26 აპრილს საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და USDA-SQIL პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მხარდაჭერით, ვეტერინარებმა პროფესიული დღე მასშტაბური კონფერენციით აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მონაწილეებმა 2024 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებით არსებულ ახალ რეგულაციებსა და მიდგომებზე იმსჯელეს. აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე […]

ირაკლი პეტრიაშვილი მოადგილეებთან და პროფკავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მოადგილეებთან და გაერთიანების წევრი ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად ევროკავშირის ელჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა დიდი ხნის მანძილზე იგეგმებოდა და მიზნად ისახავდა იმ გამოწვევებსა და მიღწევებზე საუბარს, რომელიც დასაქმებულებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტუალურია. „განსაკუთრებით უნდა გამახვილებულიყო ყურადღება იმ სოციალურ საკითხებზე, რომელიც […]

ლილე ლიპარტელიანი საკრებულოს უმრავლესობას – გადაწყვეტილება მივიღე, რომ „რუსული კანონის” მიღების შემთხვევაში აღარ მოგესალმებით – ისე ვატყობ, ეს ჩვენი ბოლო მისალმება იქნება

მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ „რუსული კანონის” [მიღების] შემთხვევაში თქვენ აღარ მოგესალმებით. ისე ვატყობ, რომ ეს ჩვენი ბოლო მისალმება იქნება, – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” წევრებს. მისივე შეფასებით, “ქართული ოცნება” საქართველოს მოქალაქეებს “რუსეთში მიაქანებს”. „ბატონო ირაკლი [ხელაძე], ზურა [აბაშიძე] მართალია, თქვენ სამხედრო ვალდებულებას სამშობლოს წინაშე თავი […]

მთავრობამ „მომავლის ენერგიას“ დმანისში ჰესის ასაშენებლად მიწები 49 წლით გადასცა – განკარგულება

საქართველოს მთავრობამ კომპანია „მომავლის ენერგიას“ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 4.8 ჰა-ის ფართობის 4 მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით 49 წლით გადასცა. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრემიერის 575-ე განკარგულების მიხედვით, მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპანიამ 49 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 15 366 ლარი უნდა გაიდაიხადოს. ამასთან, განკარგულებით გადაცემული უძრავი ქონება „მომავლის ენერგიამ“ 2022 წლის 9 მარტს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით […]

ესპანეთი უკრაინას გადასცემს სისტემა Patriot-ის რაკეტებს, გამშვებ დანადგარს – არა- “ელ პაისი”

ესპანეთი უკრაინისათვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა ” Patriot“-ის რაკეტების გადაცემას გეგმავს, – ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ესპანურ გამოცემა „ელ პაისზე” დაყრდნობით წერს. ცნობაში მითითებულია, რომ ესპანეთმა გამორიცხა უკრაინისათვის საზენიტო სისტემა „პატრიოტის“ დანადგარის გადაცემა და უკრაინის არმია მხოლოდ ამ სისტემისთვის მცირე რაოდენობის რაკეტებს მიაწვდის. ეს იქნება მცირე პარტია, რადგან ესპანეთის სამხედრო რეზერვში დაახლოებით 50 ასეთი სისტემაა, […]

არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის საქართველოს ევროინტეგრაცია – გახარია

რეზოლუცია, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბრიუსელში დაროგორც აღნიშნავენ, რეზოლუცია იქნება ერთმნიშვნელოვნად მწვავე და ეს დღეს “ქართული ოცნების” პირობებში ძალიან რთული, კომპლექსური საკითხია, ეს არის “ოცნების” ხელისუფლების ჩვეულებრივი უსუსურობა, რომელიც ან ვერ აკეთებს ან შეიძლება არაფერს არ აკეთებს, რომ მსგავსი რეზოლუციები საქართველოს მიმართ არ იყოს ინიცირებული და შემდგომ ამას ძალიან […]

ევროკავშირმა საქართველოს სავიზო რეჟიმი შესაძლოა, ახალ წესების მიხედვით შეუჩეროს

ევროკავშირმა საქართველოს სავიზო რეჟიმი შესაძლოა, ახალ წესების მიხედვით შეუჩეროს. ევროპული საბჭოს 2024 წლის 13 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში, ჩამოთვლილია ყველა კრიტერიუმი, რომელიც ამ უკანასკნელის წინაპირობა შეიძლება აღმოჩნდეს. ქვეყნისთვის, სავიზო რეჟიმი შეჩერების საფუძველი ხდება როგორც ადამიანის უფლებრივი მდგომაროების გაუარესება, ასევე ევროკავშირისა და ამ შემთხვევაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის ნაკლებობა. რუსული კანონის დამტკიცების შემთხევაში კი მაღალია რისკი, რომ […]

“ლივერპულის” გაწვრთნა მსურს; იმედია, კლუბები მალე შეთანხმდებიან” – არნე სლოტი

დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ “ლივერპულში” იურგენ კლოპს “ფეიენოორდის” ამჟამინდელი თავკაცი არნე სლოტი შეცვლის. 45 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა “მერსისაიდულ” კლუბთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, ახლა კი მოლაპარაკებებს კლუბები აწარმოებენ. როგორც წამყვანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, სლოტი “ლივერპულის” ჩაბარების მთავარი კანდიდატია. “რა თქმა უნდა, “ლივერპულის” გაწვრთნის ძალიან დიდი სურვილი მაქვს. ახლა კლუბები საუბრობენ და იმედია, შეთანხმდებიან”, – […]

მარტში ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით $128 მილიონი შეისყიდა

ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შევსებას აგრძელებს. Bmatch პლატფორმის მეშვეობით მარტის განმავლობაში სებ-მა 127.8 მილიონი დოლარი შეისყიდა. Bmatch-ზე შესყიდვები ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით განხორციელდა. 2024 წლის იანვარ-მარტში ჯამში რეზერვების შესყიდვებმა 216 მილიონი დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ბოლო თვეებში სავალუტო რეზერვების მოცულობის 375 მილიონი დოლარით, 4.74 მილიარდ დოლარამდე შემცირებამ გამოიწვია. ეროვნულმა […]

„ენმ-ის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, ორჯერ უარესი მაჩვენებელი იყო მიგრაციის კუთხით“ – ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მიერ მიგრაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიგრაციის კუთხით უარყოფით სტატისტიკას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები და მათ შორისაა როგორც ეკონომიკური ჩამორჩენა, ისე გახსნილი საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებთან. „ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი […]