ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?! ჰიპოთეტურადაც რომ დავუშვათ – ევროკავშირის ოცდაშვიდი ქვეყნის თანხმობა ესაჭიროება ჯერ ბიუროკრატიული მექანიზმის ამოქმედებას და მერე ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა. ანუ, ერთიც თუ იქნება წინააღმდეგი პროცესი გაჩერდება, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის […]

ნატალი საბანაძე – ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს, რადგან ის ხალხს ეხება – პირველი იქნება ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინება

საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩევლის, ნატალი საბანაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოსთვის გაფრთხილებაა და პირველი შედეგი, რაც შესაძლოა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას მოჰყვეს, არა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა იქნება. საბანაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას უახლოეს მომავალში შეუჩერებს და ფიქრობს, რომ ეს, უკანასკნელი […]

პარლამენტი მომავალ კვირას სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

პარლამენტი მომავალ კვირას სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის მიერ უკან დაბრუნებულ კანონპროექტსა და მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 29 აპრილს იმსჯელებს. პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პარლამენტში “გირჩის“ ავტორობით წარდგენილ და “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებულ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს. “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი […]

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში საქართველოს ბანკის Ads Manager-ს შეასწავლიან

საქართველოს ბანკის Ads Manager, უნივერსალური პლატფორმა ბიზნეს შეთავაზებების შექმნისა და გასავრცელებლად, ქართული საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამაში მოხვდა. ამიერიდან, ციფრული ინდუსტრიის აკადემია მის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სასწავლო კურსზე – „ციფრული მარკეტინგის ტექნიკები და ანალიზი“ მონაწილეებს Ads Manager-ს გააცნობს და მის გამოყენებას შეასწავლის. კურსზე დარეგისტრირებული პირები საქართველოს ბანკის პლატფორმას ისეთი გლობალური ბრენდების ციფრულ რესურსებთან ერთად შეისწავლიან, როგორებიცაა […]

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში საქართველოს ბანკის Ads Manager-ს შეასწავლიან

საქართველოს ბანკის Ads Manager, უნივერსალური პლატფორმა ბიზნეს შეთავაზებების შექმნისა და გასავრცელებლად, ქართული საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამაში მოხვდა. ამიერიდან, ციფრული ინდუსტრიის აკადემია მის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სასწავლო კურსზე – „ციფრული მარკეტინგის ტექნიკები და ანალიზი“ მონაწილეებს Ads Manager-ს გააცნობს და მის გამოყენებას შეასწავლის. კურსზე დარეგისტრირებული პირები საქართველოს ბანკის პლატფორმას ისეთი გლობალური ბრენდების ციფრულ რესურსებთან ერთად შეისწავლიან, როგორებიცაა […]

ოცნება ცრუობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეუძლებელია – შეჩერების მექანიზმი დეტალურად

ევროპარლამენტში 25 აპრილს მიიღეს რეზოლუცია საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირების შესახებ. რეზოლუცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო რეჟიმს გადახედოს. “ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების ნიშნულების შესრულებაზე. კონკრეტულად, ფუნდამენტური უფლებების დაცვის ნიშნულზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკაში” – წერია რეზოლუციის მესამე […]

აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა არხს სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო

აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ არხს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო – ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. “ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი კოხრეიძის ბრძანებები – ჩემი ეთერიდან მოხსნის და გათავისუფლების შესახებ. (არ ვიცი შერცხვება თუ არა პირველი ინსტანციის მოსამართლეს, მაგრამ მახარებს რომ სისტემაში არიან კეთილსინდისიერი მოსამართლეებიც) სისტემამ, […]

ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, “ქართული იდეის” საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც “ალტ ინფოა” გაერთიანებული

ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, “ქართული იდეას” საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელშიც “ალტ ინფოა” გაერთიანებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 25 აპრილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალური წერილით აცნობა,რომ მათ წარმოებაში აქვთ საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების – „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკითხის […]

“აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე” – ედენ აზარი

ვეტერამა ფეხბურთელმა ედენ აზარმა 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, MLS-დან შეთავაზება მიიღო, თუმცა ფეხბურთის თამაში აღარ სურდა. “MLS-იდან შემოთავაზება მივიღე, ჩემს მეგობარ კრისტიან ბენტეკეს ვეხუმრე კიდეც, რომ “ვაშინგტონში” გადავიდოდი და საგოლე პასებით მოვამარაგებდი, თუმცა არ გავრისკე. სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის თამაში აღარ მინდა. კარიერის გაგრძელების სურვილი რომ მქონოდა, პრობლემა არ იქნებოდა… ფულის […]

პრემიერი – როგორც ადრე ჰქონდა ამ რეზოლუციებს „ჩალის“ ფასი, ახლაც „ჩალის“ ფასი აქვს, უფრო მეტიც „ჩალის“ ფასიც არ აქვს – ქართველ ხალხთან შანტაჟის ენა არ ჭრის

ყველაფერი არის მარტივი დეჟავიუ, ყველაფრის გამეორება, როგორც ჩანს ოდიოზურ პარლამენტარებს გათვლა აქვთ, რომ ოქტომბერში კომისიის უარყოფითი დასკვნა დაიწერება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ, რაღაცნაირად ერთგვარი ნეგატიური ფონი ჩააფინონ, დააშინონ ქართული საზოგადოება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც 25 აპრილს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. მისივე შეფასებით, ევროპარლამენტარები ბოლო წლების განმავლობაში ქართული […]