ანტიკვარული წიგნების ქურდობისთვის საქართველოს 9 მოქალაქეა დაკავებული – ევროპოლი

ევროპოლმა დააკავა ბანდის წევრები, რომლებიც ბიბლიოთეკებიდან ძველ წიგნებს იპარავდნენ. ევროპულმა პოლიციამ ამ კვირაში დააკავა შვიდი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან იშვიათი წიგნების ქურდობაში, ძირითადად რუსი მწერლების (მათ შორის, ალექსანდრე პუშკინისა და ნიკოლაი გოგოლის პირველი გამოცემების). მათი ქმედებით მიყენებულმა ზარალმა 2,5 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა. საერთო ჯამში, 2022-2023 წლებში კრიმინალურმა ჯგუფმა (რომლის ორი წევრი ადრე დააკავეს) სავარაუდოდ […]

კობახიძისთვის ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციასაც „ჩალის ფასი“ აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას, – რომელიც „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით მიიღეს 25 აპრილს, – „ჩალის ფასი აქვს“. იგი აგრძელებს შეთქმულების თეორიის გავრცელებას, რომლის თანახმადაც, „ევროპარლამენტარების უფროსებს ხელისუფლების ხელოვნურად შეცვლა უნდათ“. კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციას უწოდა „დეჟავიუ“ [შეგრძნება, რომ მომენტი, რომელიც აწმყოში მიმდინარეობს, უკვე მომხდარა წარსულში] და განაცხადა: „ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება, […]

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდ – 26 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.09 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.91 თეთრით. 26 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.676 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8713 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.88 ლარად.

საფრანგეთში დააკავეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც ოლიმპიადაზე “წამებულივით სიკვდილი სურდა”

საფრანგეთში, ოტ-სავუას რეგიონში 16 წლის ბიჭი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, პარიზის ოლიმპიადის დროს ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდა. პარიზის ოლიმპიადის გამო საფრანგეთში უსაფრთხოების რისკების უმაღლესი ზომაა გამოცხადებული. როგორც ცნობილია, თინეიჯერს სურდა პარიზის ოლიმპიადის მიმდინარეობისას თავი აეფეთქებინა და “წამებულივით მომკვდარიყო” და ამის შესახებ ონლაინ წერდა. ბიჭი სოციალურ ქსელში, Telegram-ში წერდა, რომ უნდოდა, პარიზის ოლიმპიადისთვის ასაფეთქებელი ქამარი გაეკეთებინა და […]

ბრაზილიაში საოჯახო სასტუმროში ხანძარს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 11

ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრიში საოჯახო სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა. მეხანძრეების თქმით, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით 2 საათზე გამოიძახეს და ხანძარი 2 საათში ჩააქრეს. “კრიმინალისტები უკვე ადგილზე არიან და ცხედრები გაიტანეს. შენობა კორდონებით არის გარშემორტყმული და კრიმინალისტები სიტუაციას აკონტროლებენ”. – თქვა ვიცე-პოლკოვნიკმა, ლუსიო ხუნეს და სილვამ CNN Brasil-თან საუბრისას. ვიცე-პოლკოვნიკმა […]

შოიგუ ირანელ კოლეგას შეხვდა და სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების სურვილი აცნობა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირანელ კოლეგას, მუჰამედ რეზა აშთიანის შეხვდა, რომელსაც აცნობა, რომ რუსეთი მზადაა, ირანთან სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობა გააფართოოს. სამთავრობო მედია ციტირებს, რომ შოიგუს თქმით, რუსეთისა და ირანის სამხედრო დეპარტამენტებს შორის ბოლო დროს ურთიერთობა მზარდად მნიშვნელოვანი იყო. ორი მინისტრი ყაზახეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) შეხვედრას ესწრებოდა.

“სასულიერო აკადემიაშიც შემოაღწიეს ამ ბინძურებმა, აქციაზე წასვლას გვაიძულებენ” – მედია სტუდენტის ინტერვიუს აქვეყნებ

ტვ პირველის ინფორმაციით, სასულიერო აკადემიის სტუდენტს “ქართული ოცნების” დაგეგმილ აქციაზე წავლას აიძულებენ. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი “პირველებთან” ყვება, რომ კონტრაქციის დაანონსების შემდეგ ლექტორების მხრიდან სტუდენტების მიმართ ერთგვარი რეპრესიები დაიწყო. მან განცხადება უკვე დაწერა და სასულიერო აკადემია პროტესტის ნიშნად დატოვა. მედეა ღლონტი, ქეთევან მამასახლისი, დურმიშხან ლაშხი – სტუდენტის ინფორმაციით, სასულიერო აკადემიის ეს სამი ლექტორი ახალგაზრდებს […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6760 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6760 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0099 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8713 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენდა. […]

პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ საკრებულოში კარტოფილი და ხახვი მიიტანა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ კარტოფილი და ხახვი მიიტანა. მისივე თქმით, საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები კარტოფილით და ხახვით არიან ხელისუფლებაში მოსულები. „საჯარო მოხელეები არიან თქვენი ხელისუფლების მსხვერპლი და თქვენ დაშინებული და დაგეშილი, რომ „ვაიმე, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ მობრუნდეს“. თქვენც მსხვერპლი ხართ ოღონდ წინა ხელისუფლების… რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას […]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის […]