UBER-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის

BMG-ის ინფორმაციით, ტაქსის გამოძახების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Uber-ი საქართველოში შემოდის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე, კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა ღირებულების სერვისს შესთავაზებს, მათ შორის ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის პრემიული სერვისი, სახელწოდებით Uber Black. კონკრეტულად როდის გაეშვება Uber-ის სერვისი საქართველოში, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ BMG-ის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები რამდენიმე კვირის შუალედში შეძლებენ. Uber-ის აპლიკაცია, […]
„ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება“ – ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება“ – ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მიერ მიგრაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, […]
ლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა

ლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა 2024 წლის მარტში ლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მარტის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.20 პროცენტი შეადგინა, რაც წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.55 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.26 პროცენტული პუნქტით). სებ-ის მონაცემებით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 562.23 მლნ […]
„დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას“ – ირაკლი კობახიძე

„დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას“ – ირაკლი კობახიძე ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ სწორედ ჩვენი ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპაში არის სერიოზული […]
დაჩქარდა რუსეთის ჯარის წინსვლა ავდეევკის დასავლეთით – ბრიტანეთის დაზვერვა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაჩქარდა დონეცკის რეგიონში ავდეევკის დასავლეთით რუსეთის ჯარების წინსვლა, – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვამ 26 აპრილს განაცხადა. “რუსეთის სახმელეთო ძალებმა შექმნეს ვიწრო ღიობი უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში, რათა შევიდნენ ქალაქ ოჩერეტინოში, რომელიც ავდეევკის ცენტრიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს. რუსეთის არმიამ დონეცკის ქალაქი ავდეევკა 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში დაიკავა და ეს ტერიტორია […]
Jobs.ge-ზე 6 თვეში 40 913 ვაკანსია გამოქვეყნდა

მხოლოდ მარტში jobs.ge-ზე 7 495 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 7.6%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შემცირდა. PMCG კვლევითი ცენტრის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.7 პროცენტული […]
ATM 2024-ზე მსოფლიო ლიდერები ტურიზმის სფეროზე მეწარმეობისა და ინოვაციების გლობალურ გავლენას განიხილავენ

საერთაშორისო პოლიტიკის შემქმნელები და ტურიზმის გლობალური აქტორები არაბეთის გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Arabian Travel Market (ATM) 2024 იღებენ მონაწილეობას. რიგით 31-ე ყოველწლიური გამოფენა დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში 6 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით გაიმართება, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები და შემომყვანი და გამყვანი ტურისტული ინდუსტრიის ლიდერები მეწარმეობისა და ინოვაციების ტურიზმზე ზეგავლენას ბაზრის ახალ შესაძლებლობებს, ბიზნესში თანამშრომლობისა […]
„ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში უარყოფითი დასკვნა დაიწერება“ – ირაკლი კობახიძე

ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ცდილობენ, ჩაუფინონ ნეგატიური ფონი და დააშინონ ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე. „რაც შეეხება რეზოლუციას, ეს პროცესი არის იმ ყველაფრის […]
შსს: ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით დააკავებულია ერთი პირი. “თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი – სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ა.ა. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ფონიჭალაში 1983 […]
საქართველოს ბანკისა და GAIA-ს თანამშრომლობა: ახალი შესაძლებლობები AI მიმართულებით

დიდი ხანია,ან რაც საქართველოს ბანკისთვის AI სტრატეგიული მიმართულებაა და ამ მხრივ ფინანსური ინსტიტუტი განვითარებას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა და საქართველოს AI-ის ასოციაცია — GAIA-მ პარტნიორობა დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც, ერთობლივი პროექტები და ღონისძიებები იგეგმება. GAIA-ს მიზანია, ადამიანებსა და ბიზნესებს AI-ის საუკეთესოდ გამოყენებაში ხელი შეუწყოს და ქართული AI-ის და მონაცემთა მეცნიერების განვითარებას მხარი დაუჭიროს. […]