ლენტეხის მუნიციპალიტეტი – ჩოლურის თემში, მდინარეებზე ჩოლშურაზე და მუხრაზე ორი სრულიად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა

ჩოლურის თემში, მდინარეებზე ჩოლშურაზე და მუხრაზე ორი სრულიად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ადიდებული მდინარე მუხრა წლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. ახალ სახიდე გადასასვლელებზე ჩოლურის მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას. დასრულებული სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა მოინახულა. სამუშაოები ,,ავტოგზა-ლენტეხი 99’’-მა შეასრულა, რომლის ღირებულება 1,053,352 ლარს […]
მთავრობამ „მომავლის ენერგიას“ დმანისში ჰესების ასაშენებლად მიწები 49 წლით გადასცა – განკარგულებები

საქართველოს მთავრობამ კომპანია „მომავლის ენერგიას“ დმანისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჯამურად 11.2 ჰა-ის ფართობის 15 მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით 49 წლით გადასცა. მთავრობის მიერ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტნუსში 4 ნაკვეთის, სოფელ განთიადში 3 ნაკვეთის, ამალოში 2 ნაკვეთის, დიდ დმანისში 2 ნაკვეთის და სოფელ ვარდისუბანში 4 ნაკვეთის კომპანიისთვის გადაცემის შესახებ პრემიერის მიერ ხელმოწერილი 554-ე, 567-ე და 575-ე […]
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ავტომობილის ისეთ დეტალებს, როგორებიცაა საბურავები, აკუმულატორი, საცხებ-საპოხი მასალები, ფილტრები, გაგრილებისა და სამუხრუჭე სისტემები. ყველა ამ პროდუქტის სრული ასორტიმენტის შეძენას „თეგეტა მოტორსის“ ონლაინმაღაზიასა და ფილიალებში 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით მომხმარებელი სპეციალური ფასდაკლებით შეძლებს. გარდა […]
რუსული დრონების საფრთხის ფონზე, კიევმა ფრონტის ხაზიდან ამერიკული “აბრამსები” გაიყვანა

უკრაინამ რუსეთთან ბრძოლაში ამ ეტაპზე გვერდი აუარა ამერიკის მიერ მიწოდებულ “აბრამსის” ტიპის საბრძოლო ტანკების გამოყენებას. ეს ნაწილობრივ იმის გამო მოხდა, რომ რუსული დრონები ზედმეტად ართულებდა მათ ფრონტის ხაზზე უსაფრთხოდ გამოყენებას. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო “ასოშიეთიდ პრესს” ამერიკელმა სამხედროებმა მიაწოდეს. 2023 წლის იანვარში, შეერთებული შტატები დათანხმდა უკრაინაში 31 “აბრამსის” გაგზავნას. ოფიციალური კიევი ამტკიცებდა, რომ ტანკები, რომელთა […]
ნატო: ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის დახმარება, თუ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა სურს

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია პეკინს აფრთხილებს და მოუწოდებს მას, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში კრემლის დახმარება. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ თუ ჩინეთს სურს დასავლეთთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, მაშინ მან რუსეთის მხარდაჭერა ამ მიმართულებით უნდა შეწყვიტოს, რადგან ორივე ერთად შეუძლებელი იქნება. ჩინეთის თქმით, მას დასავლეთთან კარგი ურთიერთობა სურს. ამავდროულად, პეკინი ხელს უწყობს მეორე […]
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე „მედიაცია ბიზნესისთვის“ მესამე ყოველწლიურ ფორუმს დაესწრო

მედიაცია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიატორებისთვის, ბიზნესისთვის, სასამართლო ხელისუფლებისა და დავის მონაწილეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, რათა შევძლოთ და ვისწავლოთ ერთმანეთთან კონსტრუქციული საუბარი, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ბათუმში, „მედიაცია ბიზნესისთვის“ მესამე ყოველწლიური ფორუმის გახსნისას განაცხადა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, მოდერატორი ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო […]
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში საქართველოს ბანკის Ads Manager-ს შეასწავლიან

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში საქართველოს ბანკის Ads Manager-ს შეასწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს ბანკის Ads Manager, უნივერსალური პლატფორმა ბიზნეს შეთავაზებების შექმნისა და გასავრცელებლად, ქართული საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამაში მოხვდა. ამიერიდან, ციფრული ინდუსტრიის აკადემია მის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სასწავლო კურსზე – „ციფრული მარკეტინგის ტექნიკები და ანალიზი“ მონაწილეებს Ads Manager-ს გააცნობს და მის […]
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა ორგანიზაცია სახარების რწმენის ეკლესიასთან არსებულ „თიინ ჩელენჯ ჯორჯიას“ ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები ორგანიზაცია სახარების რწმენის ეკლესიასთან არსებულ „თიინ ჩელენჯ ჯორჯიას“ ეწვივნენ და ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს. რელიგიის საკითხთა სააგენტოს ინფორმაციით, ორგანიზაცია 12-თვიან, 24-საათიან სარეაბილიტაციო პროგრამას სთავაზობს მამაკაცებსა და ქალებს, ვისაც აქვს სურვილი დაძლიოს ალკოჰოლ და ნარკოდამოკიდებულება. აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და თანამშრომელი ვაჟა ართმელაძე.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვში რუსი სამხედროების კუთვნილი Ка-32 ვერტმფრენი გაანადგურეს

მოსკოვის ოსტაფიევოს აეროდრომზე რუსი სამხედროების კუთვნილი Ка-32 ტიპის ვერტმფრენი განადგურდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, აეროდრომი ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და „გაზპრომავიასთან“ ერთად მუშაობს, რომელიც „გაზპრომის“ სტრუქტურაში შედის. „განადგურებულ საავიაციო ტექნიკას აგრესორი სახელმწიფო რუსეთის საოკუპაციო არმიის ოპერაციების მხარდასაჭერად იყენებდა“, – განმარტავენ უკრაინის დაზვერვის სამსახურში.
„ანტიკორუფციული ბიურო“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება, რომ „საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს“, სიცრუეა

ანტიკორუფციული ბიურო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებას სიცრუეს უწოდებს! ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“2024 წლის 26 აპრილის განცხადება ეხმაურება. მათი ცნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2024 წლის 26 აპრილის განცხადება, „საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს“, არის სიცრუე. “საქართველო, GRECO-ს მიერ შემუშავებული პროცედურებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად, […]