„ეტალონი“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

“ეტალონის“ ტრადიციული, ფორმატისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შემუშავდა ახალი, ინოვაციური პროექტი: „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობით, „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6, მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის შეჯიბრი გაიმართა, ისინი ერთმანეთს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი – ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა.
II ადგილი – ორთაბათუმის საჯარო სკოლა
III ადგილი – ფერიის საჯარო სკოლა
ტურნირს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის წარმომადგენლები, ხელვაჩაურის რესურსცენტრის წარმომადგენლები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ, ღონისძიების მხარდამჭერი და თანაორგანიზატორი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იმისათვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს