გივი ჩხარტიშვილი – ერთად დავდგეთ მამულის, ენის და სარწმუნოების დასაცავად

თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩხარტიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული რეზოლუციის მიღებით ოპოზიცია შეგულიანდა და დაიჯერა, რომ ეს რეზოლუცია რამის მთქმელია. „გუშინ ევროპარლამენტის ბოლო შეკრება იყო. ორი თვის მერე იქ აბსოლუტურად სხვა […]

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესახებ CERN-დან შეთავაზება მიიღო

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციიდან (CERN, შვეიცარია) კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების შესახებ ახალი შეთავაზება მიიღო, რაც SND@LHC (Scattering and Neutrino Detector at the LHC) გლობალური ექსპერიმენტის მე-2 ფაზაში უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთა მონაწილეობას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ახალი სამეცნიერო კოლაბორაციის შესახებ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის წინადადება საქართველოს ტექნიკური […]

ნინო ვარდოსანიძე – კანონი, რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი, რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი, რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული

მსგავსი კანონი მოქმედებს და განიხილება არაერთ, მათ შორის ევროპულ ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვათა შორის, უფრო მკაცრი მექანიზმებით და რეგულაციებით, ვიდრე ეს ქართულ კანონპროექტშია. კანონისთვის სახელის ხელოვნურად დარქმევა, არის დიდი სპეკულაცია, – ამის შესახებ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კანონი, რომელიც მოქმედებს რუსეთში, რუსულია, კანონი, […]

მარიამ ზაქარიაშვილი ოპოზიციას – რატომღაც გგონიათ, რომ თქვენი მთავრობის მიერ ჩადენილი სიბოროტეები არ გვახსოვს, ყველაფერს 29 აპრილს და არჩევნებზე ნახავთ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრი მარიამ ზაქარიაშვილი ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი არ უნდა საუბრობდნენ ევროპულ ღირებულებებზე. მისივე თქმით, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელთათვის ენა, მამული, სარწმუნოება ნამდვილი პრიორიტეტებია. „ვერ ვხვდები, რა უფლებით შეიძლება იმ პარტიის წარმომადგენლებმა თქვან, რომ თავად იყვნენ ევროპული ინტერესებისა და ხელისუფლების გარანტი, როცა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სრულად შელახეს ჩვენი […]

პარიზში პალესტინის მხარდამჭერმა სტუდენტებმა ინსტიტუტის ყველა შესასვლელი დაბლოკეს

პარიზში, პალესტინის ავტონომიის მხარდასაჭერად გამართულ დემონსტრაციებში მონაწილე სტუდენტებმა 26 აპრილს დაბლოკეს პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის Sciences Po-ს ყველა შესასვლელი. ისინი მოითხოვენ, რომ უნივერსიტეტმა ოფიციალურად დაგმოს ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში. სტუდენტები აცხადებენ, რომ მზად არიან მანამდე გააგრძელონ პროტესტი, სანამ ღაზის სექტორში არ შეწყდება ისრაელის სამხედრო ოპერაცია, რომელსაც დემონსტრანტები “გენოციდს” უწოდებენ. ინსტიტუტის დირექტორმა ჟან ბასერმა დაგმო უნივერსიტეტის ბლოკადა. […]

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი – BOG-ის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია (რ)

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი უკვე რამდენიმე თვეა სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში. 140-მდე სტიპენდიატი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში – ეს მხოლოდ […]

რუსეთის სასამართლომ რუსეთში JPMorgan-ის ყველა ანგარიში დაბლოკა – Reuters

22 აპრილს სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლომ, სახელმწიფო ბანკ VTB-ის მოთხოვნით, მიიღო გადაწყვეტილება რუსეთში JPMorgan-ის ყველა ანგარიშის, მათ შორის შვილობილი კომპანიების ანგარიშების, დაბლოკვის შესახებ. ამის შესახებ Reuters იუწყება. სააგენტო წერს, რომ VTB-ს საქმე JPMorgan-ის წინააღმდეგ რუსული ბანკის მცდელობების ნაწილი, დააბრუნოს უცხოურ ანგარიშებზე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გაყინული თანხები. გასულ კვირას JP Morgan Chase-მა […]

რამდენიმე ბრიტანელს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობაში ბრალი წაუყენეს

26 აპრილს, ბრიტანელ მამაკაცს ბრალი წაუყენეს სავარაუდოდ რუსეთის სასარგებლოდ ჩადენილი ქმედებებისთვის. 20 წლის დილან ერლი შაბათს გამოცხადდა ლონდონის ვესტმინსტერის სასამართლოში. მას ბრალად ორი დანაშაული ედება, ეროვნული უსაფრთხოების აქტის მიხედვით „საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა სარგებელი მოუტანოს რუსეთს“,- ნათქვამია სასამართლოს ჩანაწერებში. ორი ბრალდებიდან ერთ-ერთი ამტკიცებს, რომ ერლი ეხმარებოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს, მათ შორის – „სამიზნეების კვლევასა და […]

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში მსვლელობა მიმდინარეობს

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, – ამ ლოზუნგით ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობას აწყობენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები, ბათუმის უნივერსიტეტის შენობიდან ევროპის მოედნისკენ მიემართებიან. „ჩვენი გზა არის ევროპისკენ, გამარჯვებისკენ და ამ გზას გაუმარჯოს. ბათუმის ქუჩებიდან რუსულ ოცნებას ვუთხრათ არა. არა ყველაფერს რუსულს, ევროპას კი, საქართველოს გაუმარჯოს”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები. […]

შალვა ოგბაიძე – მე ჩემს შვილებთან ერთად რუსეთთან ბრძოლის ვეტერანი ვარ – თქვენ კი 2008 წლის ომის დროს ერთმანეთს ასწრებდით წითელ ხიდზე

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 29 აპრილს აქციაზე თავის ოჯახის წევრებთან ერთად მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. როგორც შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, 90-იანების შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, კერძოდ, საავტომობილო ფედერაცია შეიქმნა, რომელიც მსოფლიო და ევროპულ სტრუქტურაში გაწევრიანდა. ,,ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია – საავტომობილო […]