ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეც ისეთივე შედეგით დასრულდა, როგორც ეს ჩემპიონატის დებიუტში იყო. საქართველოს ყულაბას კიდევ ერთი ოქროს და ბრინჯაოს მედალი შეემატა. ჰიმნი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) ააჟღერა. მომავალი ჩემპიონი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა ფრანგ, სერბ და უნგრელ მოწინააღმდეგეებთან. გრიგალაშვილს 44 წამი დასჭირდა ფინალში ნიდერლანდელ […]

უკრაინაში სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ოთხი თბოელექტროსადგური და საავადმყოფო

უკრაინაში ღამის სარაკეტო იერიშის შედეგად ოთხი თბოელექტროსადგური და საავადმყოფო დაზიანდა. არიან დაშავებულები. „სერიოზულად დაზიანდა საწარმოების აღჭურვილობა, ამ წუთებში ენერგეტიკოსები ცდილობენ თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას“, – განაცხადა კერძო ენერგეტიკული კომპანია ДТЭК-მა, რომელიც ფლობს რუსეთის მიერ სამიზნეში ამოღებულ თბოელექტროსადგურებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, არიან დაზარალებულები, რომლებსაც სამედიცინო დახმარებას უწევენ. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა გერმან გალუშჩენკომ განმარტა, რომ […]

რუსეთმა უკრაინის სამ ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიიტანა

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის სამ ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიიტანა. ერთ-ერთ ობიექტზე დაშავებულია ერთი თანამშრომელი. ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშენკო ავრცელებს. მისი თქმით, რუსული ძალები თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის, ივანო-ფრანკოვსკისა და ლვოვის ოლქების ენერგოობიექტებს. ამასთან, უკრაინულ ენერგოკომპანია DTEK-ის ცნობით, რომ ღამით რუსეთმა სერიოზულად დააზიანა ოთხი თბოელექტროსადგურის აღჭურვილობა. არიან დაშავებული სამოქალაქო პირები. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, […]

ოთარ შამუგია იმერეთში, დაბა კვერეთში ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთში, დაბა კვერეთში ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში იმყოფებოდა, სადაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ, საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი ხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის დავალებით, ნაკადულის კალმახის საშენში დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, რაც მეურნეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისს გახდის. […]

“სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან…” – არაბიძე ნაკრებზე, სანიოლთან შეხვედრაზე და მის ხასიათზე

Youtub-ზე დიმიტრი ობოლაძისა და ნოდარ სიმსივეს არხ ლაი ლაი – Lai Lai-ზე საფეხბურთო გადაცემის მორიგი სტუმარი ქუთაისის “ტორპედოს” შემტევი გიორგი არაბიძე გახლდათ. წამყვანები მას ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ. არის თუ არა არაბიძე მზად ეროვნული ნაკრებისთვის და რას იტყვის ხშირად ნახსენებ საკითხზე, რომ გიორგის ცუდი ხასიათი აქვს და ნაკრებში ამიტომ არ უხმობენ. “ვფიქრობ, ფიზიკურადაც […]

Reuters – ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კვიპროსიდან ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განახლდა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კვიპროსიდან ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განახლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კვიპროსელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ გადაცემული ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა მცირე ზომის გემმა ლარნაკის პორტი პარასკევს საღამოს დატოვა და ღაზის სექტორის მიმართულებით გაემართა. შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციამ World Central Kitchen-მა ღაზაში […]

„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო

განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ დაწესდა. პრემიაზე განაცხადების მიღება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge 26 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები და მათგან სამი პრემიის მფლობელი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდება. პრემიის მფლობელებს […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27-29 აპრილს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27-29 აპრილს საქართველოში 27-29 აპრილს საქართველოში სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თბილისში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27-29 აპრილს ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 […]

საპატრიარქო გამჭვირვალობის კანონს და ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა – რა წერია განცხადებაში?

საპატრიარქო გამჭვირვალობის კანონს და ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა – რა წერია განცხადებაში? ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში. „ჩვენ კი, მიზეზთა ერთობლიობის გამო, დღეს […]

14 სენატორი ირაკლი კობახიძეს – თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები, ფინანსური დახმარების გადახედვა და სავიზო აკრძალვების გაფართოება

14 სენატორი ირაკლი კობახიძეს – თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები, ფინანსური დახმარების გადახედვა და სავიზო აკრძალვების გაფართოება ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი […]