“ხელისუფლება საქართველოს მეგობრებს აცხადებს მტრებად, რითაც ღიად არღვევს კონსტიტუციას” – გახარიას პარტია

“ხელისუფლება საქართველოს მეგობრებს აცხადებს მტრებად, რითაც ღიად არღვევს კონსტიტუციას” – გახარიას პარტია ყოფილი პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია, ამერიკელი სენატორების წერილს ეხმაურება და აცხადებს: აშშ-ს სენატორების ორპარტიული წერილი და ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ხელისუფლების ბოლო 3 წლის პოლიტიკამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის რისკის და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩაშლის ფაქტის წინაშე დაგვაყენა. ხელისუფლება ასრულებს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, […]

ირაკლი ქადაგიშვილი სენატორების წერილზე – არ არის სწორი, როდესაც შენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას კანონთან დაკავშირებით, რომლის ანალოგიურიც შენთან დღესაც მოქმედებს, ასეთი მუქარის ტონით ესაუბრები

არ არის სწორი, როდესაც შენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას კანონთან დაკავშირებით, რომლის ანალოგიური და გაცილებით უფრო მძიმე კანონი შენთან დღესაც მოქმედებს და როდესაც კანონი ეხება გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ასეთი მუქარის ტონით ესაუბრები, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სენატორების წერილთან დაკავშირებით განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი რამე გააკეთა იმისათვის, […]

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის რეგიონული მდივანი მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ალუდა ღუდუშაური, გია ბენაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და […]

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის დარჩენის მოთხოვნით ათასობით ესპანელმა აქცია გამართა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის დარჩენის მოთხოვნით ათასობით ესპანელმა აქცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ესპანეთის „სოციალისტური პარტიის“ მხარდამჭერებმა მადრიდში პარტიის შტაბ-ბინასთან აქცია გამართეს და ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს თანამდებობაზე დარჩენისკენ მოუწოდეს. „პრემიერ მინისტრო, დარჩი, პედრო, დარჩი. ჩვენ შენთან ვართ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, მარია ხესუს მონტერომ პარტიის ფედერალური კომიტეტის სხდომაზე. […]

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი არის ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება“ – ლაშა ხუციშვილი

საქართველო პოზიციონირებს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი სახელმწიფო. ასე რომ, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი არის ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე პროექტები, რომელთა მიზანია რეგიონული თანამშრომლობის განვითარება. „ჩქაროსნული მაგისტრალები, სადაც ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ, ასევე რკინიგზა, […]

2018-2022 წლებში მსოფლიომ 1,5 მილიარდი ინტერნეტის ახალი მომხმარებელი მოიპოვა – ინტერნეტის გამოყენების ვიზუალიზაცია გლობალური რეგიონის მიხედვით

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2018-2022 წლებში მსოფლიომ მოიპოვა 1,5 მილიარდი ინტერნეტის ახალი მომხმარებელი. მხოლოდ 2020 წელს, ინტერნეტით მოსარგებლე გლობალური მოსახლეობის წილი 6%-ით (500 მილიონი ადამიანი) გაიზარდა, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალი ნახტომია. განსაკუთრებული მაჩვენებელი დაფიქსირდა ინდოეთში. 2018 წელს ინდოეთის მოსახლეობის მხოლოდ 20% იყენებდა ინტერნეტს. 2022 წლისთვის ეს მაჩვენებელი 50%-მდე გაიზარდა. visualcapitalist-მა გამოაქვეყნა ინტერნეტის გამოყენების ვიზუალიზაცია გლობალური რეგიონის […]

ვენეციის მცხოვრებლებმა ვიზიტორებისთვის ქალაქში შესვლაზე ერთდღიანი გადასახადის დაწესება გააპროტესტეს

ვენეციის მცხოვრებლებმა ვიზიტორებისთვის ქალაქში შესვლაზე ერთდღიანი გადასახადის დაწესება გააპროტესტეს ვენეციის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს ვიზიტორებისთვის მოგზაურობის ერთდღიანი გადასახადის წინააღმდეგ, რომელიც ჭარბ ტურიზმთან საბრძოლველად დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews.com-ი ავრცელებს. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გადასახადი არ გადაჭრის მათ რეალურ პრობლემებს. ასობით ვენეციელი მსვლელობით გამოვიდა ქალაქში, რომლებსაც ეჭირათ ბანერები წარწერით: „არა – ბილეთებს, დიახ – სერვისებსა და საცხოვრებელს“. […]

„საქართველო ამზადებს თავის ეკონომიკას და სისტემებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ამავდროულად, ინარჩუნებს სტრატეგიულ თანამშრომლობას რეგიონში“ – ფინანსთა მინისტრი

„საქართველო ამზადებს თავის ეკონომიკას და სისტემებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ამავდროულად, ინარჩუნებს სტრატეგიულ თანამშრომლობას რეგიონში“ – ფინანსთა მინისტრი საქართველო ამზადებს თავის ეკონომიკას და სისტემებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ამავდროულად, ინარჩუნებს სტრატეგიულ თანამშრომლობას რეგიონში. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პერიოდული გამოცემა „ADB Insight”-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა, რომელშიც მონაწილეობენ ADB-ის პრეზიდენტი მასა ასაკავა, […]

თუშიშვილი და სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ – ბექაური ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ტატამზე საქართველოს ნაკრების სახელით ექვსი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში გურამ თუშიშვილს (+100 კილოგრამი), ილია სულამანიძეს (-100 კილოგრამი) და ლაშა ბექაურს (-90 კილოგრამი) ვიხილავთ. თუშიშვილი და სულამანიძე ტურნირის ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ, გურამი ინალ ტასოევის დამარცხებას შეეცდება. ილიას მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი. სამწუხაროდ, მოქმედი ოლიმპიური […]

“29-ში ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, თუ სად დგას სიმართლე” – ღარიბაშვილის განცხადება

“29-ში ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, თუ სად დგას სიმართლე” – ღარიბაშვილის განცხადება რაც შეეხება ჩვენს შეკრებას, 29-ში ძალიან დიდი შეკრება გაიმართება რუსთაველზე, სადაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა გუნდმა, ვინაიდან ხალხში მართლაც არსებობს ძალიან […]