კახაბერ ლაბუჩიძე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს განა აუცილებლად მივიღებთ, აუცილებელია, რომ მივიღოთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს გაშმაგებით ებრძვიან ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ლიდერები, არავინ სხვა, და ისინი შანტაჟის ენით საუბრობენ, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. კახაბერ ლაბუჩიძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, პოლიტიკური გზა გაიხსენა და დღეს მიმდინარე მოვლენებთან პარალელები გაავლო. […]
ნათია მოდებაძე ოპოზიციას – ხალხს კარგად ახსოვს, ვინ ხართ, რა წარსული გაქვთ, ახლები ხართ, ძველები თუ სისხლისმსმელები

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნათია მოდებაძემ განცხადება გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით და ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ოპოზიცია ამ კანონპროექტს იყენებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. „კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე ბევრი რამ ითქვა და ახლა მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ეს კანონი და მისი შინაარსი კი არ არის დღევანდელი ოპოზიციისთვის […]
გახარიას პარტიის წევრი: ოჯახურ ღირებულებებზე ოცნების სულისკვეთებას ვიზიარებ

გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრი, შალვა კერესელიძე ამბობს, რომ ის ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით ქართული ოცნების სულისკვეთებას იზიარებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატმა ამის შესახებ ზუგდიდში, “ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო” კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს განაცხადა. “ვიზიარებ მმართველი პარტიის სულისკვეთებას ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებით. თუმცა, ჩვენი, გიორგი გახარიას გუნდი სახელმწიფოს მხრიდან ქართული ოჯახების განმტკიცებისთვის მეტ მხარდაჭერას მოვითხოვთ. ქართველი კაცისთვის ოჯახური […]
ირანში რეჟიმის მიმართ კრიტიკულ რეპერს სიკვდილი მიუსაჯეს

ირანის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილ რეპერს, თუმაჯ სალეჰს, ადვოკატის ცნობით, 2022 წლის აქციების ტალღაში მონაწილეობისთვის სიკვდილი მიუსაჯეს. “თუმაჯ სალეჰის სიკვდილით დასჯის ბრძანება იქნა გაცემული”. – დაწერა სალეჰის ადვოკატმა X-ზე. სალეჰი თავდაპირველად 2022 წელს დააკავეს და 6 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ირანის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ განაჩენი არასწორად იყო გამოტანილი და რეპერი გაათავისუფლეს. სალეჰი ხელახლა დააკავეს ვიდეოში […]
“როცა ჭამ, იღებ არა მხოლოდ საკვებს, არამედ იმასაც, რასაც ამ დროს უყურებ, კითხულობ, უსმენ”– ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე: როცა ჭამ, იღებ (შენში ტვირთავ) არა მხოლოდ საკვებს, არამედ იმასაც, რასაც ამ დროს უყურებ, რასაც კითხულობ, რასაც უსმენ, ადამიანების ენერგიას, რომლებიც გარშემო გაკრავს. ხოდა, თუ გინდა არ გადაყლაპო ბოროტება, შფოთვა, შხამი, ნაგავი… ჭამე კარგ ადამიანებთან ერთად (ან მარტო), უსმინე კეთილხმოვნებას, განიხილე და ისმინე ესთეტიკური ამბები. მოკლედ, სხეულს, ფსიქიკას, ემოციას პატივისცემით მოექცი და […]
რუსული კანონისადმი პროტესტის ნიშნად, ახალციხის მერიის მრჩეველთა საბჭო ორმა წევრმა დატოვა

ახალციხის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ორმა წევრმა რუსული კანონისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა. „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელმა ჯაბა ნათენაძემ და მესხეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა მანუჩარ გოგოლაურმა 25 და 26 აპრილს განაცხადეს, რომ რუსული კანონისადმი თვითმმართველობის მხრიდან გამოცხადებული მხარდაჭერის პირობებში, ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავენ. „მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, როგორც შემიძლია, ჩემს კუთხეს და ქვეყანას ვემსახურები, […]
კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული

კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული „რაც შეეხება გამჭირვალობის კანონს და მის წარმომავლობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მცდელობას, ბევრი ითქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს და განიხილება არაერთ, მათ შორის, ევროპულ ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვათა […]
“არასწორი მგონია 29-ში აქციაზე გამსვლელი ხალხისთვის რუსების ძახილი” – მეზვრიშვილი

პრინციპულად არასწორი მგონია 29-ში აქციაზე გამსვლელი ხალხისთვის რუსების ძახილი. ორივე აქციაზე გადიან ქართველები, რომელთაგან ვიღაცას თავისუფალი ნება შეზღუდული არ აქვს, ვიღაცა რისკავს, ვიღაცას გმირობა შეუძლია, ვიღაცას ნება შეზღუდული აქვს და ვერ რისკავს. კი, სასწორზე ქვეყნის ევროპული მომავალია და ყველაფერი გვერდითაა გადასადები, მაგრამ რთულია განსჯა, როცა სახლში წვრილი შვილი გყავს, რომელსაც შია და ხელისუფლების გადმოგდებული გროშები […]
ამერიკამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა

ირანული დრონები და უკრაინის ომში მათი გამოყენება, შეერთებული შტატების მხრიდან, ირანზე დაწესებული დამატებითი სანქციების სამიზნე გახდა. ვაშინგტონმა თეირანს დამატებითი სანქციები ხუთშაბათს, 26 აპრილს დაუწესა. შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზომები, რომლებიც ვაშინგტონმა გაერთიანებულ სამეფოსთან და კანადასთან კოორდინაციით მიიღო, მიზნად ისახავს ორ ათეულ ორგანიზაციას, ინდივიდს, თუ გემს. დეპარტამენტის განცხადებით, ეს სუბიექტები მთავარ როლს ასრულებენ […]
“ვივლით ევროპისკენ გაუ*იმავი კაცებით” – საკრებულოში ოცნების დეპუტატის ჰომოფობიური გამოსვლა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. სხდომა დაპირისპირებისა და შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა, რადგან ოპოზიციამ რუსული კანონი გააპროტესტა. ლევან ჯაფარიძის გამოსვლა ქართული ოცნების პროპაგანდისტული ნარატივის გაგრძელება იყო. “ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს სურვილი, რომ გეზი ყოველთვის ჰქონდეს ევროპისკენ, არ დავკარგავთ, ვიმუშავებთ უფრო მეტს და სწორედ მშვიდობით, ღირსებით ვივლით მშვიდობიანი ღირსეული ევროპისკენ […]