„მორიგი პროვოკაცია და მუქარა“ – გამოხმაურებები სუს-ის განცხადებაზე

დღეს, 10 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გასაზრდელად „ 2-3 ადამიანის“ მკვლელობა იგეგმება, რასაც შემდეგ „ხელისუფლებას დააბრალებენ“. სუსი კვლავ ირწმუნება, რომ საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. სუსი ისევ იმეორებს, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით ქვეყანაში „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირებული სცენარები […]

“გაემზადეთ, უნდა დაგხოცოთო, – ასე მოგვილოცა მანიაკმა ივანიშვილმა” – მეზვრიშვილი

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, სუსის განცხადებას ეხმაურება და წერს: ასე მოგვილოცა მანიაკმა ივანიშვილმა სუსის პირით ადამიანის უფლებების დღე – გაემზადეთ, უნდა დაგხოცოთო, დახოცვის პროცესი მობილურით გადაიღეთ და ჩვენ გამოგვიგზავნეთო (რომლებიც 10 დღეა არ გავნძრეულვართ და თქვენს წამებას ვუყურებთო). სხვა არაფერი ჰქვია ამ განცხადებას. თუ „დესტრუქციული ძალები“ გვკლავენ და სუსი უყურებს, ეგეც სუსის მიერ […]

“აი, ეს ხალხი დარდობს თურმე იესოზე” – რა ვიდეოს ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი: სასტიკად ნაცემი ბიჭი ყვებოდა, ლოცვა რომ დავიწყე უფრო მცემდნენ და თან მეკითხებოდნენ შენი ღმერთი გშველისო?! ეს ხალხი დარდობს თურმე იესოზე. ნაცემ ახალგაზრდებს ჯვრებს ხსნიან და ჯიბეში იდებენ. ქორწინენის ბეჭდები წაართვეს დაკავებულებს. ნაცემი ბიჭის ვიდეოს კომენტარებში დავდებ. http://

სემეკი, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებული პირებისთვის, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებულ პირებს აცნობებს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ გადააჭარბა გამანაწილებელი ქსელის პიკური დატვირთვის (890 მგვტ) 12%-იან ზღვარს. „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კვტ-ს. ამასთანავე, ქსელზე მისაერთებელი ელექტროსადგურების ჯამურ დადგმულ სიმძლავრედ განსაზღვრულია განაწილების […]

მთავრობამ „რუსთავის აზოტს“ მიწის 7 ნაკვეთი ₾15 840-ად მიჰყიდა – რა ვალდებულება აქვს კომპანიას?

საქართველოს მთავრობამ „რუსთავის აზოტს“ რუსთავსა და გარდაბანში მდებარე მიწის 7 ნაკვეთი 15 840 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში გადასცა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება 2 დეკემბრით თარიღდება. ამავე დოკუმენტის მიხედვით, რუსთავის აზოტს 49 წლით გარდაბნის და რუსთავის მუნიციპალიტეტებში 17 მცირე მიწის ნაკვეთები აღნაგობის უფლებით გადაეცემა, რისთვისაც კომპანიამ ყოველწლიურად 2 660 ლარი უნდა გადაიხადოს. გარდაბნის […]

ქართველი ემიგრანტები Meta-ს სათავო ოფისთან გაძლიერებული მოდერაციის მოთხოვნით შეიკრიბნენ

ქართველი ემიგრანტები კალიფორნიაში Meta-ს სათავო ოფისთან, მენლო პარკში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი მეტი ყურადღების მოთხოვნით შეიკრიბნენ. დემონსტრანტები განმარტავენ, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა კომპანიის პოლიტიკის სამართლიანი და დროული აღსრულებისთვის განსაკუთრებულ მოდერაციას და დამატებით რესურსებს საჭიროებს. დემონსტრანტებმა Meta-ს ოთხი ძირითადი მოთხოვნა წარუდგინეს:

Allianz-მა საშუალოვადიანი მოგების ზრდის პროგნოზი გაზარდა

გერმანულმა სადაზღვევო გიგანტმა Allianz SE-მ გააუმჯობესა მოგების ზრდის საშუალოვადიანი პროგნოზი და ასევე დაჰპირდა აქციონერებს გადახდების გაზრდას. კომპანია ახლა ელოდება, რომ მოგება ერთ აქციაზე გაიზრდება 7%-დან 9%-მდე მომდევნო სამი წლის განმავლობაში.მასალის თანახმადვე, წინა პროგნოზი იყო 5-7%-იანი ზრდა. Allianz ასევე პროგნოზირებს უკუგებას კაპიტალზე (ROE) მინიმუმ 17% მომდევნო სამი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მზღვეველმა შეცვალა დივიდენდების პოლიტიკა და […]

ლევან იოსელიანი – ჩვენი შეფასებითაც, საკანი, სადაც საბა სხვიტარიძე იმყოფება, არ შეესაბამებოდა სტანდარტს, მივაწოდეთ ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებას და მოვთხოვეთ რეაგირება, რომ ის გადაიყვანონ სხვა საკანში

ფაქტობრივი ტყუილია, თითქოს მე სპეცრაზმელებთან დაკავშირებით პოზიციას არ ვაფიქსირებ – როდესაც 10 დღის განმავლობაში, ყველა [განცხადება] მიემართებოდა პოლიციის თანამშრომლებს, სპეცრაზმელებს, ასევე, მათ მიერ ძალის გადამეტების ფაქტებს, ცემის ფაქტებს და სწორედ, ამაზე იყო ყველა ჩვენი განცხადება გაკეთებული, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანის თქმით, მისი მანდატის ფარგლებში მოითხოვა, რომ აქციების დროს მომხდარ ფაქტებზე […]

მამიდის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ბიჭმა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მედიკამენტოზური ძილიდან გაიღვიძა

მამიდის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ბიჭმა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მედიკამენტოზური ძილიდან გაიღვიძა. აღნიშნულის შესახებ ეკა თირქია „ფეისბუქზე“ წერს და ამბობს, რომ ბიჭის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. „სასიხარულო ამბავი გვაქვს…ალექსიმ გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე… რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით, თუმცა, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს ეკა თირქია. ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე […]

„პუბლიკის“ რეპორტიორი მინდია გაბაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

„კონკრეტულად რომელი მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია ის დაბარებული, ჯერ უცნობია“, – აღნიშნავენ გამოცემაში. როგორც მინდია გაბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ მასზე განხორციელებული ძალადობის საქმის ფარგლებში. უცნობი პირები მას 6 დეკემბერს დაესხნენ თავს პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ეროვნულ გალერეასთან. მას ტვინის შერყევა დაუდგინდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC […]