ალექსი თირქია ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს, თუმცა რეანიმაციაში რჩება

3 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს, თუმცა კვლავ ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ დაშავებულის მამიდა ეკა თირქია ავრცელებს. „სასიხარულო ამბავი გვაქვს… ალექსიმ, გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე… რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით… თუმცა ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, — წერს ეკა თირქია. […]
იქნება თუ საბანკო სექტორი შემდეგი? – მთავრობამ თამბაქოს ნაწარმზე აქციზი და სათამაშო ბიზნესზე მოგების გადასახადი გაზარდა

ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ ხელისუფლება სახელმწიფო გადასახადების გაზრდის გზით ბიუჯეტში თანხების მობილიზებას ცდილობს. მისი თქმით, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაზრდა პროდუქტის მოხმარებაზე გავლენას არ იქონიებს და რეალიზაციის მოცულობა არ შემცირდება. რაც თავის მხრივ ბიუჯეტში გარანტირებულ გაზრდილ შემოსავალს უზრუნველჰყოფს. ,,სავარაუდოდ, თავის თავად ნაბიჯი მიგვანიშნებს, რომ სურთ უფრო მეტი შემოსავლის მობილიზება ბიუჯეტში. შესაძლებელია, რომ თუნდაც საერთაშორისო გრანტები […]
ნინო კვიტაიშვილი – მივიღე „ფორმა 100“, სადაც წერია – ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ჭრილობა – ფიზიკური ტკივილი უკან დაიხევს, ავიტან ნაიარევს, გავაგრძელებ ბრძოლას – გამოძიება კი – დუმს

მივიღე ფორმა 100, სადაც დიაგნოზში წერია შემდეგი: ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა, მარჯვენა ყვრიმალ ზედა ყბის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ჭრილობა ცხვირის არეში – ფიზიკური ტკივილი უკან დაიხევს, ავიტან ნაიარევს, გავაგრძელებ ბრძოლას! – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრი ნინო კვიტაიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის დაშავებულებსა და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს. „მაშ […]
საქართველოს წინააღმდეგ მოქმედმა აგენტებმა ოთხჯერ სცადეს ქართული სახელმწიფოს მაიდანიზაცია. მიმდინარე პროცესების კულმინაცია მოითხოვს მსხვერპლს და ეს მსხვერპლი უკვე შერჩეულია! მოერიდეთ სამშობლოს გამყიდველ მოღალატე ძალებთან ერთად დგომას
საქართველოს წინააღმდეგ მოქმედმა აგენტებმა ოთხჯერ სცადეს ქართული სახელმწიფოს მაიდანიზაცია. მიმდინარე პროცესების კულმინაცია მოითხოვს მსხვერპლს და ეს მსხვერპლი უკვე შერჩეულია! მოერიდეთ სამშობლოს გამყიდველ მოღალატე ძალებთან ერთად დგომას საქართველოს წინააღმდეგ მოქმედმა აგენტებმა, რომლებიც პოლიტიკური თამაშის წესებს დიდი ხანია გასცდნენ და ანტისახელმწიფოებრივ დაკვეთებს ასრულებენ, ოთხჯერ სცადეს ქართული სახელმწიფოს მაიდანიზაცია. ამჯერად, ახლა განვითარებული მოვლენები ბოლო ცდაა და ისინი გაცხადებულად […]
2025 წელს ანაკლიის პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მილიონი ლარია გამოყოფილი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947 მილიონი ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: მეწარმეობის განვითარება – 247 მილიონ ლარზე მეტი; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა – 49 მილიონ ლარამდე; საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება – 102 მილიონ ლარამდე; ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 149 მილიონი ლარი, მათ შორის, 25 მილიონი ლარი […]
საპენსიო სააგენტოს აქტივები 6 მილიარდი ლარია

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 6 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 566 ათასი ადამიანია. 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 13.879-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 53.3 მლნ ლარი. საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 5.8 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.35 მლრდ ლარს გადააჭარბა. საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 […]
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა ბელგიაში გაიმართა

ბელგიის სამეფოს ქალაქ გენტში, გამოფენაზე „HORECA EXPO“, ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, […]
ნინო ევგენიძე – ყველა მოსამართლე და სამართალდამცველი, რომლებსაც ადამიანების ტანჯვასა და წამებაში წვლილი შეაქვთ, აუცილებლად დაისჯებიან სხვადასხვა ფორმით – ეს პროცესი დაწყებულია

გუშინ მომხდარიც კი დღეს, უკვე გაგზავნილია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან – ყველა მოსამართლე, რომელსაც ამ ტანჯვაში და ამ ადამიანების არაადამიანურ მოპყრობაში წვლილი შეაქვს, ყველა ის სამართალდამცველი, რომელსაც ამგვარ ქმედებებში, ადამიანების ტანჯვასა და წამებაში წვლილი შეაქვს, აუცილებლად დაისჯებიან სხვადასხვა ფორმით. ეს პროცესი დაწყებულია, – ამის შესახებ EPRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ სხვა არასამთავრობოს სექტორთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე […]
შალვა პაპუაშვილი პავილიონისისა და მიხელსონის განცხადებებზე – გვეუბნებიან, რომ მნიშვნელობა აქვს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს და არა ხალხის არჩევანს და თუ მოსახლეობის ნება თანხვედრაში არ მოდის მათ სურვილებთან, მაშინ არჩევნების შედეგების შეტრიალებაა საჭირო

ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიხელსონმა და პავილიონისმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დამუნათება სცადეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბალტიისპირელი პოლიტიკოსების ეს უხეში განცხადებები საბოლოოდ ხდის ფარდას მათ ჭეშმარიტ განზრახვებს საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ. მისი თქმით, არჩევნების […]
დიმიტრი პესკოვი – აფხაზეთთან საინვესტიციო შეთანხმებისა და სოციალური დაფინანსების საკითხების განხილვას ვაგრძელებთ

აფხაზეთთან საინვესტიციო შეთანხმებისა და სოციალური დაფინანსების საკითხების განხილვას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „დოკუმენტის თემა (შეთანხმება რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ), რომელიც მომზადდა, აფხაზეთის პარლამენტის რეაქცია ამ დოკუმენტსა და ყველა სხვა საკითხზე, ეხება აფხაზეთში მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას, ჩვენი დახმარების გაგრძელებას, ეს ის საკითხებია, რომლებსაც ჩვენს […]