსწრე, როგორ ხდება ევროპული ღირებულებების დევალვაცია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაირკვევა, თუ ვისგანაა დაფინანსებული და ლობირებული აღნიშნული რეზოლუცია. როგორც ზარქუა აღნიშნავს, ქვეყნის […]

მიხეილ სააკაშვილი – არჩევნების შემდეგ უნდა დამტკიცდეს წინასწარ შეთანხმებული მთავრობა, რომელშიც აპოლიტიზირებული, საზოგადოებისთვის ცნობილი სპეციალისტები შევლენ – ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე წინასწარ უნდა შევთანხმდეთ

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი ძირითადი პრინციპების გარშემო ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნიშნავს ჩემთვის ერთობა – ეს არის ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ერთობა ძირითადი პრინციპების გარშემო, ხოლო რომელთა ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი სამოქალაქო […]

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. „ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს […]

შოთა შალელაშვილი – რატომ ევროკავშირი? – მშვიდობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, ქვეყნის თვითმყოფადობის დაცვა და ღირებულებები 27 სახელმწიფოსა და მის 450 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს

პარტიის, „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი ასახელებს სამ კრიტერიუმს, რასაც ქვეყნები ევროკავშირთან შეერთებისთვის უნდა აკმაყოფილებდნენ და ამბობს, რომ სწორედ აქედან გამომდინარე შეიძლება დასკვნის გაკეთება, „თუ რატომ აფერხებს ხელისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს“. შოთა შალელაშვილის განცხადებას „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს. „რატომ ევროკავშირი? – მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, ქვეყნის თვითმყოფადობის დაცვა და ღირებულებები […]

ნანა ტოხვაძე – მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს – უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა. ტოხვაძე მასწავლებლებს მოუწოდებს, უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას „მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს – უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას. არავის მისცენ მათ მიმართ უღირსად მოქცევის უფლება, […]

IBSU-ს რექტორი და პრორექტორი განათლების მიმართულებით ELFA-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახა შენგელია და პრორექტორი განათლების მიმართულებით, სალომე კუჭუხიძე ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ, რომელიც ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენციაზე, რომლის მთავარი თემა იყო „გლობალური იურიდიული განათლების მომავალი“, განიხილეს ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტუალური საკითხი, მათ შორის […]

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ქართულ-ყაზახური ეკონომიკური კავშირების 2006-2023 წლის კრებსითი სტატისტიკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივით „თიბისი კაპიტალი“ უკვე მეოთხე წელია ამზადებს. შეხვედრაზე „თიბისი კაპიტალის“ მკვლევარმა ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ანგარიში წარმოადგინა, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს მოიცავს. პრეზენტაციისას დეტალურად განიხილეს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებები, სადაც გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები. პრეზენტაციაში, ასევე, მიმოხილული […]

“კანონის მიღების შემთხვევაში, დავტოვებ თანამდებობას” – ოცნების წევრი თელავის საკრებულოში

ქართული ოცნების წევრი თელავის საკრებულოში, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენაშვილი ემიჯნება ოცნების მიერ რუსული კანონის ინიცირებას და ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ის პარტიასა და თანამდებობას დატოვებს. ბერძენაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვან კონსტიტუცია და არ გადაუხვიონ ევროინტეგრაციის გზას. “მე როგორც იურისტი, როგორც ორი შვილის მამა, როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, როგორც თქვენი შვილების დამცველი, ცალსახად […]

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპლექსი დაპროექტებულია ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით სადაც ყველა დეტალზე ნაფიქრია. საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, საკვები ობიექტები, მაღაზიები, საერთო სამუშაო სივრცეები და იზოლირებული ეზო მაცხოვრებლებისათვის, სადაც გათვალისწინებულია როგორც სპორტული მოედანი, ასევე ბავშვთა გასართობი სივრცე, ყოველდღიური ცხოვრებისთვის, მუშაობისა და […]

“კონფიდენციალურია” – მთავრობა უარს ამბობს ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფის ანგარიშის გასაჯაროებაზე

საქართველო უარს აცხადებს ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) მიერ მომზადებული ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გასაჯაროებაზე. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცეს. შეფასებისათვის GRECO-ს დელეგაცია 2023 წლის ივნისში იმყოფებოდა საქართველოში. ორგანიზაციის ვებსაიტის თანახმად, ანგარიშმა შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და […]