ნინო რუხაძე – ქართული კანონპროექტის ანალოგიური კანონი საერთო სამართლის წამყვან ქვეყნებში მოქმედებს

მაშინ, როცა ქართული კანონპროექტის ანალოგიური კანონი საერთო სამართლის წამყვან ქვეყნებში მოქმედებს; იმ ფონზე, როდესაც ქართული კანონპროექტის ანალოგიის და უფრო მკაცრი მიდგომების კანონპროექტები ევროკავშირში განიხილება, რით ვერ დავიმსახურეთ ჩვენ, რომ მივიღოთ განმარტება, თუ რატომ არის კატეგორიულად მიუღებელი უფრო რბილი შინაარსის ქართული კანონპროექტი?, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ნინო რუხაძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული […]
ლევან ხაბეიშვილი – ლარი შეიძლება რამდენიმე წამში გახდეს კუპონი თუ ამას დასავლეთი გადაწყვეტს და მოვექცევით ეკონომიკურ ბლოკადაში, თუ იქნება სანქციები, თუ ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება საფრთხე, თუ ცივილიზებული სამყარო ჩვენზე უარს იტყვის

ლარი შეიძლება რამდენიმე წამში გახდეს კუპონი თუ ამას დასავლეთი გადაწყვეტს და ჩვენ მოვექცევით ეკონომიკურ ბლოკადაში თუ იქნება სანქციები, თუ ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება საფრთხე, თუ ცივილიზებული სამყარო ჩვენზე იტყვის უარს. ამის თავიდან ასაცილებლად კი მხოლოდ ერთი გზა არსებობს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე -„კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ განაცხადა. მისივე […]
სოფო ჯაფარიძე – ივანიშვილის კოშმარი ვაქციეთ რეალობად – ზუსტად ამ ერთობით უნდა დავამარცხოთ ყველაფერი რუსული საქართველოში და დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ რელსებზე

ივანიშვილის კოშმარი ვაქციეთ რეალობად – ზუსტად ამ ერთობით უნდა დავამარცხოთ ყველაფერი რუსული საქართველოში და დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ რელსებზე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე „არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“ განაცხადა. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ გუშინ გამოქვეყნებული რეზოლუციის შემდეგ, გამოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ უნდა მოსთხოვოს, „უცხოური […]
ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში – მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისით მოიხიბლა

ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში – მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისით მოიხიბლა მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისის მსჯელობის სიმწიფით გაოგნებულია და მოხიბლულია. ამის შესახებ პოსტი მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ. ეს ბიჭი, რომელიც მათი მოკლე ჭკუით, პროტესტის უსიმპათიო სიმბოლო უნდა ყოფილიყო, თავისი მიხატული თვალებითა და არაქართული გვარით, სინამდვილეში შეუძლებელია […]
ლაზარესთან ივანიშვილის სპეცსამსახურებს დიდი ჩავარდნა მოუვიდათ – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ლაზარე გრიგორიადისზე წერს: ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ ეს ბიჭი, რომელიც მათი მოკლე ჭკუით, პროტესტის უსიმპათიო სიმბოლო უნდა ყოფილიყო, თავისი მიხატული თვალებითა და არაქართული გვარით, სინამდვილეში შეუძლებელია არ მოგეწონოს თავისი განსაკუთრებული სილაღითა და სისუფთავით. ქართველების უმრავლესობას ადვილად შეუძლია მის ოჯახთან გაიგივება – ემიგრაციაში წასული ბებიითა და დედით, […]
“ყველას გვეხება”– ბათუმში ენმ-ის შეხვედრას “ახალი” და “გირჩი” შეუერთდნენ

არა რუსულ კანონს – სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წამომადგენლები, პარლამენტის დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ წუთებში ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან შეხვედრას მართავენ და საზოგადოებას რუსული კანონის შედეგებზე ესაუბრებიან. შეხვედრას, რომელიც ღია ცის ქვეშ იმართება და რომლის ორგანიზატორი “ნაციონალური მოძრაობაა”, დღეს პარტია “ახალის” და “გირჩის” წევრებიც კი შეურთდნენ. რუსული კანონი ყველას გვეხება და ახლა არ არის სხვა […]
დაცული ტერიტორიების სააგენტოს აშშ-ის სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო სამსახურისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდა. ხანძრის მართვის გეგმის ოფიციალურ დოკუმენტს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა […]
უკრაინიდან გაყიდული 120 ტონა ქარვიდან მხოლოდ 40-50 ტონაა ლეგალური – იგორ მაზეპა

უკრაინელი ბიზნესმენის იგორ მაზეპას შეფასებით, უკრაინიდან გაყიდული ქარვის მხოლოდ 40-50% არის ლეგალურად მოპოვებული. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „დაახლოებით 100-120 ტონა ქარვისგან, რომელიც უკრაინიდან იყიდება ლეგალური მხოლოდ 40-50 ტონაა, ანუ დაახლოებით მესამედი. ამას ვხედავთ ქარვის უმსხვილესი იმპორტიორი ჩინეთისთვის მიწოდებული უკრაინული ნედლეულით. ზუსტი ციფრი არავინ იცის, მაგრამ დაახლოებით ასეა“, – აღნიშნა ბიზნესმენმა. მისი […]
ენტონი ბლინკენი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარასკევს ჩინეთში ვიზიტის დროს ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინსა შეხვდა. როგორც სააგენტო Associated Press-ი იუწყება, ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-სა და ჩინეთს შორის უფრო მეტი კონტაქტი იყო, მაგრამ ამასთან ორ ქვეყანას შორის უთანხმოება გაძლიერდა. ბლინკენის თქმით, სი ძინ პინთან საუბარში მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს, რომელიც […]
საბა ბუაძე – მივმართავ კახა კალაძეს, რომელიც ამავდროულად თვითმმართველობების ასოციაციის პრეზიდენტია, რომელიც იღებს პარტნიორების დონორულ დახმარებას – როდის აპირებთ დარეგისტრირდეთ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად?

მინდა მივმართო დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც წლების განმავლობაში იღებდა და იღებს ჩვენი პარტნიორების დონორულ დახმარებას – ბატონო კახა, როდის აპირებთ დარეგისტრირდეთ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად? – ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა, საბა ბუაძემ თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე შეფასებით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი “რუსულ […]