ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, “ქართული იდეას” საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა

ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, “ქართული იდეას” საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელშიც “ალტ ინფოა” გაერთიანებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 25 აპრილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალური წერილით აცნობა,რომ მათ წარმოებაში აქვთ საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების – „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკითხის […]
„ლელო“ – ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს – მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას, არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდება. მათი ცნობით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, გეგმავს შექმნას ვითარება რომლითაც აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია და მხარს “რუსულ კანონს” უჭერს. “ლელო“ ხელმძღვანელობს რა ქართველი ხალხის ინტერესებით და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყეობის კონსტიტუციური საფუძვლებით, უერთდება ქართული არასამთავრობო […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა („ტექინფორმი“), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის (ASTI) სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, ღონისძიება FAO-ს სათავო ოფისში, რომში (იტალია) გაიმართა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და […]
თეონა აქუბარდია – „ქართული ოცნება“ პრობლემას ვერ ხედავს, რომ საქართველო მოქალაქეებისგან იცლება – მათი რიტორიკა თანხვედრაშია ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან, რომ რაც მეტი წავიდოდა, მით უკეთესი

„ქართული ოცნება“ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ საქართველო მოქალაქეებისგან იცლება, რაც აჩვენებს იმას, რომ მათი რიტორიკა აბსოლუტურად თანხვედრაშია ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან, რომ რაც მეტი წავიდოდა, მით უკეთესი, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მიგრაციასთან დაკავშირებით “საქსტატის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციაში წასვლა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესია. […]
ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა

2024 წლის 26 აპრილს, ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-ნორვეგიის ურთიერთობათა მიმდინარე დღის წესრიგი და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. „ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორვეგიის მხრიდან საქართველოს საგარეო […]
აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა თეონა ბაკურიძემ სააპელაციოში სასამართლო დავა მოიგო

თეონა ბაკურიძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. როგორ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი კოხრეიძის ბრძანებები – ჟურნალისტის ეთერიდან მოხსნისა და გათავისუფლების შესახებ. “სისტემამ, რასაც ვუპირისპირდებოდით, მაშინაც იცოდა რომ უკანონო იყო ჩემი გათავისუფლება, მაგრამ მათ სჭირდებოდათ დრო რომელიც მოიგეს – 4 წელი. სჭირდებოდათ ჩვენი […]
ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა მიხეილ სააკაშვილზე – ირაკლი კობახიძე

ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული, როდესაც ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და მათ შორის მოქმედებს სასჯელებიც. „ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა ამ მძიმე […]
კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული

კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ესენი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიები. „ერთი რაც არის ძალიან კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, […]
„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რეზოლუციაში ჩანაწერს ჩალის ფასი აქვს“ – პრემიერი

რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა ამ რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. არავითარი ფასი ამ ყველაფერს არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი. „ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების […]
„რიკოთის უღელტეხილის პროექტს საქართველოს რეალობაში ანალოგი არ ჰქონია“ – ირაკლი კობახიძე

რიკოთის უღელტეხილის პროექტს საქართველოს რეალობაში ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ პროექტს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული. „ამ პროექტებს რეგიონებში შეაქვს ახალი […]