Uber და Yandex გაერთიანდნენ — ეს კომპანია იმუშავებს საქართველოშიც

ტაქსის გამოძახების ამერიკულმა კომპანია Uber-მა და რუსულმა Yandex-მა რუსეთსა და მეზობელ ქვეყნებში ბიზნესი გააერთიანეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ შეერთების შესახებ განცხადება Yandex-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. კომპანიებს შორის მოლაპარაკება კი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიყო. ერთობლივ ოპერირებას Yandex და Uber 127 ქალაქში გეგმავდა რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოს და ყაზახეთში. გამოცემა […]

რუსეთში არარსებული ორგანიზაციის “ექსტრემისტულად” აღიარებას ითხოვენ

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სარჩელი შეიტანა ქვეყნის უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა, რომ “ანტირუსული სეპარატისტული მოძრაობა და მისი ქვედანაყოფები” გამოცხადდეს “ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ და რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალოს. ვინ ან რას წარმოადგენს “ანტირუსული სეპარატისტული მოძრაობა” გაურკვეველია. როგორც ჩანს, ის არასოდეს ყოფილა ნახსენები მედიის ანგარიშებში. ადამიანის უფლებათა და იურიდიული დახმარების ჯგუფმა “OVD-Info-მ” განაცხადა, რომ ვერ იპოვა რაიმე ჩანაწერი მსგავსი ორგანიზაციის […]

ვატო სურგულაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კიდევ ერთხელ იმიტომ წარადგინა, რომ 2024 წლის არჩევნებში წაგების ეშინიათ

პარტია „ლელოს“ წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კიდევ ერთხელ იმიტომ წარადგინა, რადგან 2024 წლის არჩევნებში წაგების ეშინიათ. ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „როცა კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, მეგონა, რომ მართლა არ გვექნებოდა ასეთი სხდომები. { თქვენგან განსხვავებით} ჩვენ გვაქვს ძალიან განსხვავებული ღირებულებები, ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვანაირად გვესმის […]

მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე – როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

შეცდომაში მათ შეჰყავთ საზოგადოება, როდესაც საზოგადოებას ემუქრებიან იმით, რომ ევროკავშირმა შეიძლება სავიზო რეჟიმი გააუქმოს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის შეცდომაში შეყვანა, როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოსდა მას შეუძლია როგორც რუსეთი აკეთებს, რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ასე გამოიყენოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ოპოზიციის […]

ლევან არველაძე ოპოზიციას – თქვენ გადალახეთ ყველანაირი მორალური ზღვარი, თქვენი ბელადი იყო საბაჟოზე რუსებს რომ ხვდებოდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ლევან არველაძემ პოლიტიკური განცხადებების დროს, ოპოზიცია სიცრუეში და ხელისუფლების მომხრეთა შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. „დღეს მოვისმინეთ ძალიან მძიმე განცხადება ზურაბ გირჩი ჯაფარიძისგან, სადაც ჩვენს მომხრეებს, ჩვენს მხარდამჭერებს პირდაპირ ბნელები, ჩმორები, მოსყიდულები ეძახა. ეს ძალიან მძიმე განცხადებაა. დღეს რომ გამოდიხართ და საუბრობთ, რომ არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა, ეს არ არის შეურაცხყოფა? […]

რუსეთში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს “კროკუსში” მომხდარი ტერაქტის საქმეზე

რუსმა სმართალდამცველებმა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს მოსკოვის მახლობლად, “კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში. სააგენტო ერ-ბე-კას ცნობით ის არის ტაჯიკეთის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ჯუმოხონ კურბონოვი. გამოცემა აღნიშნავს, რომ დაკავებულს ბრალად ედება “ტერორისტული აქტის ჩადენა, რამაც ადამიანის განზრახ სიკვდილი გამოიწვია .” 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ […]

„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ავტომობილის ისეთ დეტალებს, როგორებიცაა საბურავები, აკუმულატორი, საცხებ-საპოხი მასალები, ფილტრები, გაგრილებისა და სამუხრუჭე სისტემები. ყველა ამ პროდუქტის სრული ასორტიმენტის შეძენას „თეგეტა მოტორსის“ ონლაინმაღაზიასა და ფილიალებში 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით მომხმარებელი სპეციალური ფასდაკლებით შეძლებს. გარდა […]

გიორგი ვაშაძე – თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ – ვისაც გვინდა გაგვატარეთ!

თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ – ვისაც გვინდა გაგვატარეთ! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ბათუმში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ ქვეყნის უმრავლესობას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება უნდა. „თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ. ამ ქვეყნის […]

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი – „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

„საქართველოს ბანკი“ უკვე რამდენიმე თვეა სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 140-მდე სტიპენდიატი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში – ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ბანკის გუნდში აღნიშნავენ, რომ პარტნიორი უნივერსიტეტების და შესაბამისად, სტიპენდიატების რაოდენობა წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. „საქართველოს […]

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში მინდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გორში ახალი ქუჩის მოწყობა მიმდინარეობს. „გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩასა და ცხინვალის გზატკეცილს დააკავშირებს. პროექტი ითვალისწინებს 1 033 გრძივი მეტრი გზის მოწყობას საფეხმავლოებითა და პანდუსებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება […]