განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა და ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორმა, თორნიკე ბაქაქურმა, მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ყოველწლიურ ფორუმში, რომელიც გაიმართა გერმანიის ფედერაციაში, ქალაქ ჰანოვერში. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორმა, […]

მაკა ბოჭორიშვილი – წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს

ბოლო დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რასაც ასე ტირაჟირებენ ჩვენი ოპონენტები, კარგად გამოაჩინა მათი რეალური მიზნები – რა მიზნები აქვთ საკუთარ სამშობლოსთან დაკავშირებით და საკუთარ მოქალაქეებთან მიმართებით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უვიზო რეჟიმს საქართველომ სწორედ არსებული ხელისუფლების საქმიანობის შედეგად მიაღწია. როგორც ბოჭორიშვილი განმარტავს, როგორც […]

ლევან ხაბეიშვილი – 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, 28 აპრილს დაგეგმილ აქციაზე საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია. „პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, ეს იქნება მათ შორის 28 აპრილსაც. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის […]

26 აპრილს საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და USDA-SQIL პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში” მხარდაჭერით, ვეტერინარებმა პროფესიული დღე მასშტაბური კონფერენციით აღნიშნეს. მონაწილეებმა 2024 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებით არსებულ ახალ რეგულაციებსა და მიდგომებზე იმსჯელეს. აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ მიმართა. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6760 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6760 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0099 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8713 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენდა. […]

„სახეზე გვაქვს საშიში ტენდენცია“ – TI ანტიკორუფციულ ბიუროს GRECO-ს ანგარიშის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

პრემიერის შემდეგ “საერთაშორისო გამწვირვალობა – საქართველოს” თავს ესხმის ანტიკორუფციული ბიურო. პრემიერს დაქვემდებარებული უწყება GRECO-ს ანგარიშის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2024 წლის 26 აპრილის განცხადება, „საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს“, არის სიცრუე! საქართველო, GRECO-ს მიერ შემუშავებული პროცედურებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად, უზრუნველყოფს 96-ე პლენარულ სესიაზე […]

UBER-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის

BMG-ის ინფორმაციით, ტაქსის გამოძახების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Uber-ი საქართველოში შემოდის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე, კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა ღირებულების სერვისს შესთავაზებს, მათ შორის ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის პრემიული სერვისი, სახელწოდებით Uber Black. კონკრეტულად როდის გაეშვება Uber-ის სერვისი საქართველოში, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ BMG-ის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები რამდენიმე კვირის შუალედში შეძლებენ. Uber-ის აპლიკაცია, […]

„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ავტომობილის ისეთ დეტალებს, როგორებიცაა საბურავები, აკუმულატორი, საცხებ-საპოხი მასალები, ფილტრები, გაგრილებისა და სამუხრუჭე სისტემები. ყველა ამ პროდუქტის სრული ასორტიმენტის შეძენას „თეგეტა მოტორსის“ ონლაინმაღაზიასა და ფილიალებში 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით მომხმარებელი სპეციალური ფასდაკლებით შეძლებს. გარდა […]

თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა – ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

თბილისში საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ახალი მრავალფუნქციური კლინიკა – ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საბურთალოზე მდებარეობს და 100 საწოლითაა წარმოდგენილი, ჯანდაცვის სექტორისთვის მნიშვნელოვანი ახალი სტრატეგიული ობიექტი იქნება, კლინიკის ადგილმდებარეობა კი, მის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი „ვივო მედიქალ ჯგუფის“ ახალი წარმატებული პროექტია, რომლის დაგეგმარება და აღჭურვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის […]

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადაეცა

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო სამსახურისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ხანძრის მართვის გეგმის ოფიციალურ დოკუმენტს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კუსიდმა და ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის […]