27 და 28 აპრილს, უკრაინული სახლი თბილისში საგაზაფხულო წინასააღდგომო ბაზრობას უმასპინძლებს

27 და 28 აპრილს, 12.00-დან 17.00 საათამდე უკრაინული სახლი თბილისში საგაზაფხულო წინასააღდგომო ბაზრობას უმასპინძლებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, ბაზრობის მიზანია საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების ეკონომიკური მხარდაჭერა და ინტერგაციის პროცესის ხელშეწყობა. ბაზრობის ორგანიზატორია ქართულ-უკრაინული პლატფორმა. „წარმოდგენილი იქნება 32 უკრაინელი მეწარმის მიერ დამზადებული სხვადასხვა პროდუქცია: ტკბილეული, უკრაინული პასკა და ლეგენდარული კიევური ტორტები; ტრადიციული უკრაინული რეცეპტებით დამზადებული ნახევარფაბრიკატები; ხელნაკეთი სუვენირები; […]
მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი წარუდგინა

მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი წარუდგინა. აღნიშნული დოკუმენტი 29 აპრილის ბიუროს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც მისი საპარლამენტო განხილვა დაიწყება. მთავრობის მიერ მომზადებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი შემდეგი შინაარსისაა: – „საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა უზრუნველყოფს პიროვნული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების მქონე, ღირსეული ცხოვრებისათვის მომზადებული კონკურენტუნარიანი, თავისუფალი მოქალაქის აღზრდას, რომელსაც […]
ლევან ხაბეიშვილი – მივესალმები თელავში „ოცნების” საკრებულოს წევრის განცხადებას, აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს ამ კანონთან დაკავშირებით

მივესალმები თელავში „ოცნების” საკრებულოს წევრის განცხადებას, აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს ამ კანონთან დაკავშირებით, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თელავში „ქართული ოცნების” საკრებულოს წევრის, ლევან ბერძენაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა წყდება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების მომავლის ბედი და მნიშვნელოვანია საკუთარი აზრი ხმამაღლა დააფიქსირონ. „მივესალმები […]
საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს ზუგდიდში განიხილეს

საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს ზუგდიდში განიხილეს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მოსახლეობას „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კონსტიტუციური კანონპროექტების ძირითადი არსი გააცნო. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების მიზანია გაირკვეს, ეთანხმება თუ არა საზოგადოება ცვლილებებს. „ყველა […]
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. „ევროპარლამენტი ითხოვს სანქციები დაუწესდეს ადამიანს, რომელმაც ქვეყნისთვის, საკუთარი სახსრებით არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა. როგორც […]
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდება

27 აპრილს, 13.00 საათზე, მცხეთაში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მცხეთა-მთიანეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები […]
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი უცვლელად 50%-ზე დატოვა

თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის (CBT) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (MPC) საპროცენტო განაკვეთი უცვლელი 50%.-ის დონეზე დატოვა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ საბაზო თვიური ინფლაციის ტენდენცია მარტში მოსალოდნელზე მაღალი იყო, მიუხედავად მიმდინარე შესუსტებისა. მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო საქონლის ფასებმა და ოქროს იმპორტმა ხელი შეუწყო მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას, სხვა ბოლო ინდიკატორები მიუთითებენ, რომ შიდა მოთხოვნა კვლავ სტაბილურია. ინფორმაციის თანახმად […]
6 თვის განმავლობაში 30 000 კვლევა ჩავატარეთ – “მაილაბი”

„მომავლის დიაგნოსტიკა დღეს“ – სწორედ ამ დევიზით სულ რაღაც 6 თვის წინ ქართულ ბაზარზე ახალი, ქართულ-ებრაული ლაბორატორია “მაილაბი” გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს კლინიკური კვლევების სრულ სპექტრს სთავაზობს. ლაბორატორიის სერვისებზე და მნიშვნელობაზე „ქალების ნარატივში“ დეტალურად ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პელო პაპავამ ისაუბრა. „ლაბორატორია ებრაელ პარტნიორებთან ერთად გავხსენით, რომლებმაც იდეის განხორციელებისთვის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, დიდი ნდობაც გამოგვიცხადეს. შედეგის დადგომისთვის ძალიან […]
გიორგი გიგაშვილი “ECHO RISING STARS”-ის 5 გამარჯვებულს შორის მოხვდა

იგი ნომინირებულია Konzerthaus Dortmund, Kölner Philharmonie, Philharmonie Luxembourg, and NOSPR Katowice-ს მიერ. „2025/2026 წლის The European Concert Hall Organisation (ECHO)-ის მიერ დაარსებული პროგრამის ,,ECHO RISING STARS” 5 გამარჯვებულში ვარ Giorgi Gigashvili – ნომინირებული Konzerthaus Dortmund, Kölner Philharmonie, Philharmonie Luxembourg, and NOSPR Katowice-ს მიერ, რაც ნიშნავს მრავალწლიან თანამშრომლობას ჩამოთვლილ და არამარტო ამ საკონცერტო დარბაზებთან, სოლო და […]
“თარგმანში დაკარგულების” მომდევნო სერია – ანტიკორუფციული ბიურო GRECO-ს ანგარიშზე

ანტიკორუფციული ბიურო GRECO-ს ანგარიშის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. GRECO-ს შემაჯამებელი ანგარიში 2024 წლის 22 მარტს გადაეცა საქართველოს და რაჟდენ კუპრაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ მას შემდეგ თარგმნის პროცესია დაწყებული. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2024 წლის 26 აპრილის განცხადება, „საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს“, არის სიცრუე! საქართველო, GRECO-ს მიერ […]